1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ „საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
- სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 და დანართი N2-ით წარმოდგენილია თითოეულ საჯარო სკოლაში მისაწოდებელი სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი და რაოდენობა (პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცხრილი მოიცავს ერთ კომპლექტში შემავალ შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და რაოდენობას). - იხ. მიმაგრებული ფაილ(ებ)ი - წარმოდგენილი ფოტო-სურათები ატარებენ მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათს. ფოტოზე რომელიმე ბრენდის სახელწოდების არსებობის შემთხვევაში იგულისმება მსგავსი, ექვივალენტი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართებში მოცემული პირობების (რაოდენობები, აღწერილობა და მისამართები) გათვალისწინებით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. 28 კომპლექტი სამედიცინო კაბინეტის ინვენტარის და 15 კომპლექტი სამედიცინო პუნქტის ინვენტარის მიწოდება უნდა განხორციელდეს დანართ N3-ში მითითებული საჯარო სკოლების მისამართებზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა. საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე სახის ნაკლის, ხარვეზის, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, სათანადო შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქონელი შეცვალოს ახლით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი, მწარმოებელი ქვეყანა და მოდელი (არსებობის შემთხვევაში); იმ შემთხვევაში, თუ საქონელს მოდელი არ გააჩნია, ფასების ცხრილის მოდელის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი მითითება ("არ გააჩნია"). დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ფასების ცხრილი. ამასთან, პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელის, მწარმოებელი ქვეყნისა და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე საჭიროა ჰქონდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების ლაბორატორიული ან სამედიცინო ან ზუსტი საზომი მოწყობილობების მიწოდების გამოცდილება. 2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მოთხოვნით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით. 7.1.1.2. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას და რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 7.1.1.3. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულების პროპორციულად. 7.1.1.4. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართის შესაბამისად (იხილეთ მიბმული ფაილი: საავანსო გარანტიის ფორმა).
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს ეტაპობრივად, ფაქტობრივად საქონლის მიწოდების დასრულების (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) შემდეგ მიწოდებული საქონლის რაოდენობის მიხედვით. 7.2.2. საბოლოო ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება საქონლის მიწოდების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში; 7.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშფაქტურაზე მიუთითოს ხელშეკრულების ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს არ მიიღოს ანგარიშფაქტურა.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ეტაპობრივი/საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო გლოველი, 577152075, gloveli.nino@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.5. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ. 10.1.8. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. 10.1.9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.2. შესყიდვაში მონაწილე პირებმა (პრეტენდენტებმა) ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია/დოკუმენტები: ა) ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 და 2.1.1 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ბ) ინფორმაცია, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. გ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი