1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების, როგორც გარეგანი, ასევე შიდა ნაწილის რეცხვა და გასუფთავება (ძარა, სალონი, საბარგული), სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით, რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების გაშრობა და გაწმენდა. 1.2.2 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს პლასტიკური ბარათების მიწოდება, შემსყიდველის მიერ კონკრეტული რაოდენობის (პირველ ეტაპზე ერთდროულად 13 ცალი) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. 1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ ანგარიშზე, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. 1.2.5 სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის საკუთრებას და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე. 1.2.6 პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ავტოსამრეცხაო სადგურში. მიმწოდებლის მიერ გაცემულ ქვითარზე ასახული უნდა იყოს დარჩენილი რეცხვის რაოდენობა. 1.2.7 ბარათები უნდა იყოს 2 ტიპის: 1.2.7.1 განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილებისთვის; 1.2.7.2 განკუთვნილი ჯიპის ტიპის ავტომობილებისთვის. 1.2.8 ბარათები დანომრილი უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციით, რომლებზეც დატანილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრები. 1.2.9 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით) არაუგვიანეს 9:00 საათიდან არანაკლებ 19:00 საათამდე; 1.2.10 თუ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენა განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.7 პუნქტით გათვალისწინებულ დროის შუალედში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს სრულად, მიუხედავად სამუშაო დროის ამოწურვისა. 1.2.11 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით შემოთავაზებულ მისამართებზე. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 წუთისა უნდა დაიწყოს მომსახურების გაწევა. 1.2.12 მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. 1.2.13 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულ ტენდერზე წინადადების მიღების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი. ხოლო, ყოველი მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია წინა პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის სტატუსის მინიჭებიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი. 1.2.14 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ავტოსამრეცხაოების მისამართები და სამრეცხაოების Google.map-ის კოორდინატები (ლოკაციები).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 პლასტიკური ბარათის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. 1.4.2 მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ წარდგენილი პლასტიკური ბარათების შესაბამისად. 1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული პლასტიკური ბარათების მიწოდება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ტერიტორია, მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ავტოსამრეცხაო სადგურები. 1.5.2 პლასტიკური ბარათების მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 100 %-ის ღირებულების მანქანების რეცხვის მომსახურების გაწევის გამოცდილება. 2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით. 2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ქვეკონტრაქტით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ბოქსი, რომელიც სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ადმინისტრაციული შენობიდან (ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9) უნდა მდებარეობდეს არაუმეტეს 5 კილომეტრის რადიუსში. საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საკადასტრო კოდი), ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ქვეკონტრაქტორის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270105). 7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ჯოტო პატარაია, 595659365, j.pataraia@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.1.6.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით; 10.1.6.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად. 10.1.6.3 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი