ტსTenderscope

Filters

Apply to every page — dashboards, lists, buyers, categories

Period

or an exact range

Applies to the date a tender was announced; plans by their year, direct purchases by their date.

Categories

30125100 ტონერიანი კარტრიჯები, 30200000 კომპიუტერული მოწყობილ…, 31400000 აკუმულატორები, დენის …, 32200000 რადიოტელეფონიის, რადი… and 11 more — manage the list in the classifier →

Buyers

Suppliers

Tenders where any of these took part; wins where they won.

Status

Procedure

Estimated value ₾

Categories: 15 watched ×
HomeTenders › NAT250014671
NAT250014671 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

საჩხერეს მუნიციპალიტეტი, თოდაძეების ციხის არქეოლოგიური კვლევა

10% outside our line

Can we win this? how the score works →

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 11% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.8 bidders, 31% go single-bid. In 1–3 bidders we have won 12 of 21.
  • Deal size ₾10k–50k: we have won 9 of 16 bids in this range.
  • Procedure NAT: 20 wins from 51 bids.
  • Category fit 71300000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 56 decided bids (20 won, 36% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N1-208-25 ტ fulfilled 1 amendment Contract PDF ↗
53,112 ₾ contract amount 53,112 ₾ (100%) actually paid 16.09.2025 – 31.03.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
53,111.89 ₾ სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q4 21.10.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250014671
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია71300000-საინჟინრო მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება46`848.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობამოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი12.08.2025 20:32
წინადადებების მიღება იწყება22.08.2025 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება25.08.2025 15:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი468.00 GEL
გარანტიის ოდენობა468 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაარქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (15)

NAT250014671_ოქმი #2 - თოდაძეები.pdf.pdf ქრისტინე ჩილინგარაშვილი 01.09.2025 18:03
NAT250014671_ნებართვები-signed.pdf.pdf დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 08:05
NAT250014671_აჭარ ენერჯი 2007-signed.pdf.pdf დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 08:05
NAT250014671_ბატერფილდი-signed.pdf.pdf დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 08:05
NAT250014671_სს ვინდ ფაუერი 1-signed.pdf.pdf დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 08:06
NAT250014671_პროექტი, თოდაძეები, გად-signed.pdf (04/09/2025 07:09) დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 08:09
NAT250014671_სს წინდ ფაუერი 2-signed-1-6-signed.pdf.pdf დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 08:16
NAT250014671_პროექტი; ; თოდაძეები-signed.pdf.pdf დავით დარეჯანაშვილი 04.09.2025 19:11
NAT250014671_ოქმი #3 - თოდაძეები signed.pdf.pdf ქრისტინე ჩილინგარაშვილი 09.09.2025 17:01

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ლეიერკო 46,361 46,361 won
NAT250014671_ხარჯთაღრიცხვა PDF_სატენდერო თოდაძეების_ხარჯთაღრიცხვა_2025 წელი -signed.pdf.pdf · NAT250014671_ხარჯთაღრიცხვა ექსელი _სატენდერო თოდაძეების_ხარჯთაღრიცხვა_2025 წელი .xlsx.xlsx · NAT250014671_გამოცდილება თანდართული ფაილებით_გამოცდილება ბოლო.pdf.pdf · NAT250014671_ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ_დანართი N1 ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ-signed.pdf.pdf · NAT250014671_სივი დავით დარეჯანაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი_დავით დარეჯანაშვილი, დანართი N2 CV- -signed.pdf.pdf · NAT250014671_სივი არქიტექტორი ანანო კიკნაძე_არქიტექტორი საჩხერე-signed.pdf.pdf · NAT250014671_პროექტი და სამუშაოების განხორციელების გეგმა-გრაფიკი_პროექტი, თოდაძეები-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 12.08.2025 20:32 Announced
  • 22.08.2025 00:05 Bidding opens
  • 24.08.2025 20:31 First bid placed (1 bidders in total)
  • 24.08.2025 20:31 Last bid activity
  • 25.08.2025 15:00 Bidding closes
  • 01.09.2025 18:03 Buyer published: NAT250014671_ოქმი #2 - თოდაძეები.pdf
  • 04.09.2025 08:04 Buyer published: NAT250014671_სატენდერო თოდაძეების_ხარჯთაღრიცხვა_2025 წელი .xlsx
  • 04.09.2025 08:04 Buyer published: NAT250014671_სატენდერო თოდაძეების_ხარჯთაღრიცხვა_2025 წელი -signed.pdf
  • 04.09.2025 08:05 Buyer published: NAT250014671_გამოცდილება დანართი მომსახურება-signed.pdf
  • 04.09.2025 08:05 Buyer published: NAT250014671_ნებართვები-signed.pdf
  • 04.09.2025 08:05 Buyer published: NAT250014671_აჭარ ენერჯი 2007-signed.pdf
  • 04.09.2025 08:05 Buyer published: NAT250014671_ბატერფილდი-signed.pdf
  • 04.09.2025 08:06 Buyer published: NAT250014671_სს ვინდ ფაუერი 1-signed.pdf
  • 04.09.2025 08:09 Buyer published: NAT250014671_დავით დარეჯანაშვილი, დანართი N2 CV- -signed.pdf (04/09/2025 07:09)
  • 04.09.2025 08:09 Buyer published: NAT250014671_პროექტი, თოდაძეები, გად-signed.pdf (04/09/2025 07:09)
  • 04.09.2025 08:16 Buyer published: NAT250014671_სს წინდ ფაუერი 2-signed-1-6-signed.pdf
  • 04.09.2025 19:11 Buyer published: NAT250014671_პროექტი; ; თოდაძეები-signed.pdf
  • 04.09.2025 19:12 Buyer published: NAT250014671_დავით დარეჯანაშვილი, დანართი N2; ; CV- -signed.pdf (04/09/2025 10:09)
  • 04.09.2025 22:27 Buyer published: NAT250014671_დავით დარეჯანაშვილი, დანართი N2.... CV- -signed-1-5-signed.pdf
  • 09.09.2025 17:01 Buyer published: NAT250014671_ოქმი #3 - თოდაძეები signed.pdf
  • 16.09.2025 00:00 Contract signed: N1-208-25 ტ — 53,112 ₾
  • 27.08.2026 05:49 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 17 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საჩხერეს მუნიციპალიტეტი, თოდაძეების ციხის არქეოლოგიური კვლევა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
პროექტის შესახებ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თოდაძის ციხის ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური კვლევა. დასავლეთ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა შეხვედრისა და გადაკვეთის ადგილს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა დასავლეთ საქართველოში მდინარე ყვირილის ხეობაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ. განსაკუთრებით თვალშისაცემია ძვ.წ. II - ახ.წ. I ათასწლეულების არქეოლოგიური ძეგლების სიმრავლე და მრავალფეროვნება, თუმცა ასევე აღსანიშნავია საჩხერის ტერიტორიაზე არსებული ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანების და ნამოსახლარების დადასტურებულად არსებობა. ყვირილის ხეობის აქტუალობა განაპირობა აქ გამავალმა დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მაკავშირებელმა გზებმა, რომელიც ამავე დროს სავაჭრო-საქარავნო გზებსაც წარმოადგენდა. ამ ფაქტორმა ზემო იმერეთის ამ ნაწილს უძველესი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, რამაც თავის მხრივ განაპირობა აქ საეტაპო არქეოლოგიური ძეგლების სიმრავლე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია საირხის ნაქალაქარი და მოდინახეს ციხის მრავალფენიანი სამაროვანი. ანალოგიურ კონტექსტშია განსახილველი თოდაძის ციხის ქედიც, რომელიც საჩხერეს ჩრდილოეთიდან გასდევს და წარმოადგენს რაჭა-იმერეთის ქედის სამხრეთ განშტოებას. ამ ქედის დასავლეთის გაგრძელებაა მოდინახეს ციხის ქედი, რომლის სამხრეთ კალთებზე საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე შესწავლილი და დადასტურებულია მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლები. თოდაძის ციხის კირქვოვან მასივზე შემორჩენილია შუა საუკუნეების მცირე ზომის ციხის ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა ასევე - თოდაძის ციხედ, ან მეორენაირად წერეთლების ციხედ მოიხსენიებს. ციხე ნაგები ყოფილა კირქვის ფლეთილი ქვით დუღაბზე. თავისი მასშტაბით ის სათვალთვალო უნდა ყოფილიყო, რომლის დანიშნულებას წარმოადგენდა მდ. ყვირილის ხეობაში - მის წინ გამავალი აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში გადასასვლელი გზების კონტროლი. თოდაძის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 2022 წელს არქეოლოგ ზურა ბრაგვაძის ხელმძღვანელობით პირველი სადაზვერვო სამუშაოები განხორციელდა ციხის მიმდებარე ტერიტორიასა და ამ ქედის სამხრეთ ფერდზე. დაზვერვების მიზანი გახლდათ იმ ზეპირი გადმოცემების გადამოწმება, რომლის დროსაც, მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მიწის სამუშაოების დროს პოულობდა ძველ ნივთებს. 2022 წელს ჩატარებულმა დაზვერვებმა თოდაძის ციხის ფერდზე დაადასტურა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლის არსებობა, რომელიც მოიცავდა ადრებრინჯაოს ხანიდან ადრე შუასაუკუნეების ჩათვლით პერიოდის კულტურულ ფენებს. ამავე დროს, დაზვერვების დროს გამოიკვეთა, რომ აქ მდებარე არქეოლოგიური ფენები ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანთა საქმიანობის შედეგად მუდმივად განიცდის დაზიანებას.  პროექტის აღწერა 2022 წელს თოდაძის ციხის ფერდზე განხორციელებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების დროს ქედის სამხრეთ ფერდზე, უშუალოდ მოსახლეობასთან ახლოს, გაიწმინდა ადრეული შუა საუკუნეების ნამოსახლარი ფენა და სამარხები, ელინისტური ხანის სამარხი, ადრეანტიკური ხანის კულტურული ფენა და ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენა. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს სამუშაოები დაზვერვითი ხასიათის იყო, არ მომხდარა არც ერთი პერიოდის არქეოლოგიური ფენის სრულყოფილი კვლევა და ობიექტი დაკონსერვდა. თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების კვლევა-ძიება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათი მოდინახის ციხის არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთ ჭრილში განხილვა საინტერესო სურათის მომცემი იქნება ზემო იმერეთის ისტორიისა და კულტურის კვლევის კუთხით. განსაკუთრებით ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენა. თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების კვლევა გულისხმობს შეძლებისდაგვარად ძეგლის გავრცელების საზღვრების დადგენას, ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენის ხასიათის განსაზღვრას (ნამოსახლარი თუ კულტურული ფენა), ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარის, ელინისტური და ადრეული შუა საუკუნეების სამარხების კვლევას. პროექტი ამავე დროს მოიაზრებს გადარჩენითი სამუშაოების განხორციელებასაც, ვინაიდან, თოდაძის ციხის სამხრეთი ფერდი განიცდის ეროზიას, რაც იწვევს არქეოლოგიური ფენების დაზიანებას.  პროექტის მიზანი პროექტის ძირითად მიზანია თოდაძის ციხის სამხრეთ ფერდზე 2022 წელს აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტის არქეოლოგიური შესწავლის გაგრძელება. ასევე, უკვე აღმოჩენილი ადრე ბრინჯაოს ხანის ფენების კვლევა-ძიება.  პროექტით განსაზღვრული სამუშაოები 1. თოდაძეების ციხის მიდამოების შესახებ საარქივო და გამოქვეყნებული მასალების მოპოვება და სისტემატიზაცია. 2. 2022 წელს თოდაძის ციხის ქედის სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი კულტურული ფენების არქეოლოგიური შესწავლა. 3. არქეოლოგიური თხრილების საშუალებით კულტურული ფენების გავრცელების საზღვრების დადგენა.  საჩხერის მუნიციპალიტეტში, თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 2025 წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოები: 1. თოდაძის ციხის ქედის სამხრეთ ფერდზე ორი თხრილის გაჭრა (#1 და #2) და ჰუმუსის მოხსნა 6X10X0,4 მ; 2. თხრილების არქეოლოგიური შესწავლა 6X10 მ ფართობზე; 3. თხრილებში გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია; 4. ორი საცდელი შურფის ჰუმუსის ფენის მოხსნა 5X5X0,4მ ფართობზე; 5. საცდელი შურფების გაჭრისას გამოვლენილი კულტურული ფენების შესწავლა 5X5 ფართობზე; 6. საცდელი შურფების გავლებისას გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია (ფართობი 5მX5მX); 7. მიწის გატანა ხელით და ურიკით 50 მ მანძილზე; 8. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია 50 კვ. მ.  არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით; სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან; თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად; არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.  ძირითადი პირობები მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -Sylfaen; ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15; ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს. ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით. სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში. შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი). მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მესაკუთრე; შემსყიდველი; მიმწოდებელი; ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;  შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით: ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები; ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი; გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით; ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით; ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა; ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება; თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება; ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება; კ) ტექსტური აღწერილობა.  სამუშაოთა შესრულების ვადები შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე. შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საჩხერეს მუნიციპალიტეტი, თოდაძეების ციხის ტერიტორია
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2015 წლიდან არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო. პრეტენდენტმა ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგ(ებ)ი და მხატვარ-არქიტექტორი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიური სამუშოების განხორციელების პროცესში მონაწილე არქეოლოგ(ებ)ის, მხატვარ-არქიტექტორის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1). ობიექტზე არქეოლოგების რაოდენობას განსაზღვრავს მიმწოდებელი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 (დაზუსტებული ინფორმაცია უნდა ასახოს ხარჯთაღრიცხვაში). პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული მონაწილე არქეოლოგის (ხელმძღვანელის) და მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით. თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო. გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად). დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
მიმწოდებელი ვალდებულია: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. 2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ ბაგაშვილი, 599335183, tamaribagashvili13@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. 9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა. 10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. 11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (როგორც PDF-ის, ისე EXCEL - ის ფორმით); სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ. სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

AI review what to offer, and whether to bid

Reviews run for tenders scoring 60% or more; this one scores 10%. You can still run one.

The same thing, bought before

NAT250016714 11.09.2025 contract signed same category · 46% title match · same buyer · similar size

კასპის მუნიციპალიტეტი, გრაკლიანი გორის არქეოლოგიური კვლევა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → არქეოლოგიური ასოციაცია 1 bidder 57,722 ₾
NAT250016039 02.09.2025 contract signed same category · 42% title match · same buyer · similar size

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → ქართული ტაძარ–მონასტრების… 1 bidder 57,299 ₾
NAT260014429 10.07.2026 contract signed same category · 43% title match · same buyer · similar size

ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე აბის ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → მთის კულტურული მემკვიდრეო… 1 bidder 35,596 ₾
NAT260014458 13.07.2026 terminated same category · 39% title match · same buyer · similar size

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, მუჟავას თემი, ჩვინარეს არქიტექტურული კომპლექსის არქეოლოგიური…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები 0 bidders 42,380 ₾
NAT250017426 23.09.2025 contract signed same category · 38% title match · same buyer · similar size

მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქსნის ციხის მიმდებარედ არსებული მტკვარ-არაქსული ნასახლარის არქე…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → ხვამლის ამქარი 1 bidder 47,961 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
შპს ხაზი
არქეოლოგიის განვითარების ფონდი
ხვამლის ამქარი
შპს არქიტექსი