1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებისთვის ზაფხულის ფორმების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი - ,,ტექნიკური დავალება"; 1.2.2 რეცხვის დროს მოწოდებული შესყიდვის იბიექტი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებული უნდა იყოს სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ უნდა წყდებოდეს. გვირისტის შესრულება უნდა იყოს სწორი და პროპორციული და გამძლე. 1.2.3 ყველა შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს ზომის აღმნიშვნელი იარლიყი, ლათინური ასოებით; (გამარჯვებულ მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მიეწოდება ინფორმაცია შესაკერი ფორმის ზომების შესახებ, მათ შორის ქალი და მამაკაცის რაოდენობების მითითებით). 1.2.4 თითოეული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული. 1.2.5 იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ესკიზებზე ზუსტად არ იყოს შესაძლებელი შესყიდვის ობიექტის რომელიმე შემადგენელი დეტალის ფერის ტონალობის და თარგის აღქმა, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი, ფერი და დეტალების განლაგება ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე (ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე) შეათანხმოს შემსყიდველთან და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. 1.2.6 ტენიკურ დავალებაში არსებული ყველა ესკიზი (მათ შორის ლოგო) ატარებს საორიენტაციო ხასიათს, შესაბამისად შესყიდვის ობიექტის დიზაინი, ფერთა კომბინაცია და ა.შ ყველა პოზიციაზე, შეთანხმებული უნდა იქნას შემსყიდველთან. შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური დავალებში მითითებულ მახასიათებლებს, როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ მოითხოვება სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ფორმების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულბის გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით; 1.5.2 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ასი ათასი მოწამის ქ. N23;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1 ზაფხულის ფორმაზე (ჟილეტი, მოკლემკლავიანი მაისური, გრძელმკლავიანი მაისური, ზაფხულის შარვალი) უნდა გავრცელდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგრანტიო ვადა. 1.7.2 აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში (მათ შორის ფორმისა და ფერის დაკარვა), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან (სატელეფონო ან ელ ფოსტის მეშვეობით) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტმა, ,,ფასების ცხრილში" - დანართი N1, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებელის შესახებ.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს 2022-2023-2024 წწ განმავლობაში, ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების), მიწოდების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 6'839'520.00 (ექვსი მილიონ რვაას ოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოცი) ლარი. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, სავალდებულოა, რომ მოთხოვნილი ,,მიწოდების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 6'839'520.00(ექვსი მილიონ რვაას ოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოცი) ლარი" უნდა მოიცავდეს 2022 წელსაც, 2023 წელსაც და 2024 წელსაც მიწოდებული საქონლის გამოცდილებას. საიდანაც, მინიმუმ ერთი ხელშეკრულება მაინც უნდა იყოს 2279840,00 (ორი მილიონ ორას სამოცდაცხრამეტი ათას რვაას ორმოცი) ლარის ღირებულების. 2.2.1.2. პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა ან/და ზედნადებ(ებ)ი. 2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართ N2-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, ნებისმიერ ეტაპზე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2.9.2 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ შემსყიდველის მხრიდან, კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შემთხვევითი არჩევის წესით განახორციელოს მოწოდებული საქონლის ამორჩევა და მოსთხოვოს მიმწოდებელს, ნიმუშის ამოღებიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 12 (თორმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა. აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს დანართში: „ტექნიკური დავალება“ მითითებულ მახასიათებლებზე. დასკვნის გამცემი პირი საერთაშორისოდ აკრედიტირებული (უფლებამოსილი) უნდა იყოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ყველა ტესტის (ექსპერტიზის) მეთოდზე. 3.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში (ერთ პაკეტად). (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს. 3.1.1.3. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა. 3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი. 3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება. 3.1.1.6 შესყიდვის ობიექტის ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკური დავალების ყველა პოზიციაზე (მათ შორის ყველა მოთხოვნილ დიზაინზე). 3.1.1.7 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალში არსებული თითოეული პოზიციის ნიმუში და ლაბორატორიული (ექსპერტის) დასკვნები წარმოდგენილი უნდა იქნა შემსყიდველის მისამართზე: ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. N7;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია დასაბუთდეს სერთიფიცირებული ექსპერტის/აუდიტორის/საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1; 6.2 და 6.3 პუნქტების გათვალისწინებით. 6.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან, არაუგვიანეს მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია,ხელშეკრულების ღირებულების 50% ის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას) საფუძველზე. რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 7.1.1.3 მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში 7.2.3 ეტაპობრივი ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 90%-ის ოდენობისა. 7.2.4. საბოლოო ანგარიშწორება (დარჩენილი 10% გადახდა) განხორციელდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდების შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 წინასწარი ანგარიშსწორება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 7.3.2 ეტპობრივი და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმედიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თეა მაჭავარიანი, 598888808, t.machavariani0107@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2.ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი