1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სერვერი (მონტაჟით)
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სერვერში განთავსებული ყველა აპარატურული თუ პროგრამული კომპონენტი (სრული კომპლექტი) წარმოდგენილი / დამონტაჟებული უნდა იყოს ერთი ბრენდის (მწარმოებლის) მიერ, უნდა იყოს ახალი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქ. N4
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ) მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი 24x7 პროაქტიული საგარანტიო პაკეტი (მწარმოებლის მხარდაჭერით), საქართველოში მოქმედი მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრის მომსახურებით. 1.7.1.2. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა შეტყობინების მიღებიდან (სატელეფონო და/ან ელ. ფოსტის მეშვეობით) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ხოლო შესყიდვის ობიექტის ან მისი მაკომპლექტებლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში აღნიშნული შესყიდვის ობიექტის/მაკომპლექტებლის შეცვლა შეტყობინების მიღებიდან (სატელეფონო და/ან ელ. ფოსტის მეშვეობით) არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული სერვის ცენტრის ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს სატელეფონო ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გზით. 1.7.1.3 მიწოდებული ტექნიკის საგარანტიო პერიოდის ვადის გადამოწმება სერიული ნომრის მითითებით უნდა შეიძლებოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე, რომელიც გადამოწმდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი/დასახელება. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. 2.1.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ყველა აპარატურული ან პროგრამული მაკომპლექტებელის Part Number-ები.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, რომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელს/ბრენდს საქართველოში გააჩნია არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი. შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის, მწარმოებელ კომპანიად განხილული იქნება, უშუალოდ მწარმოებელი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანიის შვილობილი კომპანია ან/და მისი შვილობილი კომპანია და ა.შ. (შვილობილ კომპანიაში იგულისხმება, თუ მწარმოებელი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი ან მისი შვილობილი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი და ა.შ.) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (ან ვებ-მბული) გაცემულია წინამდებარე შენიშვნის გათვალისწინებით განსაზღვრული „მწარმოებლის“ მიერ).
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
2.4.1.1 პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის მიერ სერთიფიცირებული მინიმუმ 2 (ორი) ტექნიკოსი/სპეციალისტი. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ზემოაღნიშნული სერთიფიკატ(ებ)ი. შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის, მწარმოებელ კომპანიად განხილული იქნება, უშუალოდ მწარმოებელი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანიის შვილობილი კომპანია ან/და მისი შვილობილი კომპანია და ა.შ. (შვილობილ კომპანიაში იგულისხმება, თუ მწარმოებელი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი ან მისი შვილობილი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი და ა.შ.) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (ან ვებ-მბული) გაცემულია წინამდებარე შენიშვნის გათვალისწინებით განსაზღვრული „მწარმოებლის“ მიერ)
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF), სადაც მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის ნომერი და შემოთავაზებული პროდუქციის მოდელი. შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის მიზნებისთვის, მწარმოებელ კომპანიად განხილული იქნება, უშუალოდ მწარმოებელი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანია, მწარმოებელი კომპანიის შვილობილი კომპანიის შვილობილი კომპანია ან/და მისი შვილობილი კომპანია და ა.შ. (შვილობილ კომპანიაში იგულისხმება, თუ მწარმოებელი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი ან მისი შვილობილი კომპანია არის აქციონერი/დამფუძნებელი და ა.შ.) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (ან ვებ-მბული) გაცემულია წინამდებარე შენიშვნის გათვალისწინებით განსაზღვრული „მწარმოებლის“ მიერ).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომ მწარმოებელს აქვს მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება სერვერული აპარატურის და შემნახველი მასივის (იგულისხმება ორივე ერთად, გამოცდილება მხოლოდ ერთ სფეროში არ მიიღება) წარმოების სფეროში. 2.9.2 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 2.9.3 მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მოწოდებამდე უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული წერილი, რომელშიც მითითებული იქნება საგარანტიო ვადა, ხელშეკრულების/ტენდერის ნომერი პრეტენდენტის და შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. - ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი. - გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
დავითი სიდამონიძე, 577407078, d.sidamonidzze@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით, ტექნიკური მონაცემების, მწარმოებლის/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის, მოდელის/დასახელების და საგარანტიო ვადის მითითებით (შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის/ბრენდის ან/და მოდელის/დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1, 2.3.1, 2.4.1, 2.7.1 და 2.9.1 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი