ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250010305
NAT250010305 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე, მნათობის ქუჩა N 28-ის მიმდებარედ, მნათობის I შესახვევი N 31-ის მიმდებარედ და ბუხაიძის ქუჩა N 15-ის მიმდებარედ საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 12% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N02.09.13 running 2 amendments Contract PDF ↗
211,718 ₾ contract amount 211,677 ₾ (100%) actually paid 08.07.2025 – 31.01.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
72,929.32 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q3 23.09.2025
2,092.03 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q3 23.09.2025
24,035.75 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q3 25.09.2025
68,183.58 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 13.10.2025
2,621.22 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 17.10.2025
5,446.34 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 17.10.2025
36,368.86 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 28.11.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250010305
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება214`013.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი06.06.2025 15:57
წინადადებების მიღება იწყება25.06.2025 00:01
წინადადებების მიღება მთავრდება30.06.2025 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი2`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა2`140 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდა 90 კალენდარული დღე (ეტაპობრივად).
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (3)

NAT250010305_ინტერესთა კონფლიქტი.pdf.pdf კობა ცინცაძე 02.07.2025 16:05
NAT250010305_გარანტია.pdf.pdf გიორგი გვაზავა 07.07.2025 12:11

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს სამშენებლო კომპანია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯგუფი 214,013 214,013 won
NAT250010305_დანართი #1 (ხარჯთაღრიცხვა).xlsx.xlsx · NAT250010305_დანართი #1 (ხარჯთაღრიცხვა)-signed.pdf.pdf · NAT250010305_დანართი #2 გამოცდილება-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 06.06.2025 15:57 Announced
  • 25.06.2025 00:01 Bidding opens
  • 30.06.2025 11:43 First bid placed (1 bidders in total)
  • 30.06.2025 11:43 Last bid activity
  • 30.06.2025 12:00 Bidding closes
  • 02.07.2025 16:05 Buyer published: NAT250010305_ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 02.07.2025 16:05 Buyer published: NAT250010305_შეტყობინება პრეტენდენტისათვის მოცემულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის -კომისიამ დაადგინა- ნაწილში. იხილეთ მიმაგრებული. ოქმი #2.pdf
  • 07.07.2025 12:11 Buyer published: NAT250010305_გარანტია.pdf
  • 08.07.2025 00:00 Contract signed: N02.09.13 — 211,718 ₾
  • 27.08.2026 05:23 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 21 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე, მნათობის ქუჩა N 28-ის მიმდებარედ, მნათობის I შესახვევი N 31-ის მიმდებარედ და ბუხაიძის ქუჩა N 15-ის მიმდებარედ საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1) შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში; 2) პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით. (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 3) გამარჯვების შემთხვევაში მიმწოდებელმა კონკრეტულ ობიექტზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები, უნდა განათავსოს მინიმუმ 1 (ერთი) ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად; 4) თუ სამუშაოს დასრულების ვადა დაემთხვევა დასვენების დღეს მიწოდების ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე. 5) მიმწოდებელი ვალდებულია მნათობის I შესახვევი N 31-ის მიმდებარედ სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მნათობის ქუჩა N 28-ის მიმდებარედ და ბუხაიძის ქუჩა N 15-ის მიმდებარედ დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) და სამივე მისამართზე სამუშაოები აწარმოოს გეგმა-გრაფიკის დაცვით. 6) მიმწოდებელმა ვალდებულია სამუშაოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოც დაცვის უზრუნველსაყოფად. 7) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმამდე დაყვანა. 8) თუ სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით. 9) მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. 10) სამუშაოს დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი ტექნიკისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ. 11) მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს რაოდენობრივ, ხარისხობრივ და ლაბორატორიულ შემოწმებას ჩაატარებს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდა 90 კალენდარული დღე (ეტაპობრივად).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, მნათობის ქუჩა N 28-ის მიმდებარედ, მნათობის I შესახვევი N 31-ის მიმდებარედ და ბუხაიძის ქუჩა N 15-ის მიმდებარედ.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადაა - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელი.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის რეაბილიტაციის ან ახლის მშენებლობის სამუშაოების გამოცდილება.ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N 2–ის შესაბამისად. 2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არ არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: 1) მიღება-ჩაბარების აქტი; 2) ფორმა N2 ან/და სხვა სახის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო. 3) დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელი ვალდებულია მნათობის I შესახვევი N 31-ის მიმდებარედ სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მნათობის ქუჩა N 28-ის მიმდებარედ და ბუხაიძის ქუჩა N 15-ის მიმდებარედ დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) და სამივე მისამართზე სამუშაოები აწარმოოს გეგმა-გრაფიკის დაცვით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
0 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით. (იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადეგენს 200000 ლარზე ნაკლებს, გამარჯვებულ პრეტენდენტს არ წარმოეშვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება) 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის ბიუჯეტის სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
კობა ცინცაძე, 599182181, koba102102@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ავთანდილ ნარიმანიძე 591110715
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. (დანართი N1-ის Excel-ის ფორმატის ფაილი არ საჭიროებს ელექტრონული ხელმოწერის შესრულებას ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას). საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება. 10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით. (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N2), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260002254 10.02.2026 not held same category · 67% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე ლენტეხის ქუჩა N 25-ის მიმდებარედ და ხონის ქუ…

NAT250005368 17.03.2025 contract signed same category · 62% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე, ზაზიაშვილის მე-3 შესახვევი N 3-ის მიმდებარე…

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს თემიდა 2022 1 bidder 206,848 ₾
NAT250014913 15.08.2025 contract signed same category · 62% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე, დავითაშვილის ქუჩა N 85-ში და გედევანიშვილის…

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ოცნების სახლი 1 bidder 200,915 ₾
NAT250009168 16.05.2025 contract signed same category · 64% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე დ. ჭიჭინაძის N 30-ის მიმდებარედ საყრდენი კედ…

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს თემიდა 2022 5 bidders 284,593 ₾
NAT260004996 12.03.2026 contract signed same category · 67% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე ლენტეხის ქუჩა N 25-ის მიმდებარედ და ხონის ქუ…

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ჯი აი სი ჯგუფი 2 bidders 329,386 ₾
NAT250010951 18.06.2025 contract signed same category · 61% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე, დიღომბარის შესახვევი N 20-ში საყრდენი კედლი…

ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ნიუ ჰაუსი 4 bidders 182,769 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს თემიდა 2022
შპს გიასი
შპსდაგუ 13
შპს ჯი აი სი ჯგუფი
შპს და-ლე ქონსთრაქშენ