1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტები) ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამუშაო მოიცავს: 1) კლდოვანი გრუნტის გაფხვიერება (მე-7 ჯგ), შპურების მეთოდით, საფეხურის სიმაღლე 0,5 მ-მდე, . - საპრ. მოცულ. - 540.00 კუბ/მ; 2) კლდოვანი გრუნტის გაფხვიერება (მე-7 ჯგ) შპურების მეთოდით, საფეხურის სიმაღლე 0,5 მ-დან 1 მ-მდე - საპრ. მოცულ. - 550.00 კუბ/მ; 3) კლდოვანი გრუნტის გაფხვიერება (მე-7 ჯგ) შპურების მეთოდით, საფეხურის სიმაღლე 1.0 მ-დან 2.0 მ-მდე - საპრ. მოცულ. - 570.00 კუბ/მ;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები. აჭარის ა.რ. ხუთი მუნიციპალიტეტი (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1 წელი სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტ პირს 2021 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სახის, კერძოდ ქანების ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არანაკლებ 100 000 ლარის ჯამური ღირებულებით. წარმოდგენილი იქნას ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - სამუშაოების შესრულების აქტი-ფორმა #2 და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები. ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის შესაბამისად. (2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს შემსყიდველის ყოველი ცალკეული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (შედგენილი დეფექტური აქტების შესაბამისად), სადაც განსაზღვრული იქნება ცალკეული ადგილის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და სამუშაოების შესრულების ვადები. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრული სამუშაოების წარმოება და დაასრულოს წერილში მითითებულ ვადაში, ხოლო სტიქიური მოვლენების შემთხვევაში წერილობითი დავალების გაცემისთანავე დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტ პირს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაოების, კერძოდ ქანების ბურღვა-აფეთქების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა, რაზედაც წარმოდგენილი იქნას შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტაცია. (2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს); 8. ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაშიმიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად. დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი. - ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება კონკრეტული ეტაპით ან სრულად გათვალისწინებულ სამუშაოებზე, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული სამუშაოს შესრულების აქტის-ფორმა #2, ანაზღაურების სერთიფიკატის, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე. ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. - მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
როგორც შუალედური, ასევე საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა. შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი