ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250014765
NAT250014765 NAT · აუქციონის გარეშე no result On procurement.gov.ge ↗

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა

7% outside our line

Can we win this?

7% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 11% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.8 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾50k–200k: we have won 2 of 12 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 71300000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250014765
შესყიდვის სტატუსიდასრულებულია უარყოფითი შედეგით
შემსყიდველისაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია71300000-საინჟინრო მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება63`601.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობამოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი13.08.2025 19:39
წინადადებების მიღება იწყება26.08.2025 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება29.08.2025 14:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი636.00 GEL
გარანტიის ოდენობა636 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაარქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (5)

NAT250014765_ოქმი #2 ხვამლი.pdf.pdf ქრისტინე ჩილინგარაშვილი 05.09.2025 18:40
NAT250014765_ოქმი #3 - ხვამლი -დისკვალიფიკაცია signed.pdf.pdf ქრისტინე ჩილინგარაშვილი 12.09.2025 17:42
NAT250014765_ოქმი #3 - ხვამლი -დისკვალიფიკაცია signed.pdf.pdf ქრისტინე ჩილინგარაშვილი 12.09.2025 17:44

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
ხვამლის ამქარი 63,601 63,601
NAT250014765_ხარჯთაღრიცხვა_სატენდერო ხვამლის_ხარჯთაღრიცხვა_2025 წელი-signed.pdf.pdf · NAT250014765_ხარჯთაღრიცხვა_სატენდერო ხვამლის_ხარჯთაღრიცხვა_2025 წელი.xlsx.xlsx · NAT250014765_პრეტენდენტის გამოცდილება_გამოცდილება დანართი მომსახურება-signed.pdf.pdf · NAT250014765_არქეოლოგიური სამუშაოების პროექტი_ხვამლის 2025 წლის არქეოლოგიური გათხრების პროექტი-signed.pdf.pdf · NAT250014765_გეგმა-გრაფიკი_სამუშაოთა+ჩატარების+გეგმა-გრაფიკი-signed.pdf.pdf · NAT250014765_ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ_დანართი N1 ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ-signed.pdf.pdf · NAT250014765_ხელმძღვანელი_ხელმძღვანელი-signed.pdf.pdf · NAT250014765_ხელმძღვანელის დიპლომის ასლი_ხელმძღვანელის დიპლომის ასლი-signed.pdf.pdf · NAT250014765_არქიტექტორის კვალიფიკაცია_არქიტექტორი ხვამლი-signed.pdf.pdf · NAT250014765_არქიტექტორის დიპლომის ასლი_დიპლომის ასლი-არქიტექტორი-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 13.08.2025 19:39 Announced
  • 26.08.2025 00:00 Bidding opens
  • 27.08.2025 11:36 First bid placed (1 bidders in total)
  • 27.08.2025 11:36 Last bid activity
  • 29.08.2025 14:00 Bidding closes
  • 05.09.2025 18:40 Buyer published: NAT250014765_ოქმი #2 ხვამლი.pdf
  • 09.09.2025 12:14 Buyer published: NAT250014765_არქეოლოგიური კვლევის პროექტი_ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის 2025 წლის არქეოლოგიური კვლევის პროექტი.pdf-signed.pdf (11/09/2025 10:09)
  • 11.09.2025 22:24 Buyer published: NAT250014765_ცაგერის მუნიციპალიტეტი ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის 2025 წლის არქეოლოგიური კვლევის პროექტი.pdf-signed.pdf
  • 12.09.2025 17:42 Buyer published: NAT250014765_ოქმი #3 - ხვამლი -დისკვალიფიკაცია signed.pdf
  • 12.09.2025 17:44 Buyer published: NAT250014765_ოქმი #3 - ხვამლი -დისკვალიფიკაცია signed.pdf
  • 27.08.2026 05:48 Current status: no result

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 17 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა ხვამლი, იგივე ხომლი, კირქვული მასივია ლეჩხუმში, ხვამლის მთის პლატოზე, სიგრძე 10.5, სიგანე 7კმ, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002მ. (თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ცაგერის მუნიციპალიტეტი) არაერთი სრულიად შეუსწავლელი, სხვადასხვა პერიოდის-ქვ. პალეოლითი გვ. შუა საუკუნეები - არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს ზღვის დონიდან 1942 მეტრ სიმაღლეზე G.P.S. 4230511-4242944 დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის მიმდებარედ ფუნქციურად და ქრონოლიგიურად განსხვავებული ნაგებობების ნაშთები შეინიშნება. დღეს არსებული შენობა XIX საუკუნის ბოლო წლებშია აგებული, ძველი ნაგებობის ადგილზე 2007 წელს გაიწმინდა გალავნის მცირე ფრაგმენტი და კარიბჭე, რამაც გაამყარა ვარაუდი კომპლექსის ქრისტიანობამდელ წარმოშობაზე. კარიბჭე და გალავნის მონაკვეთი გვ. ანტიკური ხანით დათარიღდა, თუმცა არ იქნა გამორიცხული, საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, უფრო ადრეული ფენების გამოვლენა. სრულყოფილი არქეოლოგიური გათხრები პირველად 2015 წელს ჩატარდა 2 უბანზე. გაითხარა ორი წრიული, ერთი ნახევარწრიული ნაგებობა (GPS კოორდინატები - 4230511, 4242944) და რამოდენიმე მღვიმე (GPS კოორდინატები - 4230338, 4243126). ძეგლებზე გამოვლენილი მასალის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ძვ.წ. I ათასწ. I ნახევარს. ასევე, რომაულ, ადრეშუასაუკუნეების და განვით. ფეოდალურ პერიოდებს. 2016 წელს გათხრები გაგრძელდა ეკლესიის გალავნის მიმდებარედ. შედეგად დაფიქსირდა კლდეში ჩაჭრილი ქვით ნაგები ოთხკუთხა ნაგებობის ნაშთი, ძეგლი წინასწარულად წინაანტიკური ხანით დათარიღდა. 2017 წელს გათხრების შედეგად გამოვლინდა კირის გამოსაწვავი ორმო, რომელიც მოპოვებული მასალის მიხედვით დათარიღდა ადრე შუასაუკუნეებით (GPS კოორდინატები-4230336, 4243128). 2018 წელს არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ (GPS კოორდინატები - 4230512, 4242945; 4230512, 4242947). ასევე ადგილ “თიხებში” ტბის მიმდებარედ აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტზე (GPS კოორდინატები - 4230512, 4242945. 2019 წელს წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთით, (GPS კოორდინატები -08312945, 4710912) აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების მარანი. იმავე წელს მიკვლეული იქნა ორი წარწერიანი ქვა, რომელიც სპეციალისტთა შეფასებით X-XI საუკუნეებს ეკუთვნის. 2020 წელს არქეოლოგის ზედამხედველობით დასრულდა კარიბჭის გაწმენდა, ასევე გაიწმინდა მთავარი გალავანის ნაწილი (45 მ), წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე ორი სათავსო და მარანი. გასულ წელს, არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდა სამ უბანზე- N1 უბანზე გალავნის 30/8 მ ფართობზე , N2 უბანზე სარიტუალო გზის მარცხენა კედელის 20/8 მეტრის ფართობზე და წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარედ უბან N 3 ზე, სადაც 2020 წელს შესწავლილ იქნა N4 ნაგებობა. უდავოა, რომ ამ უნიკალური მთის პლატოზე, ფერდობებსა და მისადგომებთან არსებული ობიექტების არქეოლოგიური კვლევა_ძიება მნიშვენელოვანია პირველყოფილი ადამიანის ნაკვალევის, პრეისტორიული მეტალურგიის, რწმენა-წარმოდგენების, ისტორიული გზების, მიგრაციული პროცესების, ხვამლის გამოქვაბულების დანიშნულების, მათი ქრონოლოგია_სტრატიგრაფიის და ა. შ., თვალსაზრისით. 2022 წლის არქეოლოგიური გათხრების დროს ეკლესიის დასავლეთით გამოვლინდა არქეოლოგიური ობიექტი,რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს კლდოვან ქანზე ფლეთილი ქვით მოწყობილ სარიტუალო ბაქანს. ამავე წელს დასრულდა კარიბჭის მარცხნივ გალავნის გაწმენდა საძირკვლის დონემდე. გათხრების შედეგად გამოჩნდა 1 მეტრის სიმაღლის კედელი. კედლის სიგანე 1.20 მეტრია გალავნის შემორჩენილი კედლის ქვედა რეგისტრის წყობა, სავარაუდოდ ყველაზე ადრეულ ფენას უნდა წარმოადგენდეს. ის ნაგებია მეგალითური ნახევრად დამუშავებული ქვებისაგან. როგორც ჩანს მიწისძვრის შედეგად გალავნის დიდი ნაწილი გადანგრეულია და მოგვიანო პერიოდში არის აღდგენილი შედარებით მცირე ზომის დაუმუშავებელი ქვებისაგან მშრალი წყობით. 2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის, „ახალგაზრდები არქეოლოგებთან ერთად“ ფარგლებში, ჩატარდა დაზვერვები სოფელ ოყურეშის მიმდებარედ ადგილ „ნაქალაქარზე“ სადაც ზედაპირული დათვალიერებით აღმოჩნდა მშრალი წყობით ნაგებია კედლების და ნაგებობების ნაშთები. აღსანიშნავია რომ ამ ადგილებშია შემთხვევით აღმოჩენილი ცნობილი ოყურეშის განძი. რომელიც ამჟამად ცაგერის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერული შესწავლა. ობიექტი მდებარეობს ორ მდინარეს შორის ხერთვისზე და თითქმიs ყველა მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. სოფელ ოყურეშის მიმდებარედ ადგილ „ნაქალაქარზე“, არქეოლოგიური გათხრების შედეგად (მთლიანობაში, არქეოლოგიური ობიექტის შესასწავლად მოეწყო 12 საცდელ-საძიებო თხრილი. ფ. #98) დადასტურდა ვრცელ ტერიტორიაზე განფენილი ნამოსახლარი (სავარაუდოდ ნაქალაქარი) და. ნაქალაქარი და სამაროვანი განლაგებულია შემაღლებულ ტერიტორიაზე და დაცულია საფორტიფიკაციო სისტემით. ტერიტორიის გარშემო, რამდენიმე ადგილას შეიმჩნევა კლდის ნახევრად დამუშავებული ქვით ნაშენი სათავდაცვო გალავანი. არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე, წინასწარულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერიტორია დასახლებულია ადრერკინის ხანაში (ძვ.წ. VIII-VII სს.); ადრეანტიკურ ხანაში (ძვ.წ. VI-IV სს.); რომაულ ხანაში (ახ.წ. I-III სს.); შუა საუკუნეებში. მომავალი არქეოლოგიური კვლევების დროს შესაძლებელია გამოვლინდეს სხვა პერიოდის კულტურული ფენებიც. როგორც ჩანს, აღნიშნული ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანტიკურ ხანაში ნამოსახლარი თანდათან ყალიბდება ქალაქად. აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტია სამარხ # 2- ში აღმოჩენილი ინვენტარი. სამარხი ეკუთვნოდა სოციალურად დაწინაურებული ფენის წარმომადგენელს. მისი ინვენტარის ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ გარდაცვლილი ქალაქის მაცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. მომავალი არქეოლოგიური გათხრები მრავალ საინტერესო სამეცნიერო პრობლემას მოჰფენს ნათელს. სავარაუდოა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსალოდნელია იმპორტული მასალის აღმოჩენაც, რაც პირდაპირი მანიშნებელი იქნება სავაჭრო გზების არსებობისა, რომელიც კვეთდა აღნიშნულ ქალაქს. 2024 წელს ჩატარდა არქეოლოგიური დაზვერვები სოფ. ოფიტარას სამხრეთ-აღმოსავლეთით, წმ.გიორგის ტბისკენ, ტყის სიღრმეში, ზღვის დონიდან 870-1000 მ-ის სიმაღლეზე აღმოჩნდა უცნობი. ნამოსახლარი, სადაც დასტურდება სათავსოთა ნაშთები, ტერასების გასამაგრებელი კედლები, ნაგები კლდის ნატეხი ქვის მშრალი წყობით. დასახლება საკმაოდ ინტენსიურია და ხშირ შემთხვევაში, სათავსოებს ერთი კედელი ჰყოფს. კედლების სისქე 1,5 მ-ია და სიმაღლეში მერყეობს 0.50 მ. დან 1.70მ დაზვერითი ექსპედიციის შედეგად მიკვლეულია აქამდე უცნობი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიეტები და არტეფაქტები, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ ფართეა და ქვის ხანიდან, გვიან შუა საუკუნეებამდე მერყეობს.  ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, სოფ. ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სმაროვანზე და სოფ. ოფიტარასთან "ხვადაბუნების" ნასახლარზე ჩასატარებელი სამუშოები: 1. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, კარიბჭის მარჯვნივ გალავნის გარშემო ჰუმუსის მოხსნა 20X4X 0.3 მ; 2. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, გალავნის გარშემო არქეოლოგიური კვლევა ფართობით 20X4 კვ.მ.; 3. ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე, გალავნის გარშემო არქეოლოგიური კვლევა, არქეოლოგიური ფენების პრეპარაცია ფართობით 20X4 კვ.მ; 4. სოფელ ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სამაროვანზე 2 თხრილის ჰუმუსის მოხსნა თვითოეული ზომით 10X10X0.3მ; 5. სოფელ ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სამაროვანზე 2 თხრილის არქეოლოგიური შესწავლა 10X10 მ.; 6. სოფელ ოყურეშთან ადგილ "ნაქალაქარის" სამაროვანზე 2 თხრილში 10X10 მ. გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია; 7. სოფელ ოფიტარასთან ადგილ "ხვადაბუნებთან" არსებულ სავარაუდო ნასახლარზე ჰუმუსის მოხსნა, ფართობი 15X7X0,3 მ; 8. სოფელ ოფიტარასთან ადგილ "ხვადაბუნბზე" სავარაუდო ნასახლარის გათხრილი არეალის არქეოლოგიური კვლევა, ზომით 15X 7 მ; 9. მიწის გატანა ხელით და ურიკით 30-40 მ. მანძილზე; 10. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია (40 კვ მ.)  არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით; მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა; სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან; თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად; არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლად გამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.  ძირითადი პირობები მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ტექსტი აკრეფილი უნდა იყოსA4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -Sylfaen; ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15; ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს. ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით. სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში. რეზიუმე ინგლისურ ენაზე. შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი). მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მესაკუთრე; შემსყიდველი; მიმწოდებელი; ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;  შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით: შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები; შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ_ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი; შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500) GPSკოორდინატებით; არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით; შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა; ტექსტური აღწერილობა;  სამუშაოთა შესრულების ვადები შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე. შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორია
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2015 წლიდან არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო. პრეტენდენტმა ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგ(ებ)ი და მხატვარ-არქიტექტორი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიური სამუშოების განხორციელების პროცესში მონაწილე არქეოლოგ(ებ)ის, მხატვარ-არქიტექტორის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1). ობიექტზე არქეოლოგების რაოდენობას განსაზღვრავს მიმწოდებელი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 (დაზუსტებული ინფორმაცია უნდა ასახოს ხარჯთაღრიცხვაში). პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული მონაწილე არქეოლოგის (ხელმძღვანელის) და მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით. თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო. გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად). დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
მიმწოდებელი ვალდებულია: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. 2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ ბაგაშვილი, 599335183, tamaribagashvili13@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. 9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა. 10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. 11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (როგორც PDF-ის, ისე EXCEL - ის ფორმით); სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ. სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250017425 23.09.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → ხვამლის ამქარი 1 bidder 63,601 ₾
NAT260016642 07.08.2026 evaluation same category · 48% title match · same buyer · similar size

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხვამლისა მთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასატარებელი გადარჩ…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები 1 bidder 58,822 ₾
NAT250014672 12.08.2025 contract signed same category · 41% title match · same buyer · similar size

დმანისის მუნიციპალიტეტი, ბაშფლების ტბის წყალქვეშა და მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური …

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → არქეოლოგიის განვითარების … 1 bidder 59,636 ₾
NAT250014669 12.08.2025 contract signed same category · 45% title match · same buyer · similar size

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → საექსპედიციო მოძრაობის კვ… 1 bidder 45,330 ₾
NAT250016714 11.09.2025 contract signed same category · 41% title match · same buyer · similar size

კასპის მუნიციპალიტეტი, გრაკლიანი გორის არქეოლოგიური კვლევა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 71300000საინჟინრო მომსახურებები → არქეოლოგიური ასოციაცია 1 bidder 57,722 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
შპს ხაზი
შპს არქ-ლაითი
არქეოლოგიის განვითარების ფონდი
შპს არქიტექსი