1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრების მქონე რძის პროდუქტი - ყველი (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ყველი • ყველი უნდა იყოს „იმერული“. • დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი ფერის, სუნის და გემოს გარეშე. • ყველი არ უნდა იყოს დამზადებული აღდგენილი რძისგან (რძის ფხვნილისგან) და არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს. • მშრალი ნივთიერების შემცველობა არანაკლებ 52%, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა არანაკლებ 19.8%, • მარილი 0,5-1,5%. • პაკეტში წყლის მასური წილი არ უნდა აღემატებოდეს 1.5%-ს (შრატის გამოსვლა). • დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს; • მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე. • ყველი დაფასოებული უნდა იყოს ვაკუუმპარკებში. - ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ქარხნული წარმოების, სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; პროდუქტი უნდა აკმაყოფილენდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში. უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ ნორმებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის; პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას; პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პროდუქტი პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს. - პრენდენტმა დანართი N1 - ფასთა ცხრილი უნდა წარმოადგინოს ექსელის ფორმატში (პრეტენდენტი ავსებს მხოლოდ ცხრილის პირველ გვერდს „პრეტენდენტის განფასება“).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, 2025 წლის 10 სექტემბრიდან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით, დანართი N1-ის, დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად. 1.4.2. დანართ N1-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიწოდების ადგილია დანართი N1-ით განსაზღვრულ მისამართებზე განთავსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - ქალაქ თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (საბავშვო ბაგა- ბაღები).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი N1-ის შესაბამისად. 2.1.1.2. პრეტენდენტი უფლებამოსილია მიუთითოს ერთზე მეტი მწარმოებელი (შესაბამისად წარმოების ქვეყანაც), მაგრამ არაუმეტეს 2 მწარმოებლისა. ასეთ შემთხვევაში, თითოეული მწარმოებელი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის მწარმოებლის ოდენობა) არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. ან ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და - სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) ან/და - საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან. 2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა. 2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე. 2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.7.1.2.1. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2024 წლის 1 ნოემბრამდე, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოზე 2024 წლის 1 ნოემბრის შემდეგ უკანასკნელად განხორციელებული ინსპექტირების დამადასტურებელი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის-ინსპექტორის მიერ, ასევე შესაძლებელია აქტი დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით. აღნიშნული აქტიდან უნდა დგინდებოდეს, რომ საწარმოს არ აქვს შეუსაბამობა (არც კრიტიკული და არც არაკრიტიკული). 2.7.1.3. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რითაც მწარმოებელი დაადასტურებს რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, იგი თანახმაა მიაწოდოს გამარჯვებულს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი, ამავე ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (მითითებული უნდა იყოს ტენდერის ნომერი და შესყიდვის ობიექტის რაოდენობა). თუ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი, იგი არ არის ვალდებული ამ პროდუქტზე წარმოადგინოს ზემოაღნიშნული დოკუმენტი (ვინაიდან, წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა პირობას). 2.7.1.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე გაცემული, ძალაში მყოფი, რომელიმე სერტიფიკატი: ISO22000, FSSC 22000, HACCP, IFS FOOD, BRCGS, SQF. სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერძე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერძე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ან ასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ: 2.9.1.1 თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ ან მწარმოებლის დაკვეთით გაცემული ლაბორატორიის გამოცდის ოქმი. 2.9.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია ყველა მიწოდებულ პარტიას თან დაურთოს „დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ“. 2.9.1.3. პროდუქტი პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს. (ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური და რადიოლოგიური მაჩვენებლები), რის დამადასტურებლადაც მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ, თვეში ერთხელ, თითოეულ შემსყიდველ ორგანიზაციას და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ლაბორატორიული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) საქონლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენურ პარამეტრებზე კვლევის შესახებ. გამოცდის ოქმში აუცილებლად უნდა იქნას მითითებული ინფორმაცია სინესტის მასური წილის/მშრალი ნივთიერების შემცველობის, მშრალ ნივთიერებაში რძის ცხიმის და მარილიანობის შესახებ. 2.9.1.4. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდეგ, თვეში ერთხელ, თითითოეულ შემსყიდველ ორგანიზაციას და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ლაბორატორიული დასკვნა (გამოცდის ოქმით), რომლითაც დასტურდება, რომ პროდუქტი არ შეიცავს რძის ფხვნილს და რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს (მ.შ. მცენარეული ცხიმი), რაც უნდა დადასტურდეს ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის მასური წილით ან რძის ცხიმის სისუფთავით . 2.9.1.4.1. თუ მიმწოდებელს, წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული აქვს 2 მწარმოებლის პროდუქცია, იგი ვალდებულია 2.9.1.3. და 2.9.1.4. პუნქტებში მითითებული დოკუმენტები წარადგინოს ორივე მწარმოებლის საქონელზე. თუ პრეტენდენტმა მიწოდება დაიწყო მხოლოდ ერთი მწარმოებლის პროდუქციით, მას მხოლოდ ამ საქონელზე მოეთხოვება დოკუმენტების წარდგენა. ხოლო, თუ იგი დაიწყებს მეორე მწარმოებლის წარმოებული პროდუქციის მიწოდებას, იგი ვალდებული იქნება წარადგინოს ამ მწარმოებლის საქონელზე გაცემული დოკუმენტებიც, 2.9.1.3. და 2.9.1.4. პუნქტების მოთხოვნების დაცვით. 2.9.1.5. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება (საბავშო-ბაღის შერჩევის უფლებამოსილება გააჩნია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს) და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებულ ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში). 2.9.1.6. შემსყიდველი ორგანიზაცია ან/და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ. 2.9.1.7. შემსყიდველი ორგანიზაცია ან/და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ყველა იმ ინფორმაციის, ჩანაწერის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის ქონის ვალდებულებაც ეკისრება ბიზნესოპერატორს მიკვლევადობის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილების “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. 2.9.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი. კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტს მიანიჭოს დისკვალიფიკაცია, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ: ა) საწარმოში ვერ განახორციელა კონტროლი მწარმოებლისგან გამოწვეული მიზეზით ან ბ) საწარმოს დაუდგინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა (საწარმოს უფლება აქვს გამოასწოროს აღნიშნული არაკრიტიკული შეუსაბამობა(ები) და საწარმოს კონტროლის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს განმეორებითი შემოწმების ჩატარება, განმეორებითი შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ საწარმოს აღარ აქვს არაკრიტიკული შეუსაბამობა) ან გ) საწარმოს დაუდგინდა კრიტიკული შეუსაბამობა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
31070
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
10
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.
6.2.4 გარანტიის პირობები
6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) ოდენობით. ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საკვები პროდუქტების შესყიდვა, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე. 6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, მატერიალური სახით. 6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე მელაშვილი, 577160830, smelashvili@spa.ge ქეთევან კუპრაძე 577 307 705
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის №1436 განკარგულების, პირველი მუხლის "პ" ქვეპუნქტის (სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის 2025-2026 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე; 10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს; 10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - ქალაქ თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (საბავშვო ბაგა- ბაღები) ვალდებულნი არიან 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვები პროდუქტის (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით. 10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2025-2026 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; 10.1.5. მიმწოდებელი არ არის ვალდებული გააფორმოს ხელშეკრულებები კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტის ჯამურ რაოდენობაზე მეტი ოდენობით. თუმცა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაცია შეამცირებს შესყიდვის ობიექტის რაოდენობას, მიმწოდებელი ვალდებულია ამ ოდენობით სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას/ორგანიზაციებს გაუზარდოს რაოდენობა, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მხარეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შეიტანონ ხელშეკრულებაში ცვლილება. 10.1.6.იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის დამატებით შესყიდვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე. 10.1.7. იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების გარეშე. გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები (მხარეები შეთანხმდებიან პროდუქტის მიწოდების ვადებსა და ადგილზე); 10.1.8. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე; 10.1.8.1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად დანართი N1, რომელშიც სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.8.2. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს ლარის (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით; 10.1.8.3. პრეტენდენტმა „დანართი N1 - ფასთა ცხრილი“ უნდა წარმოადგინოს ექსელის ფორმატში. 10.1.9. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას, მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 10.1.10. პრეტენდენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა excel-ის ფორმატში წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ისა). 10.1.11. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. 10.1.12. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურ ენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; 10.1.13. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 10.1.14. ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით, არაუგვიანეს 2025 წლის 1 სექტემბრისა (თუ გამარჯვებული არ იქნება გამოვლენილი 2025 წლის 25 აგვისტომდე, მაშინ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით, გამარჯვებულის გამოვლენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში). თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. 10.1.15. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით. 10.1.16. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; 10.1.17. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის food2025-2026@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 10.1.18. შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესახებ (მათ შორის იმ შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის შესახებ, რომელიც შემდგომ შემოუერთდა აღნიშნულ ტენდერს), სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
სატენდერო წინადადების საფასური
1000