1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში, კვების ობიექტებისათვის ზეთისა (CPV-15421000 - რაფინირებული ზეთი) და მარგარინის (CPV-15431100 - მარგარინი) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სატენდერო წინადადების წარმოდგენისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის მიხედვითაც და საჭიროების ფარგლებშიც მოხდება მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ცხრილში მოცემული საქონლის რაოდენობა. მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება კლებადობის პრინციპით არასწორად განფასებულ პოზიციაზე. შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან "მსგავსი", "ეკვივალენტური" 1. მზესუმზირის ზეთი - 100 ლიტრი • ერთეულის (ლიტრი) ზღვრული უმაღლესი ფასი - 5.10 ლარი . ახალი, უმაღლესი ხარისხის, ქარხნული დამზადების, 100% რაფინირებული, მზესუმზირის . ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის . ცხიმიანობა არანაკლებ 99% . არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (კონსერვანტების და საღებავების სახით) . მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70% . პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს 2. ფრის ზეთი - 200 ლიტრი • ერთეულის (ლიტრი) ზღვრული უმაღლესი ფასი - 6 ლარი . ახალი, უმაღლესი ხარისხის, ქარხნული დამზადების, 100% რაფინირებული, მცენარეული . ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის . არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (კონსერვანტების და საღებავების სახით) . მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%. . პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. 3. მარგარინი - 400 კგ. • ერთეულის (კგ.) ზღვრული უმაღლესი ფასი - 9.20 ლარი . უმაღლესი ხარისხის. კონსისტენცია - მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი . ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს . ტენიანობა არაუმეტეს 16-17% . ცხიმიანობა არანაკლებ 70% . არ უნდა შეიცავდეს ტექნიკურ ცხიმს, პალმის ცხიმს და ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს . დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (ეტიკეტირებულ ბრიკეტებად), რომელზეც მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი, შენახვის ვადები და პირობები . მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%. . პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს 4. მარგარინი (ფენოვანი ცომისთვის და ცხობისთვის) - 600 კგ • ერთეულის (კგ.) ზღვრული უმაღლესი ფასი - 9 ლარი . მცენარეული მარგარინი, უმაღლესი ხარისხის. კონსისტენცია - მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი . ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს . შემადგენლობა: ნატურალური მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის, სოიოს, ბამბის და პალმის) მარილი, წყალი; ემულგატორები (სოიოს ლეციტინი, მცენარეული მონო და დიგლიცერიდები); მჟავის რეგულატორი (ლიმონმჟავა); ნატურალური კარაქის არომატით. ტრანსცხიმი არაუმეტეს 0,99 გრ. -100გრ. პროდუქტში. შენახვის ტემპერატურა 200 C-მდე; მცენარეული ცხიმის შემცველობა 60%; . დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (ეტიკეტირებულ ბრიკეტებად), რომელზეც მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი, შენახვის ვადები და პირობები. . მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, კვირაში ერთხელ, მოთხოვნიდან 1-2 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. შემსყიდველი ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ მისაწოდებელ საქონელზე მოთხოვნას, საქონლის შესაბამისი სახეობებისა და რაოდენობის მითითებით ადგენს და წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადასცემს/უგზავნის მიმწოდებელს; 1.5.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს დღის 12:00 სთ -სა. 1.5.3. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2 (თსუ მაღლივი კორპუსი) და თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1. (თსუ პირველი კორპუსი). 1.5.4. ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არ აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ვარგისიანობის ვადების დაცვით. პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების შესაბამისად. 1.7.1.2. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: ა) სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ბ) ქარხნული წარმოების თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; გ) პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში. დ) პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის; 1.7.1.3. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: შესყიდვის ობიექტის დასახელება, აღწერილობა, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი. 1. წარმოშობის ქვეყანა - ქვეყანა სადაც პროდუქტი იწარმოება. 2. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია ან/და მწარმოებელი სუბიექტი ან/და ინდ.მეწარმე ან/და ფიზიკური პირი. წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე. წინადადების წარდგენის დროს „ფასების ცხრილი - დანართი N1“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სატენდერო წინადადების წარმოდგენისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის მიხედვითაც და საჭიროების ფარგლებშიც მოხდება მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ცხრილში მოცემული საქონლის რაოდენობა. 2. მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად, ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი დადებითი დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება იწარმოებს 7.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თეონა ჩონიაძე, 593407201, teona.choniadze@tsu.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას. 10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება. 10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი