ტსTenderscope
My categories only 15 + 3 orgs
Hiding everything outside your 15 watched categories and 3 followed organisations. Include everything else
HomeTenders › NAT250006419
NAT250006419 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპული კონფერენციის ორგანიზების მომსახურება SPRING CONFERENCE 2025

7% outside our line

Can we win this?

7% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 9% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 2.1 bidders, 35% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 79900000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N56 fulfilled Contract PDF ↗
106,250 ₾ contract amount 106,250 ₾ (100%) actually paid 17.04.2025 – 31.12.2025
PaymentSourceYear QuarterPaid on
106,250.00 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q2 16.05.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250006419
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია79900000-სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება139`340.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობასატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
შესყიდვის გამოცხადების თარიღი28.03.2025 17:06
წინადადებების მიღება იწყება05.04.2025 00:04
წინადადებების მიღება მთავრდება07.04.2025 13:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი1`393.00 GEL
გარანტიის ოდენობა1`393 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადა2025 წლის 6-დან 9 მაისის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (5)

NAT250006419_ოქმი N2.pdf.pdf გვანცა სისოშვილი 07.04.2025 18:13
NAT250006419_გამოცდილება.pdf (08/04/2025 02:04) თევდორე მაყაშვილი 08.04.2025 14:17
NAT250006419_გამოცდილება-signed_signed.pdf.pdf თევდორე მაყაშვილი 08.04.2025 14:58
NAT250006419_06419 შპს ფანდეი ივენთს - დასკვნა.pdf.pdf თევდორე მაყაშვილი 10.04.2025 14:42
NAT250006419_ოქმი N3.pdf.pdf გვანცა სისოშვილი 11.04.2025 13:08

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ფანდეი ივენთს 106,250 106,250 won
NAT250006419_ფასების ცხრილი - კონფერენციის ორგანიზება_ფანდეი ივენთს_signed.pdf.pdf
შპს ბეტა პრინტი 108,000 108,000
NAT250006419_InvLst (1).pdf.pdf · NAT250006419_InvLst (3).pdf.pdf · NAT250006419_NAT240005459_signed_1713268923_52-signed.pdf.pdf · NAT250006419_NAT240015086_145-signed.pdf.pdf · NAT250006419_NAT240015086_cvlileba 1.pdf.pdf · NAT250006419_signed_1713965949_migeba-chabareba-_beta_printi.pdf.pdf · NAT250006419_signed_1726820711_mig-chabareba-beta-signed.pdf.pdf · NAT250006419_ფასების ცხრილი - კონფერენციის ორგანიზება.xlsx.xlsx · NAT250006419_ფასების ცხრილი - კონფერენციის ორგანიზება-signed.pdf.pdf
შპს სივრცე 111,473 111,473
NAT250006419_გამოცდილება -signed-signed.pdf.pdf · NAT250006419_ფასების ცხრილი - კონფერენციის ორგანიზება-signed.pdf.pdf
შპს სთორი 120,150 120,150
შპს ბიგფუტი 124,120 124,120
NAT250006419_ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf
შპს მიქს-სტუდიო 126,000 126,000
NAT250006419_ფასების ცხრილი - კონფერენციის ორგანიზება-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 28.03.2025 17:06 Announced
  • 05.04.2025 00:04 Bidding opens
  • 05.04.2025 00:10 First bid placed (6 bidders in total)
  • 07.04.2025 12:23 Last bid activity
  • 07.04.2025 13:00 Bidding closes
  • 07.04.2025 18:13 Buyer published: NAT250006419_ოქმი N2.pdf
  • 08.04.2025 14:17 Buyer published: NAT250006419_გამოცდილება.pdf (08/04/2025 02:04)
  • 08.04.2025 14:58 Buyer published: NAT250006419_გამოცდილება-signed_signed.pdf
  • 10.04.2025 14:42 Buyer published: NAT250006419_06419 შპს ფანდეი ივენთს - დასკვნა.pdf
  • 11.04.2025 13:08 Buyer published: NAT250006419_ოქმი N3.pdf
  • 17.04.2025 00:00 Contract signed: N56 — 106,250 ₾
  • 27.08.2026 04:31 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 15 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპული კონფერენციის ორგანიზების მომსახურება SPRING CONFERENCE 2025
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპული კონფერენციის ორგანიზების მომსახურება SPRING CONFERENCE 2025 ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: 2025 წლის 6-9 მაისს საქართველო მასპინძლობს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციას (European Conference of Data Protection Authorities) აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში. კონფერენციას, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ევროპული ღონისძიებაა, საორიენტაციოდ 110 დელეგატი დაესწრება. მათ შორის, ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პირველი პირები და სხვა წარმომადგენლები. „საგაზაფხულო კონფერენცია“ 1991 წლიდან ტარდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფიდენციალობისა და მონაცემთა დაცვის ახალ ტენდენციებზე მსჯელობის პროცესში. ღონისძიება ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს ევროპის მონაცემთა დაცვის ორგანოებსა და სფეროს პროფესიონალებს შორის, რაც ქმნის ძლიერ ფორუმს მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად. კონფერენცია აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება კონფიდენციალობის რეგულაციების ჩამოყალიბებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისათვის ევროპაში. კონფერენციის ოფიციალური სესიების გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გეგმავს დამატებით ღონისძიებებსა და სოციალურ აქტივობებს, რაც მონაწილეებს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ბუნების უნიკალურობას გააცნობს. ტექნიკური დავალება 1. დეკორაციის, ბეჭდვისა და გაფორმების მომსახურება სამი დღის განმავლობაში: ღონისძიების ოფიციალური ნაწილი (7, 8 და 9 მაისს) გაიმართება ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, შესაბამისად სივრცის მოსაწყობად გვესაჭიროება შემდეგი მომსახურება. ბანერის ბეჭდვის მომსახურება და მოწყობა 3 დღის განმავლობაში: ფართოფორმატიანი ბანერის დამზადება შენობის შიგნით, პრეზიდიუმის უკანა მხარეს განსათავსებლად. საორიენტაციო ზომები: სიმაღლე 3.10მ, სიგანე - 7მ. ბანერი უნდა დამზადდეს შემოკერვით, ე.წ. ჯიბეებით გარშემო, დასადგამ კონსტრუქციაზე. ბანერის მასალა ვინილი 440 მიკრონიანი, თეთრზურგიანი. ბანერი უნდა გაგრძელდეს პოდიუმზეც, რომლის საორიენტაციო ზომებიც იქნება: სიმაღლე - 20 სმ, სიგანე - 7მ, სიღრმე - 3მ. პოდიუმს მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონდეს მისადგამი ასასვლელი კიბეები, ხოლო ზედაპირზე, ლამინატზე გადაკრული სტიკერი, წინასწარ შეთანხმებული დიზაინის შესაბამისად. ზომები დაზუსტდება ადგილზე (შესაძლოა შემცირდეს და არა გაიზარდოს) საჭიროების მიხედვით. იხ. რეფერენსი მოცულობითი ლოგოს დამზადების მომსახურება 3 დღის განმავლობაში: საკონფერენციო სივრცეში განსათავსებლად, მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს სტენდი მოცულობითი ასოებით: ერთმანეთთან გადაბმული და დაკავშირებული 2-3 სიტყვიანი წინადადება (სავარაუდოდ: SPRING CONFERENCE 2025), განაწილებული 2 ან 3 ხაზზე, მოთხოვნის შესაბამისად. ზომები: სიმაღლე - არაუმეტეს 2 მ , სიგანე - არაუმეტეს 3 მ. სისქე - არაუმეტეს 30 სმ. იხ. რეფერენსი ციფრული ეკრანით უზრუნველყოფის მომსახურება 3 დღის განმავლობაში: სცენის უკანა ფონზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დიდი ზომის (3X6მ) შიდა გამოყენების ციფრული ეკრანის განთავსება სამაგრებით და შესაბამისი აღჭურვილობით, მართვის სისტემით, ხმის რეჟისორით. ეკრანი, სავარაუდოდ, უნდა ინტეგრირდეს პრეზიდიუმის უკან განთავსებულ ბანერში. დიზაინი წინასწარ შეთანხმდეს დამკვეთთან. სივრცის მოწყობის მომსახურება 3 დღის განმავლობაში:: უნდა მოეწყოს თეატრის ფოიეს სივრცე მე-2 სართულზე, თეატრალურად, საორიენტაციოდ 110 ადამიანზე, ასათვისებელია შიდა აივნებიც, რისთვისაც საჭიროა 40 ცალი შავი ფერის საოფისე სკამის (იდეალურ მდგომარეობაში) განთავსება, 6 ცალი პანელის სავარძელი პრეზიდიუმისთვის და 5 პატარა ჟურნალების მაგიდა (ვიზუალები წინასწარ შეთანხმდეს დამკვეთთან). ამავე სივრცეში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის კუთვნილი ტრიბუნის ტრანსპორტირება და განთავსება. ტრიბუნაზე უნდა გადაიკრას ღონისძიების ლოგო, მასალა - მდფ ან პვც. ფერი მიიღება ან შეღებვით ან არაკალით. ტრიბუნა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიკროფონით. განათება/გახმოვანების მომსახურება 3 დღის განმავლობაში: არსებულ სივრცეში საჭიროა განათებისა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა ფართის შესაბამისად, შესაბამისი ტექნიკური პერსონალით. ფოიეს ფართია 240 კვ/მ. აღჭურვილობა: მაგიდის მიკროფონი ტრიბუნაზე, 6 ცალი უსადენო მიკროფონი პრეზიდიუმისთვის, 3 ცალი - აუდიტორიისთვის. ასევე, არანაკლებ 4 დინამიკი, 2-2 კ.ვტ. სიმძლავრის, შესაბამისი სადგამებით. განათება: თეატრალური ლედ მართვადი განათება პროჟექტორით არაუმეტეს 10 ცალი. განათებისა და გახმოვანების ტექნიკური აღჭურვილობის დეტალები დაზუსტდეს დამკვეთთან შეთანხმებით. 2. ანბანის კოშკში მიღების მომსახურება: 6 მაისს, საღამოს საათებში დაგეგმილია მიღება ანბანის კოშკში. დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს კოქტეილის მაგიდები საორიენტაციოდ 110 ადამიანისთვის, გახმოვანება მისასალმებელი სიტყვისთვის (ერთი უსადენო მიკროფონი და დინამიკი), ღონისძიების მუსიკალურად გაფორმება, ორკაციანი შემადგენლობა (ერთი - ელექტრო პიანინოზე შემსრულებელი და ერთი - ვიოლინოზე ან საქსაფონზე შემსრულებელი) აპარატურა: ელექტროპიანინო: ღონისძიების სავარაუდო ხანგრძლივობა 3 საათი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ანბანის კოშკის დაქირავება (ბოლო სართული) და სტუმრებისთვის ბილეთების შეძენა (საორიენტაციოდ 110 ცალი). ფურშეტის მომსახურება ანბანის კოშკში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფურშეტის ორგანიზება შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით: • წყალი პიტნით და კიტრით • გაზირებული წყალი • ხილის წვენი (არანაკლებ ორი სახეობა) • ბოსტნეულის სალათა პარმეზანით • სტეიკსალათა • ევროპული ყველის დაფა • ქათმის ღვიძლის პაშტეტი და ახლადგამომცხვარი რუხი პური • გრილზე ჩემწვარი ორაგული • მინი ხაჭაპური • მინი ლობიანი • სოკო, ბოსტნეული და ბაგეტი • მინი ბურგერი • მინი ლიმონის ტარტი • ფორთოხლის მაფინი • ქართული სეზონური ხილი • ღვინო თეთრი და შავი 3. დიზაინერის მომსახურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დიზაინერის მომსახურება შემდეგი საჭიროებებისთვის: • შენობის შიგნით განსათავსებელი ბანერი და პოდიუმი. • საბეჭდი მასალების - ბროშურის და გაზეთის ტიპის ბროშურის დიზაინი (ბეჭდვას უზრუნველყოფს შემსყიდველი). • სოციალურ ქსელებში (FB, X, Linkdin) განსათავსებელი სპეციალური ბანერი. • დიზაინი ბეიჯებისთვის (ბეჭდვას უზრუნველყოფს შემსყიდველი). • „motion video“-ს დიზაინი და შექმნა თეატრის გარე ფასადზე განთავსებული და საკონფერენციო სივრცეში დამონტაჟებული ეკრანებისთვის - 2 D, არაუმეტეს 30 წამიანი. • პრეზენტაციის შაბლონი ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებისთვის. • ძირითადი საკონფერენციო სივრცის რენდერისა და ე.წ. „სეთ-აფის“ წარმოდგენა. დიზაინები წინასწარ შეთანხმდეს დამკვეთთან და დაკორექტირდეს მოთხოვნის შესაბამისად. 4. ფოტოგრაფი/ვიდეოგრაფი/კალიგრაფი მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მსგავსი ღონისძიებების გადაღების გამოცდილების მქონე ფოტოგრაფისა და ვიდეოგრაფის მომსახურება ოთხივე დღის განმავლობაში. ფოტოგრაფმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს დამუშავებული ფოტოები იმავე დღეს (გადაღების დღეებში) სოციალურ ქსელში განთავსების მიზნით, ჯამურად არანაკლებ 100 ცალისა. ვიდეოგრაფმა უნდა გადაიღოს მასალები მოკლე ვიდეორგოლისთვის და ღონისძიების დასრულებიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდველს 3 დან 5 წუთამდე ხანგრძლივობით. ასევე, მიმწოდებელმა უნდა დაიქირავოს კალიგრაფი, რომელიც კონფერენციის სტუმრებისთვის სპეციალურ ფორმატებზე სახელებსა და გვარებს დაწერს ქართულ ენაზე, სასაჩუქრედ გადასაცემად. კალიგრაფმა უნდა იმუშაოს 7-8 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში. სავარაუდო დრო: 10:00 საათიდან 15:00 საათამდე. 5. საჩუქრებით უზრუნველყოფის მომსახურება: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჩუქრები კონფერენციის მონაწილეებისთვის. • ჩურჩხელების ნაკრები (ნიგვზისა და თხილის არასტანდარტული (15 სმ-იანი) ჩურჩხელა - 3 ცალი) - საორიენტაციოდ 110 ცალი, სასაჩუქრე შეფუთვებით. • ქართული დამწერლობით გაფორმებული ჩაის ჭიქები ლამბაქებით, სასაჩუქრე შეფუთვით („ბლუტაბლას“ წარმოების მსგავსი) - 40 ცალი 6. საექსკურსიო მომსახურება: • ექსკურსია ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, ინგლისურენოვანი გიდის მომსახურებით - შესაძენი იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთი საორიენტაციოდ 110 ადამიანისთვის. • ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში ინგლისურენოვანი გიდის მომსახურებით - შესაძენი იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთი საორიენტაციოდ 110 ადამიანისთვის. 7. ტრანსპორტირების მომსახურება: საჭირო იქნება საორიენტაციოდ 110 ადამიანის ტრანსპორტირება ბათუმის ტერიტორიაზე: • ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრის ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღში გადაადგილება (მიყვანა 110 ადამიანის და უკან დაბრუნება ისევ თეატრის ტერიტორიაზე). • ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრის ტერიტორიიდან მუზეუმში (მის: ზ. გორგილაძის ქ. №8) გადაადგილება (მიყვანა 110 ადამიანის და უკან დაბრუნება ისევ თეატრის ტერიტორიაზე). • ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრის ტერიტორიიდან ანბანის კოშკში (მის: თ. აბულაძის ქ. №4) გადაადგილება (მიყვანა 110 ადამიანის და უკან დაბრუნება ისევ თეატრის ტერიტორიაზე). 8. კვების მომსახურება 3 დღის განმავლობაში: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრის შენობაში ყოველდღიური (3 დღე) მენიუ საორიენტაციოდ 110 ადამიანზე, ღონისძიების დაწყებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე. სტუმრების საჭიროებებიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვების ვეგეტარიანული, ვეგანური, სამარხვო, უგლუტენო ან სხვა სახის ვარიანტები შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ყოველი დღის მენიუ უნდა განსხვავდებოდეს წინა დღისაგან და უნდა მოიცავდეს: საუზმე: • ახალგამომცხვარი პურის ნაირსახეობები (თეთრი, რუხი, ლავაში) • ხაჭაპური, ლობიანი, ფანქეიქი; • ორი სახეობის ნამცხვარი; • რამდენიმე სახეობის სასმელი (ჩაი, ყავა, წვენი, წყალი,რძე). • თაფლი, შოკოლადის კარაქი; სადილი: • ახალგამომცხვარი პურის ნაირსახეობები(თეთრი,რუხი,ლავაში) • წვნიანის ნაირსახეობები(ხორცის, ბოსტნეულის, ბურღულეულის) არანაკლებ სამისა; • ძირითადი კერძის ორი ვარიანტი 1. ხორცი და თევზი გარნირით; 2. ვეგეტარიანული; • ბრინჯი, წიწბურა, მაკარონი, კარტოფილის პიურე; • სალათების ნაირსახეობები (არანაკლებ სამი) • ქართული ყველის ასორტი; • რამდენიმე (არანაკლებ სამი სახეობის) ხილი; • რამდენიმე სახეობის ნამცხვარი(არანაკლებ სამისა); • რამდენიმე სახეობის სასმელი (კომპოტი, წყალი,ყავა,ჩაი,წვენი) • ღვინო (თეთრი და შავი); ღონისძიება გათვლილია საორიენტაციოდ 110 ადამიანზე, რაც შესაძლოა შემცირდეს. რაოდენობა დაზუსტდება ღონისძიების დაწყებამდე არანაკლებ 5 (ხუთი) დღით ადრე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ღონისძიება ტარდება 2025 წლის 6-დან 9 მაისის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ღონისძიება ტარდება ქ. ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2022-2024 წლებში უნდა გააჩნდეს კულტურული ან/და სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო ღონისძიებების მართვის/ორგანიზების/ჩატარების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით, მათ შორის, არანაკლებ ერთი ღონისძიების ღირებულება არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები.აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ხელშეკრულება/ები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტი); 2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან/და ჩეკი ან/და ჩეკთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი. 2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გვანცა სისოშვილი, 595331403, gsisoshvili@pdps.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილზე (დანართი N1) სავალდებულოა უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება). ფასების ცხრილის (დანართი N1) წარმოუდგენლობა ან განუფასებელი სახით წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას. 10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - "კითხვა/პასუხის" მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, ნ.ვაჩნაძის N7.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260011890 08.06.2026 contract signed same category · similar size

პროექტი: SMART კახეთი-ღონისძიების ორგანიზების მომსახურება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიე… 79900000სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → ინოვაციური განათლების ფონ… 3 bidders 130,000 ₾
NAT260015111 22.07.2026 contract signed same category · similar size

ბორჯომობა 2026" ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა

NAT260016906 12.08.2026 announced same category · similar size

„ტექნოლოგიური კვირეული “ - ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა

NAT260011884 08.06.2026 no result same category · similar size

საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE – FinTech ღონისძიების ორგანიზების მომსახურება

NAT260014200 09.07.2026 contract prep same category · similar size

საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE – FinTech ღონისძიების ორგანიზების მომსახურება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიე… 79900000სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს აკერ თბილისი 2 bidders 120,000 ₾
NAT260016367 05.08.2026 contract signed same category · similar size

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დაგეგმილი "ფუძეობა 2026"-ის ორგა…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

This buyer usually awards to

across all categories

იუჯითი
შპს კომპანია GEOSM
შპს იზი გრუპი
შპს ჯი-თი ჯგუფი
შპს ტრიასი