1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N9 და ა. მელაშვილის ქ. N26) შიდასარემონტო სამუშაოები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოები და მოცულობები)
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდი
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 სამუშაოები სრულდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ შენობებში (ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9 და ა. მელაშვილის ქ. N26); 1.5.2 ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა იწარმოოს მთავრობის აპარატის საქმიანობის პარალელურ რეჟიმში (საქმიანობის შეუფერხებლად); 1.5.3 მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად, სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტის შესაბამისად; 1.5.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით რემონტს დაქვემდებარებული ცალკეული საოფისე ოთახების ავეჯისგან გამოთავისუფლება (დაუზიანებლად) და დასრულების შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) წელს სამუშაოების დასრულებიდან (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან). 1.6.2 შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით. 1.6.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ ზეპირი ან წერილობითი მიმართვით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საგანმანათლებლო დაწესებულებების ან/და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან/და სხვა მსგავსი ტიპის შერეული ფუნქციის მქონე შენობ(ებ)ის ან/და საცხოვრებელი სახლების სარემონტო/სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 600 000,00 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით. 2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი წლების განმავლობაში 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, ერთ კონკრეტულ ობიექტზე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საგანმანათლებლო დაწესებულებების ან/და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან/და სხვა მსგავსი ტიპის შერეული ფუნქციის მქონე შენობ(ებ)ის ან/და საცხოვრებელი სახლების სარემონტო/სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით; 2.2.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება). 2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო ან სახელმწიფო შესყიდვის ქვეკონტრაქტორის შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.3. ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები (რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში). 2.2.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უცხო ქვეყანაში შედგენილ გამოცდილების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2.2.1.6. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე არსებული ინფორმაციებით და ატვირთული დოკუმენტაციებით შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, მაშინ დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1 ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად: I ეტაპი - 30(ოცდაათი) კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა. II ეტაპი - 40(ორმოცი)კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა III ეტაპი - 50(ორმოცდათი)კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ ამ ორანიზაციათა გამოცდლების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით, არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას. 2.8.1.2 აღნიშნულ ვადაში (2.8.1.1 პუნქტი) შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 2.8.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასი წარმოდგება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე. შესაბამისად, შეამციროს საერთო ფასიც
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილების მოთხოვნების შესაბამისად; 4.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უნდა პასუხობდეს კონკრეტულად დასმულ კითხვას: ,,პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება"
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
4 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ვალუტა - ლარი; 7.2.2 შესრულებული სამუშოების ანაზღაურება (ანგარიშსწორება) მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად შემდეგი წესით: 7.2.2.1 კონკრეტული ეტაპით სრულად გათვალისწინებულ სამუშაოებზე ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული ფორმა №2-ის, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატისა და ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. ფორმა №2 და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ კონკრეტული ეტაპით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობით შესრულებულ სამუშაოებზე, კონკრეტულ ეტაპზე წინსწრებით შესრულებული სამუშაოები ჩაითვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებში და შეიყვანება მომდევნო ეტაპის ფორმა №2-სა და მიღება-ჩაბარების აქტში, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანად დასრულების შემთხვევაში შესაძლებელია საბოლოო ანგარისწორების განხორციელება სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 7.2.2.2 პუნქტის შესაბამისად; 7.2.2.2 საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, კორექტირებული ფორმა №2-ს, მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ; 7.2.2.3 შემსყიდველი უფლებამოსილია შუალედური ეტაპის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შემდეგ არ განახორციელოს საბოლოო ანგარიშსწორება სსიპ - ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში; 7.2.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში (მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა) უზრუნველყოს შესრულებულ სამუშაოებზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); 7.2.3 თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ღირებულების ანაზღაურებაზე; 7.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით, რომლის ვადაც უნდა შეადგენდეს შესრულებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელსა და 2 თვეს. 7.2.5 შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, ფორმა N2-ისა და გადახდის სერთიფიკატის დამოწმებას) ახდენს შემსყიდველის მიერ შესაბამისი წესით შერჩეული ტექნიკური ზედამხედველი ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დაკომპლექტებული შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი, ხოლო მონიტორინგს ახორციელებს და თანხის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 მიმწოდებელთან ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული ფორმა N2-ის, მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატისა და ანგარიშ-ფაქტურის, ხოლო, საბოლოო ანგარისწორებისას, დამატებით სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლაშა ბოლქვაძე, 577302623, procurementajaragov@gmail.com ტექნიკური საკითხები - დავით ზოიძე 591 01 01 15
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში: 10.1.1.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად, როგორც PDF, ასევე, ექსელის ფაილის ფორმატში (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 10.1.1.2 ინფორმაცია გამოცდილების შესახებ (დანართი N2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად; 10.1.1.3 ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის შესაბამისად. 10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. 10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი