1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძეში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა თანმდევი ექსპერტიზით.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორძეში ხელოვნურ საფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით). 1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე, მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლისთვის გადაცემული დეტალური ტექნიკური დავალებითა და დასაპროექტებელი სამშენებლო ობიექტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი ტექნიკური დავალებით (დანართი N2) გათვალისწინებული პირობებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად პროექტების მომზადება. 1.2.3 დეტალური ტექნიკური დავალება მოიცავს, მომსახურების გაწევის ვადებს, დასაპროექტებელი ობიექტის დასახელებას, მის ადგილ-მდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითადი სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას. 1.2.4 სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას ნებისმიერ ეტაპზე(პერიოდში), საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება. 1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით) მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 1.4.2. საჭიროების შემთხვევაში, შესრულების ვადის გაგრძელება დაიშვება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები); ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი); გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 2 CD/DWD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართებზე: ადიგენის მუნიციპალიტეტი - დაბა ადიგენი, თამარ მეფის ქ.№5.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2022-წლიდან ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 16000(თექვსმეტიათასი) ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების შენობების, მოედნების, სკვერების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 2. პრეტენდენტს 2022-წლიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 1 (ერთი) ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 4000 (ოთხიათასი) ლარის (საპროექტო)ღირებულების შენობების, მოედნების, სკვერების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 3. შენობების, მოედნების, სკვერების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 5. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. 2. ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. სატენდერო წინადადების ფასის დაანგარიშებისას დადგენილი მოთხოვნები მოცემულია ფასების ცხრილში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმეტაციის 1.3. პუნქტში; 3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ობიექტზე საპროექტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება, მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების იმ პროცენტის ოდენობით რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული. 2. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 4. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნის (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით) წარმოდგენის შემდეგ. დადებითი ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას);
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1) შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თეა ბოჩიკაშვილი, 591111249, bochikashvilitea@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 2. საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს) რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს. 3. ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 4. ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში. 5. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი