1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
რუსთავისა და ახალციხის იუსტიციის სახლებისთვის უწყვეტი კვების წყაროების შესყიდვა თანმდევი მონტაჟის მომსახურებით
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
2 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვა; ტექნოლოგია და არქიტექტურა: სამფაზა, ორმაგი გარდაქმნის ტექნოლოგიით(VFI-SS-111) „Online”-ტიპის, მოდულური დიზაინი და კონსტრუქცია; ნომინალური სიმძლავრე: არანაკლებ 120 kVa/kW; ნომინალური შემავალი ძაბვა: 380/400/415ვ; შემავალი ძაბვის დიაპაზონი: ქვედა ზღვარი არაუმეტეს 229 ვ, ზედა ზღვარი არანაკლებ 478ვ; შემავალი სიხშირის დიაპაზონი: 40-70 ჰერცი; ფაზების რაოდენობა: 3 ფაზა შემავალი + N - 3 ფაზა გამომავალი + N; შემავალი სიმძლავრის კოეფიციენტი (kW/kVA): არანაკლებ 0.99; გადატვირთვებისას “ბაიპასის” მუშაობის შესაძლებლობა: გრძელ ვადიანად 110 % გადატვირთვის შემთხვევაში, არანაკლებ 10 წუთი 125 % გადატვირთვის შემთხვევაში, არანაკლებ 1 წუთი 150 % გადატვირთვის შემთხვევაში, გადატვირთვებისას “ინვერტორის” მუშაობის შესაძლებლობა: გრძელ ვადიანად 105% გადატვირთვის შემთხვევაში, არანაკლებ 60 წუთი 110 % გადატვირთვის შემთხვევაში, არანაკლებ 1 წუთი 150% გადატვრითვის შემთხვევაში; ნომინალური გამომავალი ძაბვა: 380/400/415ვ; გამომავალი სიხშირე: 50/60 ჰერცი; შემცირების სიჩქარე (სინქრონიზებული სიხშირის ცვლილების მაქსიმალური სიჩქარე) ჰც/წ დაყენების: დაყენების დიაპაზონი: 0.1 ~ 3; ჰარმონიული ძაბვის დამახინჯება THDv: 100% ხაზოვანი დატვირთვა 1%, არახაზოვანი დატვირთვა IEC EN 62040-3 შესაბამისად 3 %; გამომავალი ეფექტურობა: ეფექტურობა არანაკლებ 97%; ეფექტურობა ეკო რეჟიმში (ECO): არანაკლებ 99,2%; ბაიპასი: ჩაშენებული სტატიკური და სერვისული ბაიპასი; დაშორებული მონიტორინგი: 1 ქსელის ბარათით კომპლექტში SNMP; მშრალი კონტაქტები: გენერატორის მონიტორინგი (on generator), გარე ამომრთველების მონიტორინგი; მართვის პანელი: სენსორული ეკრანი; აკუმულატორების ტიპი: VRLA არამომსახურებადი, ტყვია-მჟავის, Eurobat 10-12 Years "LONG LIFE“; ბატარეით მუშაობის (მიერთების) შესაძლებლობა: მინიმალური რაოდენობა არაუმეტეს - 30 ცალი მაქსიმალური რაოდენობა არანაკლებ - 44 ცალი; ავტონომიური მუშაობის დრო – 120kVA დატვირთვაზე: არანაკლებ 10 წუთი; დაცვის დონე: არანაკლებ IP20; სამუშაო ტემპერატურა: არანაკლებ 40°C შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა 120kw სიმძლავრეზე ზემოქმედების გარეშე. აქტიური სიმძლავრე 50°C არანაკლებ 96 KW; აკუსტიკური ხმაურის დონე 1 მეტრის მოშორებით ISO7779 შესაბამისად: არაუმეტეს 60 dBA; გარემო პირობები Altitude (a.s.l.): ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე დენის დანაკარგი გარეშე; ტენიანობასთან ფარდობითი (%RH): 0 -95, არაკონდენსირებადი; უწყვეტი კვების წყარო გაბარიტული ზომები: სიმაღლე: არაუმეტეს 1600 მმ; სიგანე: არაუმეტეს 650 მმ; სიღრმე: არაუმეტეს 850 მმ; უწყვეტი კვების წყაროს არქიტექტურა (მოდულური დიზაინი და კონსტრუქცია). არანაკლებ სამი მოდული. ერთი მოდულის გათიშვის შემთხვევაში მინიმალური ეფექტური სიმძლავრე უნდა იყოს არანაკლებ 80კვა/კვტ; თითოეული მოდულის ნომინალური სიმძლავრე არანაკლებ 40 კვა/კვტ, UPS-ის მოდულები უნდა მუშაობდნენ წყვილში და ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში უნდა შეეძლოს ავტომატურ რეჟიმში მთლიანი დატვირთის საკუთარ თავზე აღება. სტატიკური ბაიპასი, მომსახურე (Maintenance Baypass) ბაიპასი და ძალოვანი მოდულები მოთავსებული უნდა იყოს ერთ კარადაში. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს. მუდმივი კვების წყაროების ჩანაცვლების მიმდინარეობის დროს ხელი არ უნდა შეეშალოს სსიპ "იუსტიციის სახლის" სამუშაო პროცესს. გრაფიკი უნდა შეთანხმდეს სსიპ "იუსტიციის სახლის" ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურთან.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს სსიპ "იუსტიციის სახლის" შემდეგ მისამართებზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N29 (რუსთავის იუსტიციის სახლი); ქ. ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქ N3 (ახალციხის იუსტიციის სახლი).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. UPS-ის და ყველა სხვა სახის გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან - არანაკლებ 2 წელს. 1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან/და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე. 1.7.1.3. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.7.1.2. ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მითითებით
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამოცდილება, კერძოდ, შენობის ელექტრომომარაგების უწყვეტი კვების წყაროს (UPS) მიწოდების (თანმდევი მონტაჟით) გამოცდილება, რომლის რაოდენობა 2020 წლიდან ტენდერის გამოცხადების ტარიღამდე არ უნდა იყოს 3 (სამი) ერთეულზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულის შესრულების ფაქტს. 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს საქონლის მიწოდების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. 2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა შემოთავაზებულ UPS-ზე უნდა წარმოადგინოს სტანდარტების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: CE. EN 50171. EN 50121-1; EN 50121-5. IEC62040-1. IEC62040-2 დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის აღწერილობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მითითებით. 2.9.2. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მინიმალური მახასიათებლების მატარებელი ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე. 2.9.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. უცხოენოვანი დოკუმენტების შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანები.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას; 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); 4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
3 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
6 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1.მიმწოდებელი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან; 6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს; 6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საბანკო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება; 6.4.4.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება. 6.4.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე უხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლები იქნება 200 000 ლარზე, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისათვის წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის ობიექტს, ასევე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ამაღლებს მიმწოდებლის პასუხისმგებობას.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად ან/და ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე. 7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მoწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი ორჯონიკიძე, 599856222, gorjonikidze@psh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
(1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; (2) ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; (3) პრეტენდენტს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; (4) ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; (5) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; (6) სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი