1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ალანიაში ხალხური ცეკვისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის .ა.(ი)პ "ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან" არსებული ფოლკლორული ანსამბლ "ბოლნისის" წევრთა ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 - ფესტივალის ჩატარების ადგილი: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ალანია; 1.2.2 - სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და კომფორტაბელური მგზავრობისათვის. 1.2.3. - სარტანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორის სტანდარტებით დადგენილ ტექნიკურ ნორმებს. 1.2.4. -სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) აღჭურვილი უნდა იყოს გათბობა-კონდიცირების და აუდიო-ვიდეო გამართული სისტემით. 1.2.5. - სამგზავრო ადგილის რაოდენობა არანაკლებ 63 კაცზე. მომსახურეობას მიწოდებელი განახორციელებს სათანადო გამოცდილების მქონე არანაკლებ 2 თანამშრომელით (მძღოლით). 1.2.6. - სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს სატვირთო განყოფილება ანსაბლის გარდირობის განსათავსებლად. 1.2.7.--მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე მომსახურების გაწევის მომენტში გაუმართაობის ან რაიმე ხარვეზის შემთხვევაში ვალდებულია ოპერატიულად გადაჭრას შექმნილი პრობლემა და უმოკლეს დროში უზრუნველყოს მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა. 1.2.8.--სატრანსპორტო საშუალებას მომსახურების გაწევისას უნდა ჰქონდეთ გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება და გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტირებულ ცენტრ(ებ)ში; ამასთან უნდა გააჩნდეს სრულყოფილი დოკუმენტაცია კონკრეტულ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებართვის უფლებასთან დაკავშირებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. --გასვლა ქ. ბოლნისიდან 2025 წლის 18 ივნისს. 1.4.2.--ჩამოსვლა ქ. ბოლნისში 2025 წლის 26 ივნისს. 1.4.3 - ფესტივალის მსვლელობის დროს ქ. ალანიაში სატრანსპორტო მომსახურება.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურება უნდა გახორციელდეს შემდეგი მარშრუტით: ქ. ბოლნისი - თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ალანია - თურქეთი. ქ. ალანია ქ. ბოლნისი.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1)პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურეობის გაწევის გამოცდილება. ინფორმაცია წარმოდგელი უნდა იყოს დანართი №2–ის შესაბამისად; 2) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს 1ლ პუნქტში მითითებულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების და ამ მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მომსახურების გაწევის აქტი, ან/და გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი); 3) იმ შემთხვევაში თუ, პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურება განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვებს და აღნიშნული ინფორმაცია სრულად (ხელშეკრულებ(ებ)ი; შესრულების/მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (გებ-გვერდზე --www. procurement.gov.ge). ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტი თავისუფლდება მე-2 პუნქტში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან და მოეთხოვება სრულყოფილად შევსებული გამოცდილების დამადასტურებელი ფორმის წარმოდგენა ( დანართი N2). 4) იმ შემთხვევაში თუ, პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურება არ განეკუთვნება სახელმწიფო შესყიდვებს შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ის დოკუმენტაცია, რომელიც მოთხოვნილია მე-2 პუნქტში.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
1.შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება ) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი, მინიმუმ დანართი N3-ში და ტექნიკურ დავალებაში ასახული რაოდენობის და ტიპის მანქანა-მექანიზმები. 2. საკუთრებაში არსებული მანქანა-მექანიზმების შესახებ ინფორმაციაში შევსებულ დანართთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მანქანა-მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობები ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები. 3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება ) წარმოსადგენ მანქანა-მექანიზმების შესახებ ინფორმაციაში, შევსებულ დანართთან, მანქანა-მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობებთან ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს ქირავნობის ან/და თხოვების, შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადად განსაზღვრული უნდა იყოს მინიმუმ კონკრეტული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესასრულებლად განსაზღვრული პერიოდი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1.1 დანართი N1-- ფასების ცხრილი; 1.2 დანართი N2 -- ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ; 1.3 დანართი N3 -ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე. 2. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი(მათ შორის დ.ღ.გ.) (ავტობუსის მძღოლების კვების, სასტუმროს, საზღვრის კვეთასთან , ტრანსპორტის გადადგილებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ( საწვავი, ფასიანი ავტომაგისტრალი და სხვა.) ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 3. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 4. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დაასაბუთოს -- მომსახურების გაწევისათვის საჭირო დეტალური-ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვით -- რომელშც გაწერილი იქნება: • მომსახურების გაწევისათვის გათვალისწინებული ყველა შესაძლო ხარჯი (საწვავის ხარჯი-გამყარებული შესაბამისი ინვოისით ან/და ხელშეკრულებით; ტრანსპორტის ქირავნობის ხარჯი (საჭიროების შემთხვევაში)-გამყარებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით; მუშა-მოსამსახურეთა (მძღოლები) ხელფასები-გამყარებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით, და ა.შ), • და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა გადასახადი. რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. 2. პირველ პუნქტში ასახული ფაქტის დადგომის შემთხვევაში მაგრამ აუცილებლად ტენდერისათვის „გამარჯვებული გამოვლენილია“ სტატუსის მინიჭებამდე, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტს განესაზღვრება ვადა -- პირველ პუნქტში ასახული დოკუმენტაციის წარმოსადგენად. 3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დაზუსტებას არ ექვემდებარება. 4. პირველ პუქნტში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილი დოკუმენტაციით ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ვერდასაბუთება -- გამოიწვვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორებით. 2. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მომსახურეობის გაწევის თაობაზე გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
რუსუდანი ქიტიაშვილი, 599852290, bolnisiskulturiscentri@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტექნიკური და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადაო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია. 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 4. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ძალაშია კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში ”ხელშეკრულება დადებულია”, ”დასრულებულია უარყოფითი შედეგით” და ”ტენდერი შეწყვეტილია” სტატუსებიდან -- ერთ-ერთის მინიჭებამდე. 5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი