1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე, არსებული სპორტული მოედნების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1.შესარულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ოდენობები მითითებულია დანართი #1-ში (იხ. დანართი #1) 1.2.2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა) ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართ N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეული ზღვრული ფასების ოდენობას. 1.2.3. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, სქემატური ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში), სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით. 1.2.4.სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ. 1.2.5.მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად. 1.2.6.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 3(სამი) კალენდარული დღის ვადაში. 1.2.7.შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (ან მისი ნაწილის) შესრულება დადასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით. 1.2.8. მირება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ დადასტურებული ფორმა N2 (ნაზარდი ჯამით) და გაცემული დასკვნა შესრულებული (როგორც ხილული ასევე ფარული) სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის ტექნიკურ და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობაზე (მომსახურების ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი) 1.2.9.სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა .შ. 1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ. 1.2.11.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ. 1.2.12.ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი, ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად. 1.2.13.სამუშაოების წარმოებისას გამოსაყენებელი მასალის ტექნიკური მახასიათებლები: ფეხბურთის მოედნის ხელოვნური ბალახის საფარის მონაცემები: ბალახის ღეროს მასალა: 100%–იანი მონოფილამენტი ბალახის ღეროს სიმაღლე: არანაკლებ 25მმ (± 1%) ნაკერებს შორის მანძილი: 3/8 დუიმი DTEX: არანაკლებ 16000 მიკრონი: არანაკლებ 360 (± 5%) ნაკერების ჯამი 1 მ2-ზე არანაკლებ 16800 (± 5%) ღეროების რაოდენობა 1 მ2-ზე არანაკლებ 260 000 ბალახის ღეროს წონა 1 კვ.მ : არანაკლებ 1460 გრ. (± 5%) ბალახის მთლიანი წონა 1 კვ.მ : არანაკლებ 2780 გრ. (± 10%) საფარის ძირი ლატექსით დამუშავებული ფერი: მწვანე. სპორტული მოედნის კონტურების დახაზვა (ხაზის სისქე 8მმ) მაღალი ხარისხის ზეთოვანი (თეთრი) საღებავით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით (ეტაპობრივად).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. სამუშაოს მიწოდების ადგილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის ტერიტორია. 1.5.2. სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად,
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი, გარდა ვანდალიზმის შემთხვევებისა. 1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1.პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150 %-ის ოდენობით ანალოგიური სამუშაოების (ხელოვნური ბალახის საფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა, ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია, ან/და ახლის მშენებლობა) შესრულების გამოცდილება, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #2-ის შესაბამისად. 2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არ არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: 1) მიღება-ჩაბარების აქტი; 2) ფორმა N2 ან/და სხვა სახის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო. 3) დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.2.2.მთლიან ან ცალკეულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შესახებ, კერძოდ: ა) ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (როგორც ხილულ ასევე ფარულ სამუშაოებზე) მოცულობების დადგენა და შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის დადასტურება, ბ) მიწოდებული პროდუქციის (დაგებული ხელოვნური ბალახის) შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით მოთხოვნილ და მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული ხელოვნური ბალახის მახასიათებლებთან.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება 2025 წ. ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოების სრულად დასრულების და მიღება– ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
კობა ცინცაძე, 599182181, koba102102@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ა. ნარიმანიძე 591110715
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. (დანართი N1-ის Excel-ის ფორმატის ფაილი არ საჭიროებს ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას). საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება. 10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1– ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 2. ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის და სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი