1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მაგნიტური ბარათის წამკითხველები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მაგნიტური ბარათის წამკითხველი - 15 ცალი *სტანდარტი - ISO/IEC 18092 NFC, ISO 14443 Type A & B, MIFARE, FeliCa *პროტოკოლი 1 - ISO 14443 T=CL for ISO 14443-4 compliant cards, ISO 18092 *პროტოკოლი 2 - T=CL Emulation for MIFARE Classic, FeliCa and NFC Tags *სიხშირე - 13.56 MHz *ოპერირების მანძილი - არანაკლებ 50მმ *კითხვა/ჩაწერის სიჩქარე - 106 Kbps, 212 Kbps, 424 Kbps *ანტენის ზომა - 50 mm x 40 mm *USB ინტერფეისი - USB CCID *ზომები - 98.0 mm (L) x 65.0 mm (W) x 12.8 mm (H) *წონა - არაუმეტეს 70გრ
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 საქონლის მიწოდების ადგილია - ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის ქ. №19, შპს ,,ბათუმის წყალი’’; 1.5.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ადეკვატური შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანებისაგან; 1.5.3 მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დაწყობას.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის ველში (დანართი №1) საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი და მოდელი; 2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული მაგნიტური ბარათის წამკითხველის ერთი ნიმუში. შენიშვნა: პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს შეინახავს დისკვალიფიკაციის მინიჭების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. შემსყიდველი გამარჯვებული პრეტენდენტის ნიმუშს შეინახავს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ შემსყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას ნიმუშის დაბრუნების შესახებ
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ნიმუშის მიწოდების ადგილია ქ.ბათუმი თაბუკაშვილის N19, შპს "ბათუმის წყალის" ადმინისტრაციული შენობა; სამუშაო საათები 09:00--18:00
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია აკრედიტირებული დასკვნის გამცემი პირი) ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით. 4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებლის მიერ მითითებული რეკვიზიტების მიხედვით
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ინგა კახელიშვილი, 593748728, inga_ka@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 2. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა), სადაც მითითებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება "მსგავსი" ან "ეკვივალენტური". 3. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის მიერ. 6. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი