1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქონლის ხორცისა და ქათმის ფილეს შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.საქონლის ხორცი. – 6100 კგ. ხორცი საქონლის, ძვალგამოცლილი (ახალი დაკლული) – უმაღლესი ხარისხის, ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი, სუნი - სასიამოვნო,კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი; გაყინული და შემდეგ გამღვალი ხორცის მიწოდება დაუშვებელია. საქონელი დაკლული უნდა იყოს სერთიფიცირებულ სასაკლაოზე და შესაბამისად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერთიფიკატი ან საბუთი. ხორცის დაჭრა, ძვლებისგან გამოცლა, უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს არაუმეტეს +7C - +10C-ზე. აღნიშნული ტემპერატურა უნდა იქნეს მიღწეული მის ტრანსპორტირებამდე და შენარჩუნდეს ტრანსპორტირების განმავლობაში; დარბილებული ხორცის ვარგისიანობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს ზემოაღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის პირობებში (ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 50%-24 საათი). ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მაცივარ მანქანებით, შესაბამისი ტემპერატურის დაცვით. ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ვეტერინარული დასკვნა (ე.წ. ფორმა N2) და ვეტ.სამსახურის ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორია) დასკვნა. 2. ქათმის ფილე - 4700 კგ. ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი. ქათმის ფილე – დაფასოებული - 800გრ-1100გრ. შეფუთვაში, მშრალი გაყინვით. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. დამზადებული უნდა იყოს ჰორმონალური დანამატების გარეშე. შენახვის პირობა: არაუმეტეს -18C, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%; ყოველ პარტიას უნდა ახლდეს ვადის განმსაზღვრელი დოკუმენტი ან და უნდა გააჩნდეს შესაბამისი ეტიკეტი. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მაცივარ მანქანებით, შესაბამისი ტემპერატურის დაცვით. საქონელი უნდა შეესაბამებოდეს/აკმაყოფილებდეს: ა) „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წლის 16 აგვისტოს N301/ნბრძანებას; ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის №90 დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ მოთხოვნებს; გ) სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებას; ე) არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; ვ) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა პროდუქტის ვარგისიანობის შესახებ; ზ) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია სამ თვეში ერთხელ თავისი ხარჯებით წარმოადგინოს საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების ოქმი. შენიშვნა: შემსყიდველს არ ეკისრება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სრულად შესყიდვის ვალდებულება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების გრაფიკი: ა) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დასვენების დღეებისა და არდადეგების გარდა, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართებზე, 09:00-დან 17:00 საათამდე; ბ) საქონლის ხორცის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ორჯერ, ქათმის ფილეს მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ბაგა-ბაღებიდან საქონლის მიწოდების განაცხადების (წერილობით ან სიტყვიერად) საფუძველზე (არაუგვიანეს 3 (სამი) დღით ადრე); გ) მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილ(ებ)ი: 1. ქ. გარდაბნის N1 ბაგა-ბაღი; 2. ქ. გარდაბნის N 2 ბაგა-ბაღი; 3. ქ. გარდაბნის N 3 ბაგა-ბაღი; 4 . ქ. გარდაბნის N 4 ბაგა-ბაღი; 5. ქ. გარდაბნის N 5 ბაგა-ბაღი; 6. სოფ. ვახტანგისის ბაგა-ბაღი; 7 . სოფ. სართიჭალის N 1 ბაგა-ბაღი; 8 . სოფ. სართიჭალის N 2 ბაგა-ბაღი; 9 . სოფ. მარტყოფის N 1 ბაგა-ბაღი; 10. სოფ. მარტყოფის N 2 ბაგა-ბაღი; 11. სოფ. თელეთის ბაგა-ბაღი ; 12. სოფ. ნორიოს ბაგა-ბაღი ; 13. სოფ. ახალსოფლის ბაგა-ბაღი; 14. სოფ. მუღანლოს ბაგა-ბაღი; 15 . სოფ. გამარჯვების N 2 ბაგა-ბაღი; 16. სოფ. კრწანისის ბაგა-ბაღი; 17 . სოფ. საცხენისის ბაგა-ბაღი; 18. სოფ. ახალი სამგორის ბაგა-ბაღი; 19. სოფ მზიანეთის ბაგა-ბაღი; 20 . სოფ ლემშვანიერას N 1 ბაგა-ბაღი; 21. სოფ. ლემშვანიერას N 2 ბაგა-ბაღი; 22. სოფ. ვაზიანის ბაგა-ბაღი; 23 . სოფ. ქესალოს ბაგა-ბაღი; 24. სოფ. ნაზარლოს ბაგა-ბაღი; 25. სოფ. ყარაჯალარის ბაგა-ბაღი; 26. სოფ. გამარჯვების №3 ბაგა-ბაღი; 27 . სოფ. ნაგების ბაგა-ბაღი; 28. სოფ. კალინინოს ბაგა-ბაღი; 29 . სოფ. ჯანდარის ბაგა-ბაღი; 30. სოფ. კუმისი ბაგა-ბაღი; 31. სოფ. გამარჯვების N 1 ბაგა-ბაღი; 32. სოფ. აღთაკლია-ყარათაკლიას ბაგა-ბაღი; 33 . სოფ. ქვემო თელეთის ბაგა-ბაღი; 34 . სოფ. სააკაძის ბაგა-ბაღი;
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
ფასების ცხრილის (დანართი №2) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ა) - აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. ან ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და - სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და - საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 28-ე მუხლის შესაბამისად).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.
6.4 გარანტიის პირობები
თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 5%-ის ოდენობით; ბ) სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 10%-ის ოდენობით; გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.6.5 გარანტიის პირობები
თუ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 5%-ის ოდენობით; ბ) სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუხმობი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 10%-ის ოდენობით; გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ელგუჯა ხიხაძე, 591850085, khikhadzeelguja@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3.სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა ( აღნიშნული ჩანაწერი არ ვრცელდება ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატით წარდგენის შემთხვევაზე). 10.1.4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. 10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. 10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი. 10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება. 10.1.10.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის თანახმად ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. თუმცაღა, იმავე რეკომენდაციის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის გათვალისწინებით, შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკებისა და პირგასამტეხლოს დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვროს რეკომენდაციით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი, თუმცა „გონივრული ოდენობით“. ზოგ შემთხვევაში მოსაწოდებელი პროდუქტის ერთი დღის პირგასამტეხლო 0,02% არის ძალიან მიზერული და პროდუქციის დროული მოწოდება დაწესებულებისათვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რადგანაც პროდუქციის დაგვიანებით მოწოდება გამოიწვევს ბაგა-ბაღებში მოსიარულე აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლო განისაზღვროს შემდეგნაირად: ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 1%-ის ოდენობით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი