1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
პროფესიონალური სასცენო გახმოვანების აპარატურა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მოსაწოდებელი სასცენო გახმოვანების რაოდენობა და ტექნიკური პარამეტრები მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის მოწოდება უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. საქონლის მიწოდებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. 1.5.2. საქონლის მიწოდების ადგილია - ქალაქი ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. N1
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
შესყიდვის ობიექტზე (ცხრილში მითითებული საქონელზე) უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის (ფასების ცხრილში 1-5 პოზიცია) მწარმოებლის მიერ მასზე გაცემული საქართველოში წარმომადგენლობის ან/და სავაჭრო პარტნიორის ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი (წერილი, სერთიფიკატი, ლიცენზია და ა.შ.), რომლითაც დასტურდება რომ პრეტენდენტი უფლემამოსილია მიყიდოს, ან/და მიაწოდოს, ან/და დააინსტალიროს, ან/და მომსახურება გაუწიოს შემოთავაზებული ტექნიკას. შენიშვნა: უცხოენოვან დოკუმენტს თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანი. 2.1.1.2. პრეტენდენტმა შემოთავაზებული განათების აპარატურის/მოწყობილობის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს ფასების ცხრილში (დანართი №1-ის) შესაბამისად. 2.1.1.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ფასების ცხრილში (დანართი №1) არ იქნება მითითებული შემოთავაზებული განათების აპარატურის/მოწყობილობის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. აპარატურის/მოწყობილობის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 2.1.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მწარმოებელი კომპანიის ინგლისურენოვანი ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული (ცალკე), რომელშიც მოცემული იქნება შემოთავაზებული საქონლის (ფასების ცხრილში 1-5 პოზიცია) მოდელი, ტექნიკური აღწერილობა შემსყიდველის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 ლარის აუდიო ტექნიკის (მიკროფონები, ხმის გამაძლიერებლები, რადიო მოწყობილობები, ხმის პულტი, აკუსტიკური სისტემები და სხვა მსგავსი აუდიო ტექნიკა/მოწყობილობები) საქონლის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. შენიშვნა: ამასთან, პრეტენდენტის გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ ის მიწოდება, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ელექტრომული ტენდერის გამოცხადების დღისათვის. 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge), საკმარისია მხოლოდ მითითება შესაბამის რეგისტრაციის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, სერიული წარმოების, წარმოებული არაუადრეს 2023 წლისა. 2.7.1.2 მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის (ფასების ცხრილში 1-5 პოზიცია) მწარმოებლის მიერ მასზე გაცემული საქართველოში წარმომადგენლობის ან/და სავაჭრო პარტნიორის ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი (წერილი, სერთიფიკატი, ლიცენზია და ა.შ.). 2.7.1.3 სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შერჩევა/შეფასების ეტაპზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და მწარმოებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული დოკუმენტაცია/აღწერა, მოცემული შემოთავაზებული პროდუქციის მახასიათებლების შესაბამისი დეტალიზაციით, რომლის საშუალებითაც მოხდება შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლების, ტენდერში მოცემული ტექნიკურ დავალებაში აღწერილ მოთხოვნების თითოეულ მუხლთან შესაბამისობის გადამოწმება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ (ტექნიკური დავალების მიხედვით) ან წარმოდგენილი იქნას სხვა ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, უცხოენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანიც.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20 %-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ფასების ცხრილი) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მოწოდები და თანმდევი სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების დასაბუთებას. საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი და შეიცავდეს ჩანაწერს, შეესაბამება თუ არა წარდგენილი ფასების ცხრილი წინამდებარე ელექტრონული ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შესაძლოა განხორციელდეს ავანსის სახით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 7.1.1.2. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტმა,უნდა წარმოადგინოს ავანსის სახით მისაღები თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, სატენდერო პირობების შესაბამისად. 7.1.1.3. შემსყიდველი განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას (ავანსი) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. 7.1.1.4. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 7.1.1.5. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს და მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს. 7.1.1.6. თუ გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება გარანტიის ვადის ამოწურვამდე შესრულდა, გარანტიის (მათ შორის შესრულებული ვალდებულების ნაწილში) მოქმედების ვადა შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს ან შემცირდეს, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დადასტურების შემთხვევაში. 7.1.1.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ თეთრ სიაში შეყვანილი პრეტენდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. საბოლოო ანგარიშსწორება ხორციელდება საქონლის მოწოდების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზოია რუხაძე, 599090487, Shesyidvebi.mus@gmail.com სატენდერო კომისიის აპარატის წევრი: მზია თოთიბაძე, ტელ:599 090471
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს: – ფასების ცხრილი (წარმოდგენილი უნდა იქნას პდფ-ის ფორმატში; - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; - მოსაწოდებელი მოწყობილობის/აპარატურის (ფასების ცხრილში 1-5 პოზიცია) მწარმოებლის მიერ მასზე გაცემული საქართველოში წარმომადგენლობის ან/და სავაჭრო პარტნიორის ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი (წერილი, სერთიფიკატი, ლიცენზია და ა.შ.), რომლითაც დასტურდება რომ პრეტენდენტი უფლემამოსილია მიყიდოს, მიაწოდოს, შეაკეთოს, დააინსტალიროს შემოთავაზებული ტექნიკა; - მწარმოებელი კომპანიის ინგლისურენოვანი ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, რომელშიც მოცემული იქნება შემოთავაზებული საქონლის (ფასების ცხრილში 1-5 პოზიცია) მოდელი, ტექნიკური აღწერილობა შემსყიდველის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შენიშვნა 1: დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. შენიშვნა 2: 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ახელმძღვანელო ინსტრუქციით http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი