1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
2023-2024-2025 წლების განმავლობაში განსახორციელებელი 50 000 ლარი და მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2023-2024-2025 წელში დაწყებული მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება. საზედამხედველო მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგ სამუშაოებზე : გზები, წყალმომარაგება, ხიდები, შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, ნაპირსამაგრი, სპორტული მოედნები; მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, გარე განათება; სანიაღვრე სისტემები; შემოღობვის სამუშაოები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
უნდა აიტვირთოს ფასების ცხრილი EXCEL-ის და PDF ფორმატში (რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით) (ცხრილში მითითებული უნდა იყოს 2023-2024-2025 წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მომსახურების გაწევის ადგილია ----- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (ად ერთეულები) . 2. მომსახურების ფორმისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ტექნიკური დავალება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტი ვალდებულია, საზედამხედველო მომსახურება უზრუნველყოს ყველა იმ დარგის სპეციალისტით, რომელთა კომპეტენციაც შეესაბამება კონკრეტული სამუშაოების ინსპექტირებას, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი ნორმებისა და პირობების სრული დაცვით. 2. კონკრეტული პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის სპეციალისტების შეთანხმება შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული პროექტის ზედამხედველობას. 2. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართების შესაბამისად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ საზედამხედველო მომსახურების მიმართულებით: - ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით), - ობიექტის (1.სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, 2.ხიდების, 3.ჰიდროტექნიკური ნაგებობების, 4.საავტომობილო გზების, 5. აეროდრომების, 6. გვირაბების, 7. ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზემოთ), 8.სუსტი დენების, 9.გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, 10.წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება. 2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, ქვეკონტარქტორთან ერთად ფარავდეს საზედამხედველო მომსახურების ყველა მოთხოვნილი მიმართულებით აკრედიტაციას - დასაშვებია, მონაწილე პრეტენდეტი არ იყოს აკრედიტირებული ყველა მოთხოვნილ სფეროში (უნდა იყოს აკრედიტირებული მოთხოვნილი ზედამხედველობის ტიპებიდან სულ მცირე ერთში მაინც), მაგრამ ქვეკონტრაქტორთან უნდა ერთად ფარავდეს სრულად მოთხოვნილ ზედამხედველობის მიმართულებებს, აკრედიტაციის კუთხით 3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი. 4. არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის განკარგულება აკრედიტირებული პირის რეგისტრაციის თაობაზე და შესაბამისი რეგისტრირებული აკრედიტაციის სფერო.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. „ქვეკონტარქტორის შესახებ ინფორმაცია, მისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და ასევე წერილობითი თანხმობა (გამარჯვების შემთხვევაში ტენდერში ქვეკონტრაქტორად მონაწილეობაზე ან/და უკვე არსებული ხელშეკრულებები (მონაწილე პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის) , წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებაში, ან/და შერჩევა-შეფასების ეტაპზე, დაზუსტების დროს. 2. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება. 3. ქვეკონტრაქტორი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, იმ სფერო(ებ)ში, რომელთა შესრულებაც განსაზღვრული იქნება ქვეკონტრაქტით დანართი N6-ის შესაბამისად. 4. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 5. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი; 6. მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 7. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.საგადასახადო დავალიანებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც პრეტენდეტს გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.საგადასახადო დავალიანებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც პრეტენდეტს გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. შენიშვნა: საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ. საგადასახადო დავალიანებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც პრეტენდეტს გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც მიუხედავად იმისა იყენებს თუ არა საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N5-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები (1) სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა #2) შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული. (2) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1) ანგარიშსწორებისათვის მიმწოდებელი ყოველ კონკრეტულ ობიექტზე წარუდგენს შემსყიდველს გაწეული საზედამხედველო მომსახურების მიღება-ჩაბარების ორმხრივ აქტს (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურა), რის საფუძველზეც შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ბაჩანა ზარქუა, 599506170, tsalenjikhasheskidvebi@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. შესყიდვაში მონაწილე პირებმა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინონ შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია/დოკუმენტები: (1) ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), დანართი N4-ის შესაბამისად; (2) პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის (ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში) სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული სერტიფიკატები შესაბამის სფეროებში. (3) ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ (არსებობის შემთხვევაში), დანართი N6-ის შესაბამისად; (4) ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის შესახებ, დანართი N8, დანართი N9 და დანართი N10-ის შესაბამისად. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი