ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250003583
NAT250003583 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ მარელისის და ნუნისის უბნების არსებული სარეინჯერო კოტეჯების დემონტაჟის და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

დაცული ტერიტორიების სააგენტო 273 tenders 1.5 avg bidders 71 failed 491 CMR deals
4% outside our line

Can we win this?

4% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 15% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Buyer relationship we have bid 1× with this buyer and won 0.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract NNAT-7 running 4 days remaining 15 amendments Contract PDF ↗
172,348 ₾ contract amount 126,890 ₾ (74%) actually paid 31.03.2025 – 01.11.2025
PaymentSourceYear QuarterPaid on
25,390.61 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q4 06.11.2025
33,254.19 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q4 01.12.2025
24,597.34 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q4 19.12.2025
43,647.49 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q4 30.12.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250003583
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიდაცული ტერიტორიების სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება391`484.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ ტექნიკურ დოკუმენტში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი20.02.2025 12:26
წინადადებების მიღება იწყება09.03.2025 00:01
წინადადებების მიღება მთავრდება14.03.2025 14:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი3`915.00 GEL
გარანტიის ოდენობა3`915 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (3)

NAT250003583_ოქმი N2 - მარელისი.ნუნისი.pdf.pdf ეკატერინე ძნელაძე 18.03.2025 12:56
NAT250003583_FG_25 002163.pdf.pdf ზაურ ნოზაძე 26.03.2025 12:25

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
ზაურ ნოზაძე 350,000 350,000 won
NAT250003583_NAT250003583_ხარჯთაღრიცხვა.xlsx.xlsx · NAT250003583_ინფორმაცია_გამოცდ_დანართი (2)-signed.pdf.pdf
შპს აბასთუმანი 777 379,403 379,403
NAT250003583_3583 (1) (1).xlsx.xlsx · NAT250003583_3583 (1)-signed.pdf.pdf · NAT250003583_გამოცდილების ფაილი-signed (2).pdf.pdf · NAT250003583_InvLst (49) (1) (1).pdf.pdf · NAT250003583_InvLst (50) (1).pdf.pdf · NAT250003583_InvLst (51) (1).pdf.pdf · NAT250003583_მიღება ჩაბარების აქტი-signed.pdf.pdf · NAT250003583_პერსპექტივა კორექტ ხარჯთაღრიცხვა (1).xlsx.xlsx · NAT250003583_სარეკომენდაციო წერილი 1.pdf.pdf · NAT250003583_ფორმა 2.PDF.pdf · NAT250003583_ცვლილება-signed.pdf.pdf · NAT250003583_ხელშეკრულება (3)-signed.pdf.pdf
შპს ტესს ჯგუფი 391,484 391,484
NAT250003583_დანართი 3.xlsx.xlsx · NAT250003583_დანართი 3-signed.pdf.pdf · NAT250003583_მინდობილობა.pdf.pdf · NAT250003583_შპს გვირილა რითეილი..pdf.pdf · NAT250003583_შპს გვირილა რითეილი.pdf.pdf · NAT250003583_ხელშეკრულებები და მიღება ჩაბარებები.pdf.pdf · NAT250003583_ონი (გლოლა) ფორმა N 2-signed-signed.pdf.pdf · NAT250003583_ფორმა 2 ფოლკლ სახლი-signed-signed.pdf.pdf · NAT250003583_ფორმა N2 სკოლა.pdf.pdf · NAT250003583_ფორმა N2 ყოფილი სადგური.pdf.pdf · NAT250003583_ანფარიშ ფაქტურები.pdf.pdf · NAT250003583_ხარჯთაღრიცხვა (6) (1).xlsx.xlsx

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 20.02.2025 12:26 Announced
  • 09.03.2025 00:01 Bidding opens
  • 11.03.2025 20:39 First bid placed (3 bidders in total)
  • 14.03.2025 14:27 Last bid activity
  • 14.03.2025 14:30 Bidding closes
  • 18.03.2025 12:56 Buyer published: NAT250003583_ოქმი N2 - მარელისი.ნუნისი.pdf
  • 20.03.2025 19:36 Buyer published: NAT250003583_NAT250003583_კორ.ხარჯთაღრიცხვა.xlsx
  • 26.03.2025 12:25 Buyer published: NAT250003583_FG_25 002163.pdf
  • 31.03.2025 00:00 Contract signed: NNAT-7 — 172,348 ₾
  • 27.08.2026 04:20 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 21 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ მარელისის და ნუნისის უბნების არსებული სარეინჯერო კოტეჯების დემონტაჟის და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. სოფ. მარელისის და ნუნისის კურორტის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს არსებული სარეინჯერო კოტეჯების დემონტაჟის სამუშაოები და შემდეგ ახალი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს შემდეგი შენობა-ნაგებობებს: კოტეჯები, საპირფარეშოები და საპიკნიკე სივრცეები. 1.2.2 სადემონტაჟო და შემდგომში სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად. 1.2.3 დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ვარგისი მასალები უნდა დასაწყობდეს ადგილზე, ტექნიკური ზედამხედველის მითითებების შესაბამისად. ვარგისად ნარჩენი მასალების ჩამონათვალის და რაოდენობის შესახებ ექპერტიზის დასკვნა მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისას. 1.2.4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს. 1.2.5. სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური. 1.2.6. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად. 1.2.7. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. 1.2.9. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან გონივრულ ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 ოქტომბრისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. სამუშაოები სრულდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. მარელისის მიმდებარედ და ნუნისის კურორტის მიმდებარედ. 2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, აგრეთვე დაიცვას უსაფრთხოების წესები. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი. 1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. 1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. 1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. 1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება. 1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 391000.00 ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები. ანალოგიური სირთული, ხასიათის და შინაარსის სამუშაოებში ითვლება სამშენებლო სამუშაოები ან შენობის მშენებლობა/რემონტი/რეკონსტრუქციის სამუშაოები. 2. გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების (სრულყოფილი, ყველა დანართის ჩათვლით) ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული, დამკვეთის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი არ არის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, სრულად თანდართული ფორმა N2-ის ჩათვლით), რითიც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, შინაარსი და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას; 4. პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები. 6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. 3. პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებულის სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 3. გამოცილების დადასტურების მიზნით სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა). 4. გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში: ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ დამატებით სისტემაში ასატვირთი დოკუმენტია სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის შედეგების შესაბამისად გასაფორმებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1 ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ფარგლებში, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ფარგლებში. 2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N3 გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად პრეტენდეტი წინამდებარე ტენდერში მონაწილეობის გზით, ავტომატურად გამოხატავს ვალდებულებას, რომ მზად არის (შეათანხმებული აქვს საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N3 გათვალისწინებული შინაარსის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი იმ საფინანსო ინსტიტუტის მიერ, რომელსაც მოქმედი კაონონმდებლობის თანახმად გააჩნია აღნიშნული გარანტიის გაცემის უფლება. 4. ამხნაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემვალი ყველა პირი.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. 2. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). 4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად ან შემსყიდველთან შეთანახმებული გრაფიკით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 3. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის დაქვითვა განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 3 წელი) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. 4. იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს, ან უარს აცხადებს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, შემსყიდველი (დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით) შეაფასებს ობიექტზე წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმართავს ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს შესაბამისი თანხის გამოთხოვის თაობაზე ან არ გადაუხდის მიმწოდებელს დაკავებული თანხის 2,5%. თუ დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა აღემატება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 %-ის ოდენობას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილ განსხვავებას.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიგა მენაბდიშვილი, 577925757, giga.menabdishvili@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. 10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250000750 17.01.2025 no result same category · 40% title match · same buyer · similar size

შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ლომისმთ…

NAT250003510 19.02.2025 contract signed same category · 40% title match · same buyer · similar size

შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ლომისმთ…

NAT260012200 12.06.2026 not held same category · 40% title match · same buyer · similar size

შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სამცველ…

NAT260013105 25.06.2026 not held same category · 40% title match · same buyer · similar size

შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სამცველ…

NAT260014266 09.07.2026 no result same category · 40% title match · same buyer · similar size

შესყიდვის ობიექტია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სამცველ…

NAT250024426 26.12.2025 contract signed same category · 38% title match · same buyer · similar size

შესყიდვის ობიექტია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სამოქმედო არე…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ელ შოპი
ფავორიტი სტილი
შპს კომპანია GEOSM
შპს VITA
ელექტრონი