1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ერთჯერადი ჭურჭელი.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. კონტეინერი სამგანყოფილებიანი- ქაფპლასტის ერთჯერადი, ოთხკუთხა ფორმის (მომრგვალებული/ოვალური კუთხეებით) თავსახურის და კონტეინერის ერთობლიობით "ჩამკეტით", სამი განყოფილებით, ზომები (დახურულ მდგომარეობაში) 23სმ (± 3 სმ), სიგანე 20სმ (± 3 სმ), სიმაღლე 8 სმ (± 2 სმ), საკვებ პროდუქტებთან თავსებადი (დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნიშანი ქარხნული წესით) - 80 000 ცალი; 2. კონტეინერი 500 გრ. (ერთჯერადი)-კონტეინერი, პლასტიკატის 500 გრ ერთჯერადი, ოთხკუთხა ფორმის, თვსახურით საკვებ პროდუქტენთან თავსებადი ( დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნიშანი ქარხნული წესით) - 50 000 ცალი; 3. პლასტიკატის კონტეინერი 250 გრ.- კონტეინერი, პლასტიკატის 250გრ ერთჯერადი, ოთხკუთხა ფორმის, თავსახურით საკვებ პროდუქტებთნ თავსებადი ( დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნიშანი ქარხნული წესით) - 10 000 ცალი; 4. პლასტმასის კონტეიმერი 60-80 გრ - კონტეინერი, პლასტიკატის 60-80 გრ. ერთჯერადი, ოთხკუთხა ფორმის, თავსახურით საკვებ პროდუქტებთან თავსებადი (დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნიშანი ქარხნული წესით) - 2 000 ცალი; შენიშვნა 1: აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა იმავდროულად ნიშნავს, რომ პრეტენდენტი თანახმაა სატენდერო დოკუმენტაციის საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნების სრულად დაცვით განახორციელოს საქონლის მოწოდება. შენიშვნა 2: ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობა არის საორიენტაციო, შესაბამისად შემსყიდველი არ არის ვალდებული მოცემული რაოდენობები აითვისოს სრულად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდება უნდა განხორციელდეს თვეში არაუმეტეს 2-ჯერ (მოთხოვნის შესაბამისად). მოთხოვნის შესახებ მიმწოდებელს ეცნობება მინიმუმ სამი კალენდარული დღით ადრე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"-ს საწყობები - დაბ ვაზიანი ან/და კვინიტაძის N20 ან/და ქ.ქუთაისში (თაბუკაშვილის ქ. N96)
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
„მიმწოდებელი“ მოსაწოდებელ საქონელზე უნდა ავრცელებს გარანტიას/შენახვის საქონლის ფაქტობრივად მიღებიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, შემდეგი პირობებით: ა) საგარანტიო პირობები მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტი არ დაზიანდება რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედებით. ბ) საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს ახლით, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში. გ) „მიმწოდებელი“ საგარანტიო პირობებს არ ავრცელებს თუ საქონლის დაზიანება გამოწვეულია „შემსყიდველის“ მიერ დაუდევრობით ან გაუფრთხილებლობით. დ) საგარანტიო პირობების შეუსრულებლობისთვის/არაჯეროვნად შესრულულებისთვის „შემსყიდველი“ უფლებამოსილია „მიმწოდებელს“ დაარიცხოს საურავი 20 (ოცდი) ლარის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე. ე) „მიმწოდებლის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ შესასრულებელი ვალდებულებისაგან.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანასა და მწარმოებელს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნისა ან/და მწარმოებლის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯის. 2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 3. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდეტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები, ფასთა ცხრილის თითოეული პოზიციის მიხედვით. ნიმუშ(ებ)ის წარმოუდგენლობა ან ხარვეზით წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ოფისში, ქ. თბილისი, თემქა მე-9 კვარტალი, 21-ე კორპუსის მიმდებარედ.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან/და ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი მომწოდებლის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო. 2. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი წესით: ყოველი თვის 16 (თხუთმეტი) და 30 (ოცდაათი) რიცხვებში ”შემსყიდველი”, „მიმწოდებელს” გადაუხდის წინა (ბუღალტრული ურთიერთშედარებიდან შემდგომ ურთიერთშედარებამდე ან/და მიღება ჩაბარების გაფორმებიდან) პერიოდში მიწოდებული საქონლის ღირებულებას სრულად, აღნიშნულ თარიღებამდე 5 (ხუთი) დღით ადრე მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაფორმების შემთხვევაში და მოცემულ აქტში მითითებული დავალიანების შესაბამისად. 2. თუ მოცემული ანგარიშსწორების დღე(ებ)ი ემთხვევა არასამუშაო დღე(ებ)ს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ხატია რიგვავა, 595404494, khrigvava@scs.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ ელ. ტენდერში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები “შემყიდველი”-სათვის. 3. ფასების ცხრილში ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს არაუმეტეს მეათასედის სიზუსტით. იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილში დაფიქსირებულია მძიმის შემდეგ 3 (სამ) სიმბოლოზე მეტი, ერთეულის ფასად ჩაითვლება მხოლოდ მძიმის შემდეგ სამი სიმბოლო. 4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 5. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში-სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და ძირითდი პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში ხელშეკრულების პროექტის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. 9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი. 10. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შემოთავაზებული საქონელი არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი (უნდა იყოს ახალი). 11. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი