1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ ,,ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი“-ს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი N1) სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო მოცულობების პროექტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საექსპერტო მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მომსახურების დასახელაბა: სსიპ ,,ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი“-ს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ქ. ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი N1) სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო მოცულობების პროექტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საექსპერტო მომსახურება. სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების სავარაუდო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 51 424 190.46 (ორმოცდათერთმეტი მილიონ ოთხასოცდაოთხიათას ასოთხმოცდაათი ლარი და 46 თეთრი) ლარს. მიმწოდებელს სრული საპროექტო დოკუმენტაცია გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. საექსპერტო დოკუმენტაციის დამუშავება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტაციის მიხედვით მოთხოვნათა შესაბამისად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული დოკუმენტაცია ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ყველა საჭირო საექსპერტო დასკვნითა და შეთანხმებებით. 1.5.2. საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3 მომსახურების მიწოდებისათვის განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა - რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი მასალის სახით PDF ფაილის სახით. 1.5.4. საბოლოო (სრული) საექსპერტო დასკვნა წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი დავით აღმაშენებლის მოედანი N1.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება (სახარჯთაღრიცხვო მოცულობების პროექტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საექსპერტო მომსახურება). აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის შესაბამისად, ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში), დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (არსებობის შემთხვევაში) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება; SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 მომსახურების განხორციელების (საექსპერტო დასკვნის გაცემა) უფლებამოსილება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან სხვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს/პირს; 2.7.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი აკრედიტირებული უნდა იყოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ და უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი (A -ტიპის).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად; 2. ხარჯთაღრიცხვა დანართი #1; 3. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
შოთა ქამხაძე, 577151115, kamkhadzeshota@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები: 10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა), ატვირთული ყველა დოკუმენტი (მათ შორის დანართები) ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მინდობილობა ან რწმუნებულება) დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით. 10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) დაფიქსირებული მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს. 10.1.5 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) არ იქნება წარმოდგენილი, ან იქნება წარმოდგენილი განუფასებლად, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან. 10.1.6 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს. 10.1.7 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. 10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები: 10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა), ატვირთული ყველა დოკუმენტი (მათ შორის დანართები) ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მინდობილობა ან რწმუნებულება) დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით. 10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) დაფიქსირებული მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს. 10.1.5 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) არ იქნება წარმოდგენილი, ან იქნება წარმოდგენილი განუფასებლად, აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან. 10.1.6 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს. 10.1.7 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. 10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი