1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი"-ის (ნაკვეთი 13-07) არსებულ მოსასვენებელ სივრცეზე ფოლადის სექციური ღობის მოწყობა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
პრეტენდეტნმა უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი"-ის (ნაკვეთი 13-07) არსებულ მოსასვენებელ სივრცეზე ფოლადის სექციური ღობის მოწყობის სამუშაოების შესრულება. სამუშაოთა შესრულების წესი: სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოების და შუქნიშნების დაყენება. მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ. მიმწოდებლების მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. სამუშაოს დაწყებისთანავე წარმოდგენილი იქნეს სამუშაოს წარმოების ჟურნალი. შემსრულებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება. მშენებლობის დროს აუცილებელია სამშენებლო ნორმებითა და წესებით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე უნდა სრულდებოდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისძიებებიც. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მომქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქმიანობის ხასიათი. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას. შემსრულებელი კარგად უნდა იცნობდეს და უნდა ემორჩილებოდეს ყველა სამშენებლო წესს, რომელიც კანონითაა დადგენილი. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა: მიმწოდებელი პასუხისმგებელია: ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით; ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მოზარდი ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე; ე) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, ნარჩენი მასალებისგან და ა.შ.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სამუშაოს შესრულების ადგილია ქ. ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი. შესრულების ფორმა იხილეთ ტექნიკურ პირობებში.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
სამუშაოების დასრულებიდან (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან) 12 თვე. (მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადებში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობის დაწყება და დაასრულება გონივრულ ვადებში)
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
სამუშაოების შესრუელბის გეგმა-გრაფიკი: ა) სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში. ბ) სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. სამუშაოების გეგმა-გრაფიკში შესული ცვლილებები არ გამოიწვევს ხელშეკრულებაში დამატებით ცვლილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები გამოიწვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილებას. იხილეთ "გეგმა-გრაფიკი".
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
ა) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში: -ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვის (განფასების) წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დიკვალიფიკაციას); -გეგმა-გრაფიკი. ბ) ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; გ) ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (პუნქტი 1.3) - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით; დ) ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია; შენიშვნა: 1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის გ) ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან შემსრულებლის საქმიანობის კანონმდებლობის ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სამუშაოების დასრულების, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის საფუძველზე წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი კომახიძე, 577255178, batumibotanicalgarden@gmail.com ლევან ლეონიძე, 577101606, levani.leonidze@gmail.com ედნარ დეკანაძე 577425551 - ინჟინერი; ედნარ ბოლქვაძე - 598091001 - ინჟინერი.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
პროექტები/ნახაზები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი