1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
დიაბეტის მართვის პროგრამა (27 03 03 02) ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. კარტრიჯი ან/და საინექციო ხსნარი შპრიც კალამი; ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. საინექციო ხსნარი შპრიც კალამი; მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა (დაფინანსება განხორციელდება 2025 - 2026 - 2027 სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1 669 940 ცალი - ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. საინექციო ხსნარი შპრიც კალამი; 1 571 970 ცალი - ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. კარტრიჯი ან/და საინექციო ხსნარი შპრიც კალამი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. კარტრიჯი ან/და საინექციო ხსნარი შპრიც კალამისა და ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. საინექციო ხსნარი შპრიც კალამის მიწოდების ვადები და პირობები: *დანართი N1 ფასთა ცხრილით 2025 წელს განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა: 127 620 ცალი ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. კარტრიჯი ან/და საინექციო ხსნარი შპრიც კალამი - ხელშეკრულების გაფორმებიდან, 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. დანართი N1 ფასთა ცხრილით 2026 წელს განსაზღვრული საქონლის ეტაპობრივი მიწოდების ვადა: 722 175 ცალი ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. კარტრიჯი ან/და საინექციო ხსნარი შპრიც კალამი -შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნით განსაზღვრულ შეკვეთის მიღებიდან არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კვირის განმავლობაში) ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა. დანართი N1 ფასთა ცხრილით 2027 წელს განსაზღვრული საქონლის ეტაპობრივი მიწოდების ვადა: 722 175 ცალი ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. კარტრიჯი ან/და საინექციო ხსნარი შპრიც კალამი-შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნით განსაზღვრულ შეკვეთის მიღებიდან არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კვირის განმავლობაში) ვადაში, არაუგვიანეს 2027 წლის 20 დეკემბრისა. *დანართი N1 ფასთა ცხრილით 2025 წელს განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა: 160 500 ცალი ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. საინექციო ხსნარი შპრიც კალამი - ხელშეკრულების გაფორმებიდან, 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. დანართი N1 ფასთა ცხრილით 2026 წელს განსაზღვრული საქონლის ეტაპობრივი მიწოდების ვადა: 754 720 ცალი ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. საინექციო ხსნარი შპრიც კალამი - შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნით განსაზღვრულ შეკვეთის მიღებიდან არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კვირის განმავლობაში) ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა. დანართი N1 ფასთა ცხრილით 2027 წელს განსაზღვრული საქონლის ეტაპობრივი მიწოდების ვადა: 754 720 ცალი ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგი 100ს.ე. 3მლ. საინექციო ხსნარი შპრიც კალამი-შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნით განსაზღვრულ შეკვეთის მიღებიდან არანაკლებ 30 და არაუმეტეს 90 კვირის განმავლობაში) ვადაში, არაუგვიანეს 2027 წლის 20 დეკემბრისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
•არარეზიდენტი მიმწოდებლისთვის, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს: CIP Incoterms 2020-ს პირობების მიხედვით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. მოსაწოდებელი საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტიდან არანაკლებ 12 თვე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1. მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით განსაზღვრულ ფასების ცხრილის შესაბამის ველში, უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტზე შემდეგი ინფორმაცია: *წარმოშობის ქვეყნა; *მწარმოებელი კომპანია: *სავაჭრო ბრენდული დასახელება.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. წარმოდგენილი უნდა იქნეს ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან წერილობითი ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოფილი იქნება ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.7.1.2 დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილებით აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვებას: საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული რომელიმე მარეგულირებლის ქვეყნისთვის გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP - გაცემული ბოლო 2 წლის განმავლობაში) ან მისი ასლი; ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო მოწმობა (სერტიფიკატი) ან მისი ასლი; ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოთაშორისი ან შესაბამისი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილი ინფორმაცია (იგი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს, როგორც ორიგინალის, ისე ასლის სახით, ან ელექტრონული დოკუმენტის ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით, მოპოვების წყაროს მითითებით). 2.7.1.3 თუ პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტით, რომლის, საქართველოს ბაზარზე დაშვებას უზრუნველყოფს რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით, შესაძლებელია სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების ნაცვლად წარმოადგინოს, ფარმაცევტული პროდუქტის ლაბორატორიული კონტროლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების კონტროლის ლაბორატორიის (OMCL) ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ. 2.7.1.4 ფარმაცევტული პროდუქტის თითოეული სერიის ხარისხის სერტიფიკატი (მათ შორის 2.7.1.3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისი) წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის შემოტანის ეტაპზე; 2.7.1.5 ცივი ჯაჭვის წესით ტრანსპორტირებას დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტ(ებ)ის შემთხვევაში პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს, პრეტენდენტის სახელზე გაცემული, შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ან მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წერილი იმის თაობაზე, რომ პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ტვირთის წარმოებიდან საქართველოში მიწოდების ადგილამდე, ტრანსპორტირება მოხდება GDP-ის მოთხოვნების სრული დაცვით. 2.7.1.6. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური დადასტურება მედიკამენტის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით. 2.7.1.2, 2.7.1.4. 2.7.1.5 და 2.7.1.6. პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა, როგორც რეგისტრირებული აგრეთვე არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 2.9.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა. 2.9.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ვარგისინობის ვადის შესახებ. 2.9.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით. 2.9.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ. 2.9.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მედიკამენტის წარმოშობის სერთიფიკატი შეინახოს მედიკამენტის ვარგისიანობის ვადის ამოწურვიდან ერთი წლის განმავლობაში. 2.9.3. დამატებითი მოთხოვნები: 2.9.3. 1. დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები. 2.9.3.2 საქონელი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.9.3.3 საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. 2.9.3.4 არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2028 წლის 31 იანვრის ჩათვლით). 6.3.2 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. 6.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, სახელშეკრულებო ვალუტის შესაბამისად. 6.4.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა დაარღვია ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად. 6.4.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით; 6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი; 6.4.6 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7.2.2. ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი ღირებულების ასახვით, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს; 7.2.3. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. შემდეგი პირობების შესაბამისად: 7.2.3.1. 2025 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში; 7.2.3.2. 2026 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში. 7.2.3.3. 2027 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში. შენიშვნა: წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, შემსყიდველი აანაზღაურებს: 2025 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ -1 020 491.10 ევრო; 2026 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ 5 321 106.60 ევრო; 2027 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ 5 321 106.60 ევრო.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 7.3.2 მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან ხარაძე, 591919090, kkharadze@moh.gov.ge თათია ლოლაძე, 577224522, taloladze@moh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. 2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე. 5. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს. 6.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში. რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ლარში. მხოლოდ არარეზიდენტი მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაკონვერტირდება მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში, ტენდერის გამოცხადების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 8. არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა (მიწოდების ადგილის შესაბამისად). საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს შემსყიდველი. 9.სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. 10. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი