ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250016096
NAT250016096 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ღონისძიების „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა“ ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალების გადამზადება

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 13% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.6 bidders, 49% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Deal size ₾10k–50k: we have won 8 of 15 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 80500000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N72 fulfilled 1 amendment Contract PDF ↗
14,850 ₾ contract amount 14,850 ₾ (100%) actually paid 24.09.2025 – 29.01.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
14,849.50 ₾ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2025 Q4 20.11.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250016096
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია80500000-სატრენინგო მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება22`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი02.09.2025 17:55
წინადადებების მიღება იწყება08.09.2025 00:02
წინადადებების მიღება მთავრდება10.09.2025 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი110.00 GEL
გარანტიის ოდენობა220 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (5)

NAT250016096_ინეტერსთა კონფლიქტი.pdf.pdf მადონა სამნიძე 12.09.2025 12:23
NAT250016096_ოქმი N2..pdf.pdf მადონა სამნიძე 12.09.2025 12:23
NAT250016096_სერტიფიკატები (6).pdf.pdf მინდია გაბაიძე 14.09.2025 12:52
NAT250016096_ოქმი N3.pdf.pdf მადონა სამნიძე 18.09.2025 15:33

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
მინდია გაბაიძე 15,555 15,555 won
NAT250016096_დანართი N2 - ფასების ცხრილი.xlsx.xlsx · NAT250016096_დანართი N2 - ფასების ცხრილი-signed.pdf.pdf · NAT250016096_გამოცდილება სრული...4-signed.pdf.pdf · NAT250016096_ტექნიკური დოკუმენტაცია სოფლის სამინისტრო-signed.pdf.pdf
საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრი 21,500 21,500
NAT250016096_დანართი N2 - ფასების ცხრილი -signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 02.09.2025 17:55 Announced
  • 08.09.2025 00:02 Bidding opens
  • 08.09.2025 19:36 First bid placed (2 bidders in total)
  • 10.09.2025 11:04 Last bid activity
  • 10.09.2025 12:00 Bidding closes
  • 12.09.2025 12:23 Buyer published: NAT250016096_ინეტერსთა კონფლიქტი.pdf
  • 12.09.2025 12:23 Buyer published: NAT250016096_ოქმი N2..pdf
  • 14.09.2025 12:52 Buyer published: NAT250016096_საექსპერტო დასკვნა_NAT250016096-signed.pdf
  • 14.09.2025 12:52 Buyer published: NAT250016096_სერტიფიკატები (6).pdf
  • 18.09.2025 15:33 Buyer published: NAT250016096_ოქმი N3.pdf
  • 24.09.2025 00:00 Contract signed: N72 — 14,850 ₾
  • 27.08.2026 06:08 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 15 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ღონისძიების „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა“ ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალების გადამზადება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება ღონისძიების ფარგლებში ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) შეირჩევა ხუთი მენტორი ქალი, რომელთაც აქვთ აგრარული სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით წარმატებული საქმიანობა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. ისინი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითა და შესაბამისი უნარებისა და თეორიული ცოდნის გაზიარების მიზნით მუნიციპალიტეტებში გადაამზადებენ ადგილზე შერჩეულ სოფლად მცხოვრებ ქალებს (არანაკლებ 8 და არაუმეტეს 10 მონაწილე ქალი თითო მუნიციპალიტეტში), რომლებიც მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას კონკრეტული საქმიანობის შესახებ. ასევე მოხდება პრაქტიკული საველე გასვლა ადგილზე მენტორი ქალის წარმოების გასაცნობად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ჯამში გადამზადება მოიცავს 3 დღეს, საიდანაც 2 დღე დაეთმობა თეორიული ტრენინგის ჩატარებას, ხოლო 1 დღე საველე გასვლას. 1. სოფლად მცხოვრები ქალების გადამზადების ღონისძიების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: 1.1. ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) სატრენინგო სივრცით უზრუნველყოფა - სატრენინგო სივრცე უნდა იყოს კეთილმოწყობილი და აღჭურვილი შესაბამისი ავეჯით არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 პირზე (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მსმენელი საკანცელარიო ნაკრებით (ზამბარიანი რვეული, ბურთულიანი კალამი), ასევე დაფით და დაფის მარკერით, საჭიროების შემთხვევაში - პროექტორი, პროექტორის ეკრანი, კომპიუტერი/ლეპტოპი, ინტერნეტი)). 1.2. ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) სატრენინგო სივრცეში ხუთი მენტორი ქალის მიერ ტრენინგის ჩატარება - 2 დღე, დღეში არანაკლებ 3 საათით. 1.3. ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ხუთი მენტორი ქალის მიერ საველე ტრენინგის განხორციელება მენტორი ქალის წარმოების გასაცნობად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად - 1 დღე, არანაკლებ 6 საათით. 1.4. მენტორი ქალისა და სოფლად მცხოვრები ქალების (არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 პირის თითოეულ მუნიციპალიტეტში) ტრანსპორტით მომსახურება საცხოვრებელი ადგილიდან სატრენინგო სივრცემდე და უკან - 2 დღე. 1.5. მენტორი ქალისა და სოფლად მცხოვრები ქალების (არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 პირის თითოეულ მუნიციპალიტეტში) ტრანსპორტით მომსახურება საცხოვრებელი ადგილიდან მენტორი ქალის საწარმომდე და უკან - 1 დღე. 1.6. მუნიციპალიტეტებში სატრენინგო სივრცეში ტრენინგის დაწყებამდე ყავაზე შესვენება - ცივი და ცხელი სასმელები, დესერტი არანაკლებ 3 სახეობა, არაუმეტეს 11 პირისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში. 1.7. მესამე დღეს საველე ტრენინგის დაწყებამდე - ცივი და ცხელი სასმელები, დესერტი. შესვენებაზე სადილი - უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი სასმელებით, დესერტით არანაკლებ 3 სახეობა და კანაპე მენიუ, არაუმეტეს 11 პირისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში. 1.8. ღონისძიების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ტრენინგზე მსმენელთა დასწრების შესახებ ინფორმაცია, მსმენელებისა და მენტორი ქალების ხელმოწერებით დამოწმებული. 1.9. ღონისძიების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადამზადებული სოფლად მცხოვრები ქალებისათვის სერტიფიკატების გადაცემა შემსყიდველის სახელით, ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. 2. მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ქვემოთ ჩამოთვლილი დარგების მიხედვით მენტორი ქალების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმებით: - მენტორი ქალი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, 21 წლიდან 65 წლამდე. - სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმატებულ საქმიანობას ახორციელებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, კერძოდ: • ხულოს მუნიციპალიტეტი - მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოება; • შუახევის მუნიციპალიტეტი - მეფუტკრეობა; • ქედის მუნიციპალიტეტი - მეღვინეობა; • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - აგროტურიზმი; • ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ჩირის წარმოება. მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) გადასამზადებელი სოფლად მცხოვრები ქალების (არანაკლებ 8 და არაუმეტეს 10 ქალი თითოეულ მუნიციპალიტეტში) შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: - ქალი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ასაკის და ზემოთ; - მცხოვრები ერთ-ერთ შესაბამის მუნიციპალიტეტში. 3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადასამზადებელი სოფლად მცხოვრები ქალებისა და მენტორი ქალების სახელობითი სიის წარმოდგენა შემსყიდველთან შესათანხმებლად. სოფლად მცხოვრები ქალებისა და მენტორი ქალების სახელობითი სიის შედგენა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული წერილობითი კორესპონდეციების საფუძველზე. სიასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მენტორი ქალების წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისიძიებებში მონაწილების შესახებ. 4. ტრენინგის დაწყების თარიღი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. ტრენინგის დაწყებამდე 2 დღით ადრე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მენტორი ქალის მიერ შედგენილი შესაბამისი თემატიკის წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც 3 დღის განმავლობაში სოფლად მცხოვრებ ქალებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას კონკრეტული აგრარული საქმიანობის მიმართულებით. 5. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შენიშვნა: ტექნიკური დავალება დანართის სახით დაერთვება გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და სავალდებულო იქნება მისი ყოველი პუნქტის შესრულება. პრეტენდენტის ხელმოწერა -------------------------
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 აგვისტოდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში გაწეული (დასრულებული) უნდა ჰქონდეს ანალოგიური სირთულის, ხასიათისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება არანაკლებ 2 (ორი). ანალოგიური სირთულის, ხასიათისა და შინაარსის ღონისძიებების მომსახურებად ჩაითვლება მომსახურება, რომელიც მოიცავს ადამიანთა ჯგუფებისათვის (არანაკლებ 10 ადამიანი) ქვემოთ ჩამოთვლითაგან გაწეული მომსახურებების არანაკლებ ორ კომპონენტს: ტრენინგის/გადამზადების ორგანიზება, კვება, ტრანსპორტირება ან/და ტრენინგის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს. ბ) აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და სხვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა. გ) ინფორმაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #3 სახით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ტექნიკური დავალება - დანართი N1, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად; 2. ფასების ცხრილი - დანართი N2-ის მიხედვით; 3. ინფორმაცია და დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ა) თუ ერთიან ელექტორნულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობის ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით. გ) წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის/ინვოისის წარმოდგენის შემდეგ. 3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ანგარიშფაქტურის/ინვოისის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამილა ჩხარტიშვილი, 577726363, chkhartishvili.t@gmail.com ატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/დასატენდერო კომისიის აპარატში ქ. ბათუმი, აკ. მ. კომახიძისქუჩა N119, მე–5 სართული. საკონტაქტო პირი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესყიდვების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამილა ჩხარტიშვილი (422) 24-78-49. ტელ: 577 72 63 63, sheskidvebistvis@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად. 10.1.2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ). 10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი). 10.1.4. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ფასების ცხრილი ან წარმოდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 10.1.5. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული. 10.1.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260013126 25.06.2026 no result same category · 49% title match · similar size

სამინისტროს 2026 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპროგრამის „აგრარუ…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის… 80500000სატრენინგო მომსახურებები 3 bidders 20,000 ₾
NAT260002891 17.02.2026 contract signed same category · similar size

პროექტის „ვორქშოფი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“ ფარგლებშ…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუს… 80500000სატრენინგო მომსახურებები → ინდივიდუალური მეწარმე სქი… 5 bidders 20,225 ₾
NAT260004376 05.03.2026 contract signed same category

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის: „დასაქმების…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმ… 80500000სატრენინგო მომსახურებები → სსიპ კოლეჯი ,,ბლექსი“ 1 bidder 40,000 ₾
NAT260006247 26.03.2026 terminated same category · similar size

ეფექტური კომუნიკაცია და უკუკავშირის კულტურის ტრენინგ-კურსის მომსახურების სახელმწიფო შეს…

ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვი… 80500000სატრენინგო მომსახურებები 1 bidder 22,000 ₾
NAT260004375 05.03.2026 contract signed same category

დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების გზით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდებ…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმ… 80500000სატრენინგო მომსახურებები → სსიპ კოლეჯი ,,ახალი ტალღა" 1 bidder 40,000 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

This buyer usually awards to

across all categories

შპს სენა ავტო
შპს მზა ჩითილი
ჰერმესი
შპს კოფთა
შპს გამა-გ