ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250014375
NAT250014375 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის ა.ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 12% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N272 მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი 3 amendments Contract PDF ↗
206,309 ₾ contract amount 201,151 ₾ (97%) actually paid 18.09.2025 – 17.01.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
195,993.00 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 16.12.2025
5,158.00 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 17.12.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250014375
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიმარტვილის მუნიციპალიტეტის მერია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება258`550.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატედნერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი08.08.2025 10:24
წინადადებების მიღება იწყება17.08.2025 00:02
წინადადებების მიღება მთავრდება20.08.2025 12:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი3`100.00 GEL
გარანტიის ოდენობა2`586 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (13)

NAT250014375_სპეციალისტი.pdf.pdf კარლო ბეჭვაია 25.08.2025 16:49
NAT250014375_14 375 ოქმი 3 (სარეგისტრაციოზე).pdf.pdf ზურაბ ფირცხალავა 29.08.2025 11:51
NAT250014375_რეორგანიზაცია.pdf.pdf კარლო ბეჭვაია 03.09.2025 09:23
NAT250014375_შეზღუდვა.pdf.pdf კარლო ბეჭვაია 03.09.2025 09:23
NAT250014375_ცნობა.pdf.pdf კარლო ბეჭვაია 03.09.2025 09:23
NAT250014375_სამეწარმეო.pdf.pdf კარლო ბეჭვაია 03.09.2025 09:23
NAT250014375_14 375 ოქმი 4 (ხელშეკრულებაზე).pdf.pdf ზურაბ ფირცხალავა 04.09.2025 11:56
NAT250014375_საბანკო გარანტია.pdf.pdf გიორგი გვაზავა 18.09.2025 10:18

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
მარტვილავტოგზა 209,000 209,000 won
NAT250014375_საგარანტიო ვადა.pdf.pdf · NAT250014375_დანართი 2 ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.pdf.pdf · NAT250014375_დანართი 2 ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.xls.xls · NAT250014375_დანართი 6 - გეგმა-გრაფიკი ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.pdf.pdf · NAT250014375_დანართი 6 - გეგმა-გრაფიკი ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.xlsx.xlsx · NAT250014375_ანალოგიური (1).pdf.pdf · NAT250014375_ავთანდილ ციცხვაია პრადობა და დიპლომი (1).pdf.pdf · NAT250014375_ხელშეკრულება-ციცხვაია (1).pdf.pdf
შპს ჯთ ნიუ როად 258,550 213,333
NAT250014375_დანართი 2.pdf.pdf · NAT250014375_დანართი 2.xls.xls · NAT250014375_დანართი 3- გამოცდილება (1).pdf.pdf · NAT250014375_დანართი 6 - გეგმა-გრაფიკი.pdf.pdf · NAT250014375_დანართი 6 - გეგმა-გრაფიკი.xlsx.xlsx · NAT250014375_დანართი N5 -სპეციალისტები.pdf.pdf · NAT250014375_საგარანტიო ვადა.pdf.pdf · NAT250014375_ხელშეკრულება დიპლომი პირადობა.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 08.08.2025 10:24 Announced
  • 17.08.2025 00:02 Bidding opens
  • 20.08.2025 10:16 First bid placed (2 bidders in total)
  • 20.08.2025 11:56 Last bid activity
  • 20.08.2025 12:30 Bidding closes
  • 21.08.2025 17:01 Buyer published: NAT250014375_14 375 ოქმი 2 და ინტერესთა კონფლიქტი (დაზუსტებაზე).pdf
  • 25.08.2025 16:49 Buyer published: NAT250014375_დანართი 2 ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით (1).pdf
  • 25.08.2025 16:49 Buyer published: NAT250014375_დანართი 2 ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.xls
  • 25.08.2025 16:49 Buyer published: NAT250014375_სპეციალისტი.pdf
  • 25.08.2025 16:49 Buyer published: NAT250014375_დანართი 6 - გეგმა-გრაფიკი ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.pdf
  • 25.08.2025 16:50 Buyer published: NAT250014375_დანართი 6 - გეგმა-გრაფიკი ბანძა საბავშვო ბაღთან მისასვლელი ს.გზის მოწყობა ა.ბეტონით.xlsx
  • 29.08.2025 11:51 Buyer published: NAT250014375_14 375 ოქმი 3 (სარეგისტრაციოზე).pdf
  • 03.09.2025 09:23 Buyer published: NAT250014375_ცნობა.pdf
  • 03.09.2025 09:23 Buyer published: NAT250014375_რეორგანიზაცია.pdf
  • 03.09.2025 09:23 Buyer published: NAT250014375_შეზღუდვა.pdf
  • 03.09.2025 09:23 Buyer published: NAT250014375_სამეწარმეო.pdf
  • 04.09.2025 11:56 Buyer published: NAT250014375_14 375 ოქმი 4 (ხელშეკრულებაზე).pdf
  • 18.09.2025 00:00 Contract signed: N272 — 206,309 ₾
  • 18.09.2025 10:18 Buyer published: NAT250014375_საბანკო გარანტია.pdf
  • 27.08.2026 05:51 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 31 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის ა.ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან (90 კალენდარული დღის ვადაში) xx.xx.xxxx წლის ჩათვლით. ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მეტეოროლოგიური მოვლენები. 2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი კვირების მიხედვით დანართი 6-ის შესაბამისად; 3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. სამუშაოს შესრულების ადგილია: მარტვილის მუნიციპალიტეტი
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს. 2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით. 3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) ერთი წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ერთი წლის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში მიმართოს შემსყიდველს დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ მიმართავს თანხის დაბრუნების თაობაზე, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება. ასევე თუ ხელშეკრულების ერთი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით. 4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 551 000 ლარისა. 2. პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა. 2.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. 2.2 სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. 2.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 2.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: გზების ასფალტობეტონის საფარით ან/და ცემენტოსაფარით მოწყობის ან/და ასფალტობეტონის ან/და ცემენტოსაფარის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად; 4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სატენდერო კომისია არ განიხილავს პრეტენდენტის მიერ გამოცდილების (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის) დაკმაყოფილების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომლითაც დგინდება ვალდებულებების შესრულების ფაქტი იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, ან მისი სახელმწიფოებრივი მოწყობიდან/რეჟიმიდან გამომდინარე, შეუძლებელია პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს გზების მშენებლობის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყოს/იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე. 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები: 1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს; 2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს მერიის კონტრაქტორი ზედამხედველი 3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 4. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით); 5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; (3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; (2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია; 2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას; 3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა; 4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, შუალედურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად, 3. ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. 4. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის, მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს მერიის კონტრაქტორი ზედამხედველის მიერ ფორმა N2-ზე ხელმოწერით).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზურაბ ფირცხალავა, 593428550, zpirtskhalava@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით (დღგ-ს გათვალისწინებით) 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250009931 30.05.2025 contract signed same category · 56% title match · same buyer

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის ჯამბურიების უბანში საავტომ…

NAT250001141 22.01.2025 contract signed same category · 53% title match · same buyer

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლეფაციეს უბნიდან ნახარებაოს…

NAT250003138 14.02.2025 contract signed same category · 63% title match · same buyer

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკეკელეს უბანში ს/გზის ა/ბეტ…

NAT250015450 22.08.2025 contract signed same category · 51% title match · same buyer

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვახის უბანში მინი სტადიონის …

NAT250010478 10.06.2025 contract signed same category · 48% title match · same buyer

მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლექაჯაიეში (ბარათელები…

NAT260011136 28.05.2026 contract signed same category · 48% title match · same buyer

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის დოშაყეს ადმინისტრაციულ…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

კირილე ჯახუა 43×
ინდივიდუალური მეწარმე გიმზერ ბართია 28×
კაპიტონ კაკულია 16×
რეზო კვესელავა 13×
შპს ჯთ ნიუ როად 10×