1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
„მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ფინალური გამოკითხვის ჩატარებისა და გამოკითხვის შედეგების ანალიზის მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტია - „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ფინალური გამოკითხვის ჩატარებისა და გამოკითხვის შედეგების ანალიზის მომსახურება, რომლის დეტალური აღწერა მოცემულია სატენდერო პირობების დანართი N1-ში - შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 პირველ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი და შემსყიდველთან შესათანხმებელი დოკუმენტაცია: ა) სამოქმედო გეგმის და გამოკითხვის/ანალიტიკის მეთოდოლოგია; ბ) აქტივობების განხორციელების სტრატეგია; გ) კონფიდენციალურობის პოლიტიკა – კომპანიის შიდა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს და მონაცემთა დამუშავების ძირითად წესებს; დ) მონაცემთა უსაფრთხოების ზომების აღწერა/დოკუმენტი– იმ ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების აღწერა, რომლითაც კომპანია უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოებას (მაგ. წვდომების კონტროლი, შენახვის წესი, წაშლის პროცედურა და ა.შ.). 1.4.2 მომსახურების დასრულების ვადა: ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირველ ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის შეთანხმებიდან - არაუგვიანეს 19.09.2025 წ.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 მომსახურების გაწევის შედეგად წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) გაწერილი ამოცანების შესრულების საბოლოო ანგარიში ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაზიარებული ანგარიშგების დოკუმენტის, ისე პრეზენტაციის სახით, მათ შორის ვერბალური პრეზენტაციის სახით, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად). საბოლოო ანგარიშის ნარატივი აუცილებლად უნდა მოიცავდეს გამოკითხვის/ანალიზის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების, საჭიროებებისა და მიგნებების დეტალურ აღწერას, ასევე განხორციელების მექანიზმებსა და რეკომენდაციებს. ბ) საბოლოო ანგარიშს დანართ(ებ)ის სახით უნდა ქონდეს დართული: გამოკითხვისა და ანალიზის პროცესში გამოყენებული კითხვარი, გამოკითხული სუბიექტების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში - საკონტაქტო ნომერი და ზარის ჩანაწერი, პირისპირი გამოკითხვის შემთხვევაში - პირადი ინფორმაცია). 1.5.2 ანგარიშების/დოკუმენტაციის/მასალების წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, ახმეტელის 10ა, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ჩატარების გამოცდილება რაოდენობრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რაოდენობრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით არანაკლებ 3 ფართომასშტაბიანი (არანაკლებ 500 რესპოდენტი) გამოკითხვის ჩატარების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (მიმდინარე პროექტი არ განიხილება). 2.2.1.2 ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. 2.2.1.3 იმ შემთხვევაში თუ დანართი N3-ში შეტანილი იქნება იმ ხელშეკრულებ(ებ)ისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მონაცემ(ებ)ი, რომელიც არ არის ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტი ვალდებულია ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და შესაბამისი მიღება-ჩაბარებ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან შემსყიდველის/დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი; (სარეკომენდაციო წერილ(ებ)ში მითითებული უნდა იყოს პროექტ(ებ)ის შესყიდვის (კონტრაქტის გაფორმების) თარიღი, მომსახურების დაწყების და დასრულების ვადები, შესყიდვის საგანი/ობიექტი და მისი მოკლე აღწერა, შესყიდვის საერთო ღირებულება, ჯამური თანხა მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულყოფილად. სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან აუდიტორული დასკვნით (აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია და აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის რეესტრში და წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მათი სარეგისტრაციო ნომრების შესახებ). ზემოაღნიშნული პირობების დაუცველობა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გელა ღონღაძე, 591910091, gela.gongadze@rda.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა, რწმუნებულება...) ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტმა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 10.1.4 დაფინანსების წყაროა UNDP-ის მიზნობრივი გრანტი, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (გარდა დღგ) ჩათვლით; 10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა დანართი N2-ის შესაბამისად; 10.2.2 სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი