1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა, კერძოდ: შენობის სახურავზე სადრენაჟო არხების მოწყობა, ტერასაზე არსებული ფილების დაზიანებული შოვების შევსება, აღდგენა და პლინტუსის მოწყობა, დაზიანებული ჭერის შეკეთება, საკონფერენციო და მისი მიმდებარე ოთახების კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, ინტერიერსა და ექსტერიერში ნესტისგან დაზიანებული კედლების მოწესრიგება, სანათების, კარებები საკეტებით, როზეტების, სუსტი დენების მოწყობა, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. შესასრულებელი სამუშაოს აღწერა და რაოდენობა/მოცულობა მოცემულია ხარჯთაღრიცხვაში. 2. სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელდეს წინამდებარე ტექნიკური დავალებით, დეფექტური აქტით და კანონით დადგენილი პირობებისა და წესების დაცვით; 2. მიმწოდებელმა მოსამზადებელი სამუშაოების, სადემონტაჟო და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, უნდა დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები; 3. მიმწოდებლის მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა ხელი არ უნდა შეუშალოს დაწესებულების სამუშაო რეჟიმს; 4. მიმწოდებელი ვალდებულია ტერასის დემონტაჟისა და მოწყობისას თავიდან აიცილოს ნალექის დროს შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დაზიანება. 5. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, პერსონალთან კოორდინაციაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავეჯის და ინვენტარის გადაადგილება; 6. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ სამუშაოების ფარგლებში მიღებული ან/და გამოწერილი ზედნადებები, ან/და ხარჯების ამსახველი სხვა დოკუმენტაცია; 7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამისი სერთიფიკატები , წარმოადგინოს შესაბამისი ლაბორატორიული თუ სხვა სატესტო კვლევების დოკუმენტაცია); 8. კომპიუტერული და სატელეკომუნიაციო ქსელის მოწყობისას, სამუშაოების პროცესში ქსელის წერტილების ზუსტი ადგილმდებარეობები უნდა შეთანხმდეს ადგილზე აიტის თანამშრომელთან; 9. მიმწოდებელმა თავისი ამწე-კალათის და ელექტრიკოსის მეშვეობით უნდა განახორციელოს სამონტაჟო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება; 10. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად; 11. სამუშაოებზე გამოყენებული მასალების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი; 12. ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები. ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირ(ებ)თან ერთად; უნდა მოხდეს ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნება ფარული სამუშაოების კატეგორიას; 13. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს ობიექტზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი და უზრუნველყოს სამუშაოების წარმოება მისი/მათი მუდმივი ზედამხედველობით. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, თანამშორმლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის, მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სამუშაო პერიმეტრის შემოსაზღვრა დამცავი ბარეიერებისა ან/და გამყოფი ლენტების მეშვეობით, მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით; 14. აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედი წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვა. სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები. ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას; 15. ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი; 16. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები; 17. მიმწოდებელი სამუშაოების წარმოების პროცესში ვალდებულია დაიცვას სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ყველა წესი. უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 18. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა; 19. სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და მოახდინოს შენობის და რეაბილიტირებული ფართების გენერალური დასუფთავება; 20. ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან; 21. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა; 22. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. სამუშაოებზე გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს. ტექნიკური აღჭურვილობის, ხელსაწყოების, ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება; 23. ელექტრო მოწყობილობებში დენის წყაროს მიწოდებისას, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს – კავშირების მიერთება და განცალკავება; სამუშაოების წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ცეცხლგამძლე მასალები, რაც გამორიცხავს მათ აალებას. ელექტრო სამუშაოების წარმოებისას მომუშავე პერსონალის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს დიელექტრიკული ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი უსაფრთხოებისათვის საჭირო ხელსაწყოები; 24. პრეტენდენტის მიერ შევსებული უნდა იყოს დეფექტური აქტის ყველა უჯრა, სადაც მითითებულია ნული. - დაზუსტებას არ დაექვემდებარება ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. - ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel ფაილის სახით. იხ. მიბმული ფაილები: 1. პროექტები 2. ჭკვიანი დაფის ტექნიკური დავალება
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 70 კალენდარული დღე, ხოლო თუ შესრულების ბოლო დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, შესრულება გადაიწევს პირველივე სამუშაო დღეზე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შენობა - ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქ. N6
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: - არანაკლებ 2 (ორი) წელს შესრულებულ სამუშაოებზე; - არანაკლებ 1 (ერთი) წელს - კონდიციონერებზე და ჭკვიან დაფაზე.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
შესრულებული მსგავსი სამუშაოების ჯამური ღირებულება 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს. 2021, 2022, 2023, 2024 წლებში თითოეულ წელზე - არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი. ანალოგიური გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომერზე ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი ობიექტის აღწერის, სამუშაოების დასრულების და ღირებულების აღნიშვნით და ხელშეკრულებ(ებ)ი და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები:დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები), მიღებაჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2(ები).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
- .პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი; სარეკომენდაციო წერილები გაცემული უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დარეგისტრირებული შემსყიდველის მიერ.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში აკრედიტებული დაწესებულების/პირის დასკვნით/ანგარიშით. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, სამუშაოების დასრულების შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნათია ოდიშარია, 577429955, nodisharia@fund.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 10.1.3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება. 10.1.5. პრეტენდენტი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 10.1.6. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.7. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. 10.1.8. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით; 10.1.9. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ხარჯთაღრიცხვა - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტების შესაბამისად; ბ) ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადის შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად; გ) ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის შესაბამისად; დ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად; ე) სარეკომენდაციო წერილები - სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი