1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სამინისტროში არსებული ქსელური მოწყობილობების (FortiGate-600e, FortiGate-500e, FortiManager - VM) ლიცენზიების (მხარდაჭერა, გარანტიისა და პროგრამული სერვისების განახლება) შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოთხოვნები: მხარდაჭერის, გარანტიის და პროგრამული სერვისების განახლება არსებული აპარატურისთვის: 1. აპარატურა: FortiGate-600e მხარდაჭერა, გარანტია და სერვისები აქტიური მინიმუმ 1 წლით: - აპლიკაციის კონტროლის სერვისი - IPS სერვისი - ანტი-სპამ Service - ვებსაიტებისა და მათზე განთავსებული ვიდეო კონტენტის ფილტრაციის სერვისი - მავნელებისგან(მათ შორის მობილური მოწყობილობების) დაცვა (AMP) - ანტივირუსი - ბოტნეტისგან დაცულობა - Sandbox ქლაუდ სერვისი მწარმოებლის გარანტია და მხარდაჭერა ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურეობა, 24/7ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. რაოდენობა - 2. 2. აპარატურა: FortiGate-500e მხარდაჭერა, გარანტია და სერვისები აქტიური მინიმუმ 1 წლით: - აპლიკაციის კონტროლის სერვისი - IPS სერვისი - ანტი-სპამ Service - ვებსაიტებისა და მათზე განთავსებული ვიდეო კონტენტის ფილტრაციის სერვისი - მავნელებისგან(მათ შორის მობილური მოწყობილობების) დაცვა (AMP) - ანტივირუსი - ბოტნეტისგან დაცულობა - Sandbox ქლაუდ სერვისი მწარმოებლის გარანტია და მხარდაჭერა ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურეობა, 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება რაოდენობა - 4 3. სისტემა: FortiManager - VM მხარდაჭერის ტიპი: ერთ წლიანი საგარანტიო მომსახურეობა, 24/7ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება (FortiCare Contract (1 – 310 devices/Virtual Domains) რაოდენობა - 1. აპარატურის ჩამონათვალი თან ერთვის.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მოწოდებულ ლიცენზიებზე მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. ლიცენზიები მოწოდებულ უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #34, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
საგარანტიო პერიოდი უნდა მოიცავდეს არანაკლებ ერთ წელს დანართი N2-ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანასთან/მწარმოებელ კომპანიასთან და მარკა/მოდელთან დაკავშირებით უნდა მიეთითოს დანართში N1 (ფასების ცხრილი). პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ. მარკა/მოდელის არარსებობის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს შესაბამისი ინფორმაცია.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) გამოცხადებული ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით; 2) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF) გამოცხადებული ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით; • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე განხორციელებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იყოს მინდობილობა ან რწმუნებულობა); • ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; • ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე აუდიტის ან/და ექსპერტიზის ორგანოს მიერ. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ა) ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია განისაზღვრება 5%-ის ოდენობით. ბ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. გარანტი უნდა კისრულობდეს ვალდებულებას ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მას გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე. გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში აკრედიტებული შესაბამისი საკრედიტო/სადაზღვევო დაწესებულებიდან, ელშეკრულების გაფორმებამდე, მატერიალური სახით. დ) თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ პირობების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საპროცენტო მაჩვენებლების ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტია.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
• ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში. • ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდგომ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება შედგენილი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდგომ 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამი სამხარაძე, 591221121, mariam.samkharadze@mepa.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მოწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე განხორციელებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იყოს მინდობილობა ან რწმუნებულობა).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი