ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250006894
NAT250006894 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა ჭარნალში სკვერის მოწყობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა ჭარნალში სკვერის მოწყობის სამუშაოები. შენიშვნა: პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვის განფასებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეულ ობიექტზე ზღვრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 14% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N39 running 13 amendments Contract PDF ↗
168,890 ₾ contract amount 145,172 ₾ (86%) actually paid 19.05.2025 – 30.11.2025
PaymentSourceYear QuarterPaid on
1,182.23 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q3 12.08.2025
52,294.40 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q3 12.08.2025
11,484.50 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 31.12.2025
26,215.47 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 31.12.2025
7,515.60 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 26.08.2026
44,142.14 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 26.08.2026
2,337.87 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 26.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250006894
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველია(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება201`854.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი04.04.2025 16:17
წინადადებების მიღება იწყება25.04.2025 00:07
წინადადებების მიღება მთავრდება30.04.2025 13:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი2`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა2`019 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (6)

NAT250006894_ოქმი N2..pdf.pdf სოფიკო ბერიძე 02.05.2025 16:02
NAT250006894_ოქმი N3.pdf.pdf სოფიკო ბერიძე 08.05.2025 16:56

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ირე ქონსთრაქშენ 178,890 168,890 won
NAT250006894_სატენდერო ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1.xls.xls · NAT250006894_გამოცდილება-signed.pdf.pdf
შპს ჩირაღდანი 555 198,665 177,000
NAT250006894_სატენდერო ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1 (1).xls.xls · NAT250006894_gegma grafiki danarti N 3.pdf.pdf · NAT250006894_ხელშეკრულება N 04-4 უნივერსალ.pdf.pdf · NAT250006894_ხელშეკრულება N 04-5 უნივერს ჯორჯია.pdf.pdf · NAT250006894_ანგარიშ ფაქტურა.pdf.pdf
შპს მარეთი 777 184,444 184,444
NAT250006894_სატენდერო ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1.xls.xls
განათება 201,854 196,854
NAT250006894_სატენდერო ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1.xls.xls · NAT250006894_სატენდერო ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1.pdf.pdf · NAT250006894_ტექნიკური დავალება - დანართი N2.pdf.pdf · NAT250006894_ხელშეკრულება.pdf.pdf · NAT250006894_შეთანხმება.PDF.pdf · NAT250006894_ანგარიშ-ფაქტურები.pdf.pdf · NAT250006894_მიღების დოკუმენტაცია N01.PDF.pdf · NAT250006894_მიღების დოკუმენტაცია N02.PDF.pdf · NAT250006894_გეგმა-გრაფიკი-დანართი N3.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 04.04.2025 16:17 Announced
  • 25.04.2025 00:07 Bidding opens
  • 29.04.2025 13:41 First bid placed (4 bidders in total)
  • 30.04.2025 13:28 Last bid activity
  • 30.04.2025 13:30 Bidding closes
  • 02.05.2025 16:02 Buyer published: NAT250006894_ოქმი N2..pdf
  • 07.05.2025 11:35 Buyer published: NAT250006894_ჭარნალი ხარჯთაღრიცხვა-signed.pdf
  • 07.05.2025 11:35 Buyer published: NAT250006894_ჭარნალი სატენდერო ხარჯთაღრიცხვა - დანართი N1.xls
  • 07.05.2025 11:35 Buyer published: NAT250006894_გეგმა-გრაფიკი-დანართი N3 ჭარნალი-signed.pdf
  • 07.05.2025 11:36 Buyer published: NAT250006894_ტექნიკური დავალება - დანართი N2 (1) ჭარნალი-signed.pdf
  • 08.05.2025 16:56 Buyer published: NAT250006894_ოქმი N3.pdf
  • 19.05.2025 00:00 Contract signed: N39 — 168,890 ₾
  • 27.08.2026 04:57 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 23 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა ჭარნალში სკვერის მოწყობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა ჭარნალში სკვერის მოწყობის სამუშაოები. შენიშვნა: პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვის განფასებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეულ ობიექტზე ზღვრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულებები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1.სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობა იხილეთ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში, დანართი N1-ში და საპროექტო დოკუმენტაციებში. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია დანართი №1-ით განსაზღვრული სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით. 1.2.2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა მიმწოდებელი პასუხისმგებელია: ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით; ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა; გ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; დ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე; ე) ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან; ვ) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 10 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა - დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ. 1.2.3. უსაფრთხოების ტექნიკის პირობები: ა) მიმწოდებელი მთელი სამუშაო პერიოდის მანძილზე პასუხისმგებელია ობიექტზე უსაფრთხოების ტექნიკის ყველა წესების დაცვაზე; ბ) მიმწოდებელი ვალდებულია პერსონალს ჩაუტაროს პირველადი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში; გ) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ისეთებით, როგორიცაა ჩაჩქანი, დამცველი სათვალეები, ხელთათმანები, წაღები, სპეც. ტანსაცმელი და უზრუნველყოს სამუშაო პერიოდში მათი სწორად გამოყენება; დ) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ობიექტზე პერსონალის მიერ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციების დაცვაზე. (1.2 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N2 - ტექნიკური დავალების წარმოდგენა სავალდებულოა).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით)
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოს დაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელი ზედა ჭარნალი და სოფელი ქვედა ჭარნალი. 1.5.3. ეტაპობრივი და საბოლოო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ (სხვა აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს. 1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით. 1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს პარკების/სკვერების ან/და გასართობი პარკების/სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის ან/და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 250000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ მთლიანად დასრულებული სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ხელშეკრულებით და რაზედაც გაფორმებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი; ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4-ის შესაბამისად, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი; გ) სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პარკების/სკვერების ან/და გასართობი პარკების/სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის ან/და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2. ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო მოთხოვნა ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა)); დ) თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს ან/და შესრულებული აქვს სამუშაოები როგორც ქვეკონტრაქტორს ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2) ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები; ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) მხოლოდ დანართი N4-ის სახით.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. გამარჯვებული ორგანიზაცია ღებულობს ვალდებულებას შეასრულოს სამუშაოები შემდეგი ეტაპების მიხედვით: ► I ეტაპი - 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე. არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; ► II ეტაპი - 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე. არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; თუ კონკრეტული ეტაპის შესრულების დროს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადააჭარბებს ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებას, აღნიშნული თანხა გამარჯვებულ ორგანიზაციას ჩაეთვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებაში. (2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა, წინამდებარე ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის/ქვეკონტრატორების აყვანის შემთხვევაში, ქვეკონტაქტორის აყვანამდე, წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს. 7. შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს: 1.1 ხარჯთაღრიცხვებს, დანართი N1-ის შესაბამისად, 1.2 ტექნიკური დავალება - დანართი N2 -ის შესაბამისად; 1.3 ინფორმაციას პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტისა და დანართი N4-ის შესაბამისად; 1.4 შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად; შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) წარმოუდგენლობა ან ისეთი დანართი N1-ის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას. დანართი N1 წარმოდგენილ უნდა იქნას excel-ის ფორმატში; 2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად. ამასთან, არ დაიშვება ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან, დაზუსტების გარეშე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ა) თუ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა. გ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საბოლოო შესრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. შენიშვნა: ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლები იქნება 200000 ლარზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტს არ მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
ა) საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდება ხელშეკრულების ღირებულების არანაკლებ 50%-ს ღირებულების სამუშაოებზე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნება შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციით. ბ) საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია (რომლის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საბოლოო შესრულების ვადას), რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში; გ) ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად; დ) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში ყოფნის გამო, წინასწარი ანგარიშსწორების დროს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის საავანსო გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია წინასწარი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხა გამოქვითოს შემდეგი პირობის დაცვით: თავდაპირველად, შემსყიდველის მიერ, დაიფარება მიმწოდებლისთვის ავანსად გადარიცხული თანხის ის ნახევარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მიმწოდებელს თეთრ სიაში ყოფნის გამო, შემსყიდველ ორგანიზაციაში, არ ექნება წარმოდგენილი შესაბამისი საავანსო გარანტია.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი. 7.2.1 ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, რომელიც უნდა შეადგენდეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 25%-ს. 7.2.3 ეტაპობრივი ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება: ა) სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ბ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, გ) ფორმა N2-ისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 7.2.4 საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება: ა) სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ბ) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების, გ) ფორმა N2-ისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 7.2.5 ასევე შესაძლებელია ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდეს მომდევნო ეტაპით გათვალისწინებული წინსწრებით სრულად ან/და ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე: ა) სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ბ) გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, გ) ფორმა N2-ისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 7.2.6 მიმწოდებლის მიერ ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. 7.2.7 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი. 7.2.8 სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 7.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელთან ხელშეკრულების მოქმედება ცალმხრივად შეწყდება და დარჩენილი ნაწილის ანგარიშსწორება აღარ განხორციელდება, რაზედაც მომწოდებელს შემდგომში არ ექნება პრეტენზია. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შემდეგ გამოვლენილი ხარვეზის მიმწოდებლის მიერ შესაბამის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში აღნიშნული გარანტიით გათვალისწინებული თანხა სრულად ჩაირიცხება ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო"-ს ანგარიშსზე, მიუხედავად ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხის ოდენობისა. თანხა სრულად იქნება გამოყენებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის. გარანტიის ამოქმედება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საგარანტიო ვადის ფარგლებში მის ვალდებულებებისაგან, რისი დაკმაყოფილებაც ვერ მოხერხდება საბანკო გარანტიის ფარგლებში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი გაფორმებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სოფიკო ბერიძე, 557722853, municipalinspection22@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 10.1.2. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). აღნიშნული ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ,,მიმწოდებლად’’ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებელი. რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: შესაბამისი ორგანიზაციის მიერ გაცემულ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნას, მას დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას. 10.1.4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი პირის მიერ. საჭიროების შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა/რწმუნებულება, რომელიც დაადასტურებს პირის უფლებამოსილებას სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის ხელმოწერაზე. 10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.7. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250001755 29.01.2025 terminated same category · 75% title match · same buyer · similar size

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაქიძეებში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და…

NAT250002815 11.02.2025 contract signed same category · 75% title match · same buyer · similar size

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაქიძეებში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და…

NAT250011135 20.06.2025 contract signed same category · 68% title match · same buyer · similar size

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალშენში ორსართულიან მრავალბინიან სახოვრებელ სახლთა…

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპე… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს რაგი 444 4 bidders 268,880 ₾
NAT260014583 14.07.2026 contract prep same category · 61% title match · same buyer · similar size

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენის მეურნეობაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლე…

NAT250000727 16.01.2025 contract signed same category · 66% title match · same buyer

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურში, სალიბაური-ბარცხანაზე ჩასასვლელი ბილიკის …

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპე… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ირე ქონსთრაქშენ 5 bidders 107,279 ₾
NAT250007619 16.04.2025 contract signed same category · 57% title match · same buyer · similar size

სოფელ კიბეში ქეცი ქედის დასახლებაში ტერიტორიის მიმდებარედ საზოგადოებრივი გასართობი სკვე…

ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპე… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ირე ქონსთრაქშენ 2 bidders 249,511 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს მშენებელი 2020
შპს მარეთი 777
შპს ჯმ.ჯგუფი
შპს როდა
შპს ირე ქონსთრაქშენ