1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შუახევის მუნიციპალიტეტში მზა ბეტონის მ-250-ის (B-20) მიწოდება.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ა) მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობა შეადგენს სულ - 4 000 კუბ.მ. ცალკეული გზის მონაკვეთები და შესაბამისად მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები განსაზღვრულია დანართი #3 -ის მიხედვით. ცვლილება გზების ჩამონათვალში (დან. #3) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზედაც წერილობით აცნობებს მიმწოდებელს. ბ) მიმწოდებლი ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონული ხელწერით ან/და ელექტრონული შტამპით დამოწმებული დანართი #3 (მზა ბეტონის მისაწოდებელი გზების ჩამონათვალი), რომელიც ატვირთულია ელექტრონულ სისტემაში. (1.2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიწოდების ვადაა 280 კალენდარული დღე საქონლის მიწოდების დაწყებიდან, აქედან 2025 წელს უნდა შესრულდეს 3 ეტაპი (120 კალენდარული დღე), ხოლო 2026 წელს უნდა შესრულდეს 4 ეტაპი (160 კალენდარული დღე). მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და დაასრულოს 280 კალენდარულ დღეში დანართი N3-ით განსაზღვრული გზების ჩამონათვალის შესაბამისად, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნაში დაფიქსირებული იქნება ეტაპით გათვალისწინებული ბეტონის მიწოდების ვადა, გზის მონაკვეთები პიკეტების მითითებით და მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები. საქონლის მიწოდება განხორციელდება 7 ეტაპად, თითოეული ეტაპი მოიცავს 40 კალენდარულ დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შუახევის მუნიციპალიტეტში მზა ბეტონის მ-250-ის (B-20) მიწოდება.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიწოდებული საქონელი მისი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ უნდა ავლენდეს დეფექტებს საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან ერთი წლის განმავლობაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის) და მწარმოებლის შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად. 2) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს იჯარით სარგებლობაში აქვს აღებული ბეტონის ქარხანა, მაშინ მწარმოებელს წარმოადგენს პრეტენდენტი - „მოიჯარე“, ხოლო თუ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ბეტონის ქარხნის მესაკუთრესთან მზა ბეტონის მიწოდებაზე, მაშინ ბეტონის მწარმოებელს წარმოადგენს - „მეიჯარე“ 3) დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. 4) დანართი N2 დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე)
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული (ქირა, იჯარა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, კერძოდ: ა) პრეტენდენტს საკუთრებაში ან იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მზა ბეტონის ნარევის დამამზადებელი მოქმედი ქარხანა ან გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება მზა ბეტონის ნარევის მიწოდებაზე. საიჯარო ხელშეკრულების ან მზა ბეტონის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). ქარხნის საშუალო წარმადობა უნდა იყოს საათში არანაკლებ 35 კუმ/მ-სა, რაზედაც წარმოდგენილ უნდა იქნას აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის 5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა/მომსახურება (ვებ. გვერდი: saras.gov.ge). დასკვნა გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით. ბ) საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს 6 ერთეული ბეტონმრევი მანქანა. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას ბეტონმრევი მანქანების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები. იჯარის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც საიჯარო ხელშეკრულებების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობის ასლებიც, ამასთან საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამქირავებლის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი გამქირავებელზე, ტრანსპორტის იჯარით გაცემის უფლებით. იჯარის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). - ინფორმაცია ტექნიკის შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N4-ის შესაბამისად (2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიწოდების ვადაა 280 კალენდარული დღე საქონლის მიწოდების დაწყებიდან, აქედან 2025 წელს უნდა შესრულდეს 3 ეტაპი (120 კალენდარული დღე) და მოწოდებული საქონლის ღირებულებამ უნდა შეადგინოს 440 176.00 ლარი, ხოლო 2026 წელს უნდა შესრულდეს 4 ეტაპი (160 კალენდარული დღე) და მოწოდებული საქონლის ღირებულებამ უნდა შეადგინოს 839 824.00 ლარი. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და დაასრულოს 280 კალენდარულ დღეში დანართი N3-ით განსაზღვრული გზების ჩამონათვალის შესაბამისად, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნაში დაფიქსირებული იქნება ეტაპით გათვალისწინებული ბეტონის მიწოდების ვადა, გზის მონაკვეთები პიკეტების მითითებით და მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები. საქონლის მიწოდება განხორციელდება 7 ეტაპად, თითოეული ეტაპი მოიცავს 40 კალენდარულ დღეს. ცვლილება გზების ჩამონათვალში (დანართი N3) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზედაც წერილობით აცნობებს მიმწოდებელს. - მიმწოდებლი ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონული ხელწერით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული დანართი #3 (მზა ბეტონის მისაწოდებელი გზების ჩამონათვალი);
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 8.ფასებისცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს); 9. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 10. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. 11. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედებების (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენა და სხვა) დროულად განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პრეტენდენტს. აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 2) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახდაო დავალიანება. 3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 2) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახდაო დავალიანება. 3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. 3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახდაო დავალიანება. ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ბ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, , საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს არ გააჩნია საგადასახადაო დავალიანება. გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. 2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. გ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახდაო დავალიანება. დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3) თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6.პუნქტის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აკრედიტებული საბანკო ან/და საქართველიში ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიების/ დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%- ის ოდენობით, ხოლო სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით. 2. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუხმობი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. 3. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. 5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან. 6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, ან/და მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ფორს-მაჟორული გარემოებები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და ბეტონის ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 2.5 პროცენტისა . 3. მოწოდებული მზა ბეტონის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული იქნება მოწოდებული საქონლის ღირებულების 2.5%. 4. მიმწოდებელი უფლებამოსილია ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული მოწოდებული საქონლის ღირებულების 2.5%-ის დასაბრუნებლად წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აკრედიტებული საბანკო დაწესებულების ან საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის/დაწესებულების მიერ გაცემული, საგარანტიო პერიოდში მოწოდებული საქონლის ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების თანახმად მოწოდებული საქონლის ღირებულების 2.5 პროცენტის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი ბოლო მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. ბოლო მიღება- ჩაბარების აქტის შემდეგ გამოვლენილი ხარვეზის მიმწოდებლის მიერ შესაბამის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში აღნიშნული გარანტიით გათვალისწინებული თანხა სრულად იქნება გამოყენებული შემსყიდველის მიერ დანიშნულებისამებრ, მიუხედავად ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხის ოდენობისა. გარანტიის ამოქმედება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საგარანტიო ვადის ფარგლებში მის ვალდებულებებისაგან, რისი დაკმაყოფილებაც ვერ მოხერხდება საბანკო გარანტიის ფარგლებში. 5. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელ მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე. 6.შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. 7. მიმწოდებელი ვალდებულია 2025 წელს მიაწოდოს შემსყიდველს არანაკლებ 440 176.00 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო 2026 წელს დარჩენილი საქონელი. 8. შემსყიდველი ვალდებულია 2025 წელს აუნაზღაუროს მიმწოდებელს მოწოდებული საქონლის ღირებულება 440 176.00 ლარის ფარგლებში, ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია 2025 წელს აუნაზღაუროს მიმწოდებელს მოწოდებული საქონლის ღირებულება 440 176.00 ლარზე მეტი ღირებულებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
როგორც შუალედური, ასევე ბოლო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა. შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1) მიმწოდებელს სატენდერო პირობებით განსაზღვრული არანაკლებ - 6 (ექვსი) ერთეული ბეტონმრევი მანქანა, უნდა ყავდეს მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილების შესაძლებლობით, აღნიშნული ტენდერით განსაზღვრული სამუშაოების დაუბრკოლებლად შესრულებისათვის. 2) დეპარტამეტის წერილი მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების თაობაზე და თანხმობა მრავალწლიან შესყიდვაზე თან ერთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი