1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად მზა ბეტონის (ზონა - NII) (ვაშლოვანი, სხალთა, თხილვანა) შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობა შეადგენს სულ -477 კუბ.მ. ცალკეული სოფლების გზის მონაკვეთები და შესაბამისად მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები განსაზღვრულია დანართი #1 -ის მიხედვით. ცვლილება გზების ჩამონათვალში (დან. #1) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზედაც წერილობით აცნობებს მიმწოდებელს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 35 (ოცდათხუთმეტი) კალენდარულ დღეში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
-საქონლის მიწოდების ადგილია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლები რომლებიც მოცემულია ტექნიკურ დავალება დანართ N1-ში. - მიაწოდოს შემსყიდველს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დანართი #1-ით განსაზღვრული გზების ჩამონათვალის თანახმად სასაქონლო ბეტონი მ-250 (B-20) მერიის ყოველი ცალკეული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სადაც დაფიქსირებული იქნება გზის მონაკვეთი, მოსაწოდებელი მზა ბეტონის მოცულობები და მიწოდების ვადები. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს ბეტონი მერიის მიერ მოთხოვნის შესაბამის ადგილზე მიტანით. წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაიწყოს მოთხოვნილი ბეტონის მიწოდება და დაასრულოს წერილში მითითებულ ვადაში. ცვლილება გზების ჩამონათვალში (დან. #1) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაზედაც წერილობით აცნობებს მიმწოდებელს.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
საქონლის საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელის შესახებ დანართი #3 შესაბამისად; დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
-პრეტენდენტ პირს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის მისაწოდებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ( ქირა,იჯარა, თხოვება და ა. შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, კერძოდ: - პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და იჯარით სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მზა ბეტონის ნარევის დამამზადებელი ქარხანა ან/და მზა ბეტონის ნარევის დამამზადებელ მოქმედ ქარხანასთან გაფორმებული უნდა ქონდეს ხელშეკრულება მზა ბეტონის მოწოდებაზე, ქარხნის საშუალო წარმადობა უნდა იყოს საათში არანაკლებ 35 კუბ/მ-სა რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნას აუდიტის დასკვნა და იჯარით სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არანაკლებ 3 ერთეული ბეტონმრევი მანქანა. - მზა ბეტონის ნარევის დამამზადებელ მოქმედ ქარხანასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ბეტონის მოწოდებაზე ან/და ქარხნის იჯარით აღების შემთხვევაში, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით უნდა დასტურდებოდეს დამამზადებელი ქარხნის საშუალო წარმადობა საათში არანაკლებ 35 კუბ/მ-სა და მეიჯარის ქარხნის საკუთრებაში არსებობა. -წარმოდგენილი იქნას მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობის ან/და საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. იჯარის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნას როგორც საიჯარო ხელშეკრულებების, ასევე სარეგისტრაციო მოწმობის ასლებიც, ამასთან საიჯარო ხელშეკრულებაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამქირავებლის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული ტრანსპორტი, ან/და სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებულ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობით უნდა ჰქონდეს გაცემული ტრანსპორტი გამქირავებელზე, ტრანსპორტის იჯარით გაცემის უფლებით. -იჯარის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2025 წლის 30 დეკემბრით. - ტექნიკის ლიზინგით სარგებლობაში არსებობა - პრეტენდენტს ჩაეთვლება საკუთრებაში. - აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დასკვნა უნდა ადასტურებდეს მანქანა-მექანიზმების ან ქარხნის საკუთრებაში არსებობას და ქარხნის წარმადობას. აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით. ინფორმაცია წარმოდგენილი იქნას დანართი #4-ის შესაბამისად. - აუდიტის დასკვნა გაცემული უნდა იყოს ისეთი ფირმისგან რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის 5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა/მომსახურება (ვებ. გვერდი: saras.gov.ge) ან/და ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული ორგანოსგან მინიჭებული უფლებამოსილი ფირმისგან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
გარდა ფასების ცხრილისა პრეტენდენტის მხრიდან შედგენილი ყველა წარმოსადგენი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედებების (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის წარდგენა და სხვა) დროულად განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პრეტენდენტს. აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტაციის, შესაბამისი ბეტონის მარკის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება 7.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ასმათ ბოლქვაძე, 598091784, khulocityhall@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ტექნიკური დავალება დანართი #1; ბ) ფასების ცხრილი დანართი #2; გ) ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ დანართი #3; დ) ინფორმაცია საგარანტიო პერიოდის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის „1.7.1“„ პუნქტის შესაბამისად; ე) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1“ პუნქტისა და დანართი #4-ის შესაბამისად
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი