1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ბაქტერიოლოგიური, მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლვების მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ბაქტერიოლოგიური, მორფოლოგიური და ციტოლოგიური კვლვების მომსახურების შესყიდვა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის (ფასების ცხრილი) შესაბამის გრაფაში მითითებული ვადის შესაბამისად. 1.5.2. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. ზუგდიდი. სოფ. რუხის ,,რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან" მიმწოდებლის ლაბორატორიაში, რომლის აღჭურვა და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარი/მოწყობილობები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 1.5.2. კვლევების შედეგად წარმოდგენილი დასკვნების (პასუხები) მიწოდება მომწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს როგორც მატერიალურად (პასუხისმგებელი შემსრულებლის ხელმოწერით) (შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, სოფ. რუხინ ,,რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო") ასევე ელექტრონულად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოდგენილ უნდა იქნას გასაწევი მომსახურების შესაბამისი სერთიფიკატი ან/და სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა (არსებობის შემთხვევაში ორივე) და სამედიცინო დაწესებულების სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოთხოვნის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ლაბორატორიულ კვლევებზე, მიმართვის ფორმების მიწოდება, შემსყიდველთან შეთანხმებით. 2.9.2. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს თითოეული ტესტის ჩასატარებლად საჭირო საკვლევი მასალის აღების სტანდარტული რეკომენდაციები. 2.9.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ლაბორატორია ,კვლევებისთვის საჭირო ყველა აქსესუარით: სინჯარები, კონტეინერები, სატრანსპორტო ნიადაგი ა.შ.(მოთხოვნის შესაბამისად). 2.9.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საანალიზო/საკვლევი მასალების ტრანსპორტირება, შემკვეთის ლოკალური ლაბორატორიიდან საკუთარი კურიერული სამსახურის მეშვეობით, საანალიზო/საკვლევი მასალების ტრანსპორტირების სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნის დაცვით. 2.9.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გამოკვლევების შესრულება ,საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად რეკომენდირებული მაღალი მგრძნობელობის და/ან სპეციფიურობის მეთოდით. 2.9.6. მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს შემსყიდველს სრულყოფილი ინფორმაცია ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გამოკვლევების ნორმების ზღვრების შესახებ, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. 2.9.7. შემსყიდველი უფლება მოსილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ,გამოითხოვოს შიდა ლაბორატორიული და/ან გარე ლაბორატორიული კონტროლის შედეგების დოკუმენტაცია, ნებისმიერი ლაბორატორიული მიმართულებით. 2.9.8 მომწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს კვლევების შედეგად წარმოდგენილი დასკვნების (პასუხები) მიწოდება როგორც მატერიალურად (პასუხისმგებელი შემსრულებლის ხელმოწერით) (შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, სოფ. რუხინ ,,რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო") ასევე ელექტრონულად. 2.9.9. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის კლინიკაში, რომლის აღჭურვა და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარი/მოწყობილობები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში,დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ,,ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმან
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თეა არქანია, 577424156, arkaniatea@gmail.com თაია კვანჭიანი 597091392
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი