1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სამთო-სამაშველო ფორმა-ტანსაცმლის და აღჭურვილობის შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტების ტექნიკური სპეციფიკაციები იხილეთ მიმაგრებული ფაილში: "დანართი N2 ტექნიკური სპეციფიკაციები" შესყიდვის ობიექტის (მათ შორის ატრიბუტიკის) დიზაინი, ფერი, ტონალობა და ზომები განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა, მწარმოებელი კომპანია და მოხმარების წესები. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, უცნობ გმირთა 182; მომწოდებელმა საქონლის მიწოდება და ჩამოტვირთვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშა ხელით და ტრანსპორტირებით;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. - საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა; - საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა (შეტყობინების გაგზავნა მოხდება სატელეფონო შეტყობინება ან ელ. ფოსტაზე). თუ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ნაკლს, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ. - საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული. გამძლე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში - დანართი N1 უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი/ბრენდი, მოდელი/დასახელება (მოდელი/დასახელების მითითება არ მოითხოვება მე-13 პოზიციით, მე-16 და მე-17 პოზიციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტებზე) და წარმოშობის ქვეყნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების ან/და კარვების და საძილე ტომრების) მიწოდების გამოცდილება აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2 ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ პოზიციებზე ამავე დანართში მითითებული სერთიფიკატები და სტანდარტები; 2.7.1.2 ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N2 ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ პოზიციებზე შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა ტექნიკურ მახასიათებელთან; იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურ ენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების (გარდა მე-16 და მე-17 პოზიციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტებისა) მწარმოებელ კომპანია/კომპანიებს უნდა გააჩნდეს წარმოების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) წლიანი გამოცდილება, ხოლო მე-16 და მე-17 პოზიციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების მწარმოებელ კომპანია/კომპანიებს უნდა გააჩნდეს წარმოების არანაკლებ 20 (ოცი) წლიანი გამოცდილება აღნიშნული ინფორმაცია უნდა იკითხებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის ობიექტების მწარმოებლის/მწარმოებლების ოფიციალურ ვებ. გვერდზე; 2.9.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2.9.3. წარმოდგენილი ფასების ცხრილის ყველა პოზიციით განსაზღვრული საქონელი შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად (მაგ. პოლიეთილენის პარკში), სადაც შეფუთვაზე მარკირებით უნდა იკითხებოდეს ზომის მანიშნებელი. ინდივიდუალურად შეფუთული საქონელი მოთავსებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში (სისქე არანაკლებ 5 ფენა) ტევადობა განისაზღვრება საქონლის მოცულობის მიხედვით არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს 20 ცალის ოდენობით (რაოდენობები შემსყიდველთან შეთანხმებით). თვითეულ ყუთში მოთავსებული უნდა იყოს ერთნაირი ზომები, ამასთან ყველა ყუთის ზედაპირზე უნდა იკითხებოდეს ინფორმაცია (მარკირებით) არსებული ზომის აღმნიშვნელის და რაოდენობების შესახებ. მარტივი გადაზიდვის მიზნით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პალეტზე (პადონი) განთავსებული მუყაოს ყუთებით. საქონელი უნდა ჩამოიტვირთოს მომწოდებლის მხრიდან საკუთარი მუშა ხელით ან/და შესაბამისი ტექნიკით და დასაწყობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ ადგილზე. მომწოდებელმა მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობის და ვადის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1 ფასთა ცხრილის ყველა პოზიციაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ცალი ნიმუში დაულუქავ მდგომარეობაში და მეორე ცალი ნიმუში ლაბორატორიაში შემოწმებული ექსპერტიზა გავლილი დალუქულ მდგომარეობაში, აუცილებელია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული იყოს იმ ნიმუშის ფოტომასალა რომელზეც ჩატარდა ტესტირება. 3.1.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტების ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს დანართი N2 ტექნიკური სპეციფიკაციები მითითებულ მახასიათებლებზე. 3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ნიმუში დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ნიმუშის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს. 3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება. 3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება. 3.1.1.6 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე. შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ნიმუში არის ნიმუში რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ. თბილისი, გორგასლის ქ N83ა
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მიერ ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით; - ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზაზა კანდელაკი, 577939904, z_kandelaki@mia.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; - სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; - პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. - რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას. - სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; - სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით; - სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; - ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. - სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება; - სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. - ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში. - სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. - პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი