ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250014745
NAT250014745 NAT · აუქციონის გარეშე no result On procurement.gov.ge ↗

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში , მ.ალექსიძის ქუჩის მე-2 შესახვევში, N4-ში მდებარე N211-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღდგენა, გაძლიერება და შშმ პირთათვის ადაპტირება

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 10% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.4 bidders, 31% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45300000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250014745
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45300000-სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება392`151.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი13.08.2025 17:42
წინადადებების მიღება იწყება29.08.2025 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება03.09.2025 13:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი3`922.00 GEL
გარანტიის ოდენობა3`922 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (4)

NAT250014745_ოქმი N2-დაზუსტება-SIGNED.pdf.pdf ქეთევან შერგელაშვილი 09.09.2025 15:31
NAT250014745_14745 დაზუსტებული.xlsx.xlsx გელა შავრეშიანი 10.09.2025 23:37
NAT250014745_14745 დაზუსტებული-signed.pdf.pdf გელა შავრეშიანი 10.09.2025 23:37
NAT250014745_ოქმი N3-დისკვალიფიკაცია-შპს გეგუ-SIGNED.pdf.pdf ქეთევან შერგელაშვილი 15.09.2025 16:51

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს გეგუ 372,003 372,003
NAT250014745_14745.xlsx.xlsx · NAT250014745_14745-signed.pdf.pdf · NAT250014745_დანართი გამოცდილება-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 13.08.2025 17:42 Announced
  • 29.08.2025 00:05 Bidding opens
  • 03.09.2025 11:50 First bid placed (1 bidders in total)
  • 03.09.2025 11:50 Last bid activity
  • 03.09.2025 13:00 Bidding closes
  • 09.09.2025 15:31 Buyer published: NAT250014745_ოქმი N2-დაზუსტება-SIGNED.pdf
  • 10.09.2025 23:37 Buyer published: NAT250014745_14745 დაზუსტებული.xlsx
  • 10.09.2025 23:37 Buyer published: NAT250014745_14745 დაზუსტებული-signed.pdf
  • 15.09.2025 16:51 Buyer published: NAT250014745_ოქმი N3-დისკვალიფიკაცია-შპს გეგუ-SIGNED.pdf
  • 27.08.2026 05:49 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 22 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში , მ.ალექსიძის ქუჩის მე-2 შესახვევში, N4-ში მდებარე N211-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღდგენა, გაძლიერება და შშმ პირთათვის ადაპტირება.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია ხარჯთაღრიცხვით; 1.2.2. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 1.2.3. პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი“-ს შესაბამისად; 1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები; 1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ; 1.2.6. შესრულებული სამუშაო/საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით, ხარჯთაღრიცხვითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს/პარამეტრებს; 1.2.7. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა გადასახადს გადაიხდის მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა სარემონტო სამუშაოები უნდა განახორციელოს 2025 წლის 10 დეკემბრამდე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, მ.ალექსიძის ქუჩის მე-2 შესახვევი, N4-ში მდებარე N211-ე საბავშვო ბაგა-ბაღი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური ზემოქმედებისა) განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: 1. გათბობა-ვენტილაციის სისტემებზე 3 (სამი) წელი; 2. სარემონტო სამუშაოებზე 2 (ორი) წელი; 3. ელექტროგაყვანილობა, სუსტი დენები 2 (ორი) წელი; 4. მანქანა-დანადგარებზე არანაკლებ 3 (სამი) წელი; 5. ასფალტის საფარი 5 (ხუთი) წელი; 6. სათამაშო მოედნის ინვენტარი 2(ორი) წელი; 1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში; 1.6.3. წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სარემონტო სამუშაოებზე გამოყენებული იქნება უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 1.6.4. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, საიდანაც 2.5%-ის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სარემონტო სამუშაოებზე 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ ან მიმწოდებლის მიერ 2.5%-ის იდენტურ თანხაზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე; 1.6.5. შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საგარანტიო ვადის ამოწურვის თარიღს (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი). 1.6.6. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა გააჩნდეს არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 150% ოდენობით ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების (მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების) შესრულების გამოცდილება. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ სრულად დასრულებული ხელშეკრულება/ობიექტი, დადასტურებული საბოლოო მიღება ჩაბარების აქტითა და საბოლოო ანგარიშსწორებით. მიმდინარე ხელშეკრულება/ობიექტი გამოცდილებაში არ ჩაითვლება; 2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2-ები ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მისი წარმოდგენა არ არის სავალდებულო და ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი შესყიდვის სისტემაში რეგისტრაციის უნიკალური ნომერი SPA, NAT, CMR, DAP და ა.შ; 2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული. შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3–ის შესაბამისად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წერილობითი დავალების მიცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. მშენებლობის პროცესში მოხმარებულ ენერგორესურსებსა და წყალზე კომუნალური გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა; 2. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები აწარმოოს შემსყიდველის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების დაწყების თარიღი ორი სამუშაო დღით ადრე აცნობოს შემსყიდველს; 3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით; 4. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება; 5. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით; 7. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
3 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-10%–ის ოდენობით. 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას). საავანსო თანხა გაიცემა სახელშეკრულებო ღირებულების 25 %-ის ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. 7.1.1.2. უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 7.1.1.3. წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ყოველი შესრულებული სამუშაოდან გაიქვითება გაცემული ავანსის 25-%. ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
სამშენებლო სამუშაოები- ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის და შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის, (დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ) საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი).
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან შერგელაშვილი, 599687788, ketishergelashvili20@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილებისა) წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: რეკვიზიტები, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით; (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 10.1.6. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. დანართი N2 ხარჯთაღრიცხვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, დანართი N3–ის შესაბამისად; 3. საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები; ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და ხელშკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მისი წარმოდგენა არ არის სავალდებულო და ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი შესყიდვის სისტემაში რეგისტრაციის უნიკალური ნომერი SPA. NAT, CMR, DAP და ა.შ.). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია დანართი N1-ის შესაბამისად. შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250016945 16.09.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში , მ.ალექსიძის ქუჩის მე-2 შესახვევში, N4-ში მდებარე N211-…

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვი… 45300000სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები → შპს რემონტი2 3 bidders 392,151 ₾
NAT260016019 03.08.2026 evaluation same category · similar size

ქალაქ ფოთში, შუქნიშნების მოწყობა, კერძოდ: აღმაშენებლისა და გორგასლის გადაკვეთის კვანძზე…

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45300000სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 1 bidder 390,140 ₾
NAT260015419 24.07.2026 contract prep same category · similar size

შპს „სპორტმშენსერვისის“ საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. N15ა-ში მდებ…

შ.პ.ს სპორტმშენსერვისი 45300000სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები → შპს ჯი თი ჯი 1 bidder 442,794 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ელრაპ
შპს რემონტი2
შპს ჰიგეა
შპს ჩიკა
შპს ელ შოპი