ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250018404
NAT250018404 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

ქალაქ ფოთში, ნინოშვილის ქუჩა N39-ში და N41-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის N452 განკარგულება) დაფინანსებით. სახელმწიფო ტრანსფერი - 100%. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 129 527,00 (ერთი მილიონ ასოცდაცხრა ათას ხუთას ოცდაშვიდი) ლარს, დღგ-ს გარეშე, მათშორის: ა) ნინოშვილის ქუჩა N39-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია - 589968,60 (ხუთასოთხმოცდაცხრა ათას ცხრაასსამოცდარვა ლარი და 60 თეთრი) ლარი. ბ) ნინოშვილის ქუჩა N41-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია - 539558,40 (ხუთასოცდაცხრამეტი ათას ხუთასორმოცდათვრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 146 tenders 2.2 avg bidders 13 failed 156 CMR deals
5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 16% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.4 bidders, 29% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45400000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N169 running 79 days remaining 1 amendment Contract PDF ↗
1,201,239 ₾ contract amount 430,646 ₾ (36%) actually paid 04.12.2025 – 15.11.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
91,219.69 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 07.04.2026
117,875.31 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 25.05.2026
121,984.04 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 29.05.2026
99,566.70 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 11.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250018404
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45400000-შენობის დასრულების სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება1`129`527.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო პირობები.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი15.10.2025 18:12
წინადადებების მიღება იწყება31.10.2025 00:09
წინადადებების მიღება მთავრდება05.11.2025 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი11`295.00 GEL
გარანტიის ოდენობა11`295 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადასამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 270 (ორასსამოცდაათი) კალენდარული დღე;
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (16)

NAT250018404_ინტერესთა კონფლიქტი.pdf.pdf მაია სულავა 12.11.2025 18:53
NAT250018404_სხდომის ოქმი N 2.pdf.pdf მაია სულავა 12.11.2025 18:53
NAT250018404_NAT250018404 ხარჯთაღრიცხვა.xlsx.xlsx მანანა ზაალიშვილი 17.11.2025 13:45
NAT250018404_გრაფიკი.xlsx.xlsx მანანა ზაალიშვილი 17.11.2025 13:45
NAT250018404_NAT250018404 ხარჯთაღრიცხვა-signed.pdf.pdf მანანა ზაალიშვილი 17.11.2025 19:13
NAT250018404_გრაფიკი-signed.pdf.pdf მანანა ზაალიშვილი 17.11.2025 19:13
NAT250018404_სხდომის ოქმი N 3.pdf.pdf მაია სულავა 20.11.2025 18:14
NAT250018404_დავალიანების არქონა.pdf.pdf მანანა ზაალიშვილი 24.11.2025 16:07
NAT250018404_ამონაწერი რეესტრიდან.pdf.pdf მანანა ზაალიშვილი 24.11.2025 16:07
NAT250018404_ყადაღის არქონა.pdf.pdf მანანა ზაალიშვილი 24.11.2025 16:08
NAT250018404_ინტერესთა კონფლიქტი.pdf.pdf მაია სულავა 26.11.2025 16:48
NAT250018404_სხდომის ოქმი N 4.pdf.pdf მაია სულავა 26.11.2025 16:48
NAT250018404_გარანტია 1.pdf.pdf მანანა ზაალიშვილი 01.12.2025 18:06
NAT250018404_გარანტია 2.PDF.pdf მანანა ზაალიშვილი 01.12.2025 18:06

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ჯეოგიდი 1,018,000 1,018,000 won
შპს ბემა 1,042,980 1,042,980
NAT250018404_ხარჯთაღრიცხვა -ფასადები.xlsx.xlsx · NAT250018404_ხარჯთაღრიცხვა -ფასადების.pdf.pdf · NAT250018404_კვალიფიკაცია.pdf.pdf · NAT250018404_ანალოგიური სამუშაოები-შპს ბემა-25.pdf.pdf · NAT250018404_დანართი N 6 - გრაფიკი -ფასადები.pdf.pdf
შპს ბიელი 1,095,860 1,095,860
NAT250018404_18404 სპეციალისტების ხელშეკრულებები-signed.pdf.pdf · NAT250018404_დანართი N5 -სპეციალისტები ი. დვალიშვილი-signed (18404).pdf.pdf · NAT250018404_დანართი N5 -სპეციალისტები ბ. მჭედლიძე-signed (18404).pdf.pdf · NAT250018404_გამოცდილება 2025 - შპს ბიელი 04.11-signed.pdf.pdf · NAT250018404_დანართი N 6 - გრაფიკი (18404).xlsx.xlsx · NAT250018404_დანართი N 6 - გრაფიკი (18404)-signed.pdf.pdf · NAT250018404_ფოთი ხარჯ.xlsx.xlsx · NAT250018404_ფოთი ხარჯ-signed.pdf.pdf · NAT250018404_36584666 (1).pdf.pdf
შპს იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY 1,129,527 1,114,000
NAT250018404_ხარჯთაღრიცხვა (7).xlsx.xlsx

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 15.10.2025 18:12 Announced
  • 31.10.2025 00:09 Bidding opens
  • 04.11.2025 12:07 First bid placed (4 bidders in total)
  • 05.11.2025 08:10 Last bid activity
  • 05.11.2025 12:00 Bidding closes
  • 12.11.2025 18:53 Buyer published: NAT250018404_ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 12.11.2025 18:53 Buyer published: NAT250018404_სხდომის ოქმი N 2.pdf
  • 17.11.2025 13:44 Buyer published: NAT250018404_8 შრომითი ხელშეკრულება ჯეოგიდი +.pdf
  • 17.11.2025 13:45 Buyer published: NAT250018404_NAT250018404 ხარჯთაღრიცხვა.xlsx
  • 17.11.2025 13:45 Buyer published: NAT250018404_გრაფიკი.xlsx
  • 17.11.2025 19:13 Buyer published: NAT250018404_NAT250018404 ხარჯთაღრიცხვა-signed.pdf
  • 17.11.2025 19:13 Buyer published: NAT250018404_გრაფიკი-signed.pdf
  • 20.11.2025 18:14 Buyer published: NAT250018404_სხდომის ოქმი N 3.pdf
  • 24.11.2025 16:07 Buyer published: NAT250018404_დავალიანების არქონა.pdf
  • 24.11.2025 16:07 Buyer published: NAT250018404_რეორგანიზაცია ლიკვიდაციის არქონა.pdf
  • 24.11.2025 16:07 Buyer published: NAT250018404_ამონაწერი რეესტრიდან.pdf
  • 24.11.2025 16:08 Buyer published: NAT250018404_ყადაღის არქონა.pdf
  • 26.11.2025 16:48 Buyer published: NAT250018404_ინტერესთა კონფლიქტი.pdf
  • 26.11.2025 16:48 Buyer published: NAT250018404_სხდომის ოქმი N 4.pdf
  • 01.12.2025 18:06 Buyer published: NAT250018404_გარანტია 1.pdf
  • 01.12.2025 18:06 Buyer published: NAT250018404_გარანტია 2.PDF
  • 04.12.2025 00:00 Contract signed: N169 — 1,201,239 ₾
  • 27.08.2026 06:16 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 31 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ ფოთში, ნინოშვილის ქუჩა N39-ში და N41-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 11 მარტის N452 განკარგულება) დაფინანსებით. სახელმწიფო ტრანსფერი - 100%. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 129 527,00 (ერთი მილიონ ასოცდაცხრა ათას ხუთას ოცდაშვიდი) ლარს, დღგ-ს გარეშე, მათშორის: ა) ნინოშვილის ქუჩა N39-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია - 589968,60 (ხუთასოთხმოცდაცხრა ათას ცხრაასსამოცდარვა ლარი და 60 თეთრი) ლარი. ბ) ნინოშვილის ქუჩა N41-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია - 539558,40 (ხუთასოცდაცხრამეტი ათას ხუთასორმოცდათვრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარი.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა: 1) ნინოშვილის ქუჩა N39 დემონტაჟის სამუშაოები ფასადზე ხარაჩოების მოწყობა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დაშლა (დემონტაჟი); შენობის ფასადების გასუფთავება საღებავისაგან და ნაშხეფისაგან; შენობის აივნების ძირებიდან და შუბლიდან დაზიანებული ნალესის ფენის დემონტაჟი; ხის ფანჯრების დემონტაჟი; შენობის ხის კარების დემონტაჟი; სადარბაზოს კარების დემონტაჟი; აივნებიდან პოლიკარბონატის ფილების დემონტაჟი; მინაბლოკის საფარის დემონტაჟი; სამშენებლო ნაგვის დატვირთვა ავტო თვითმცლელზე მანქანა-მექანიზმების დახმარებით; სამშენებლო ნაგვის გატანა ტერიტორიიდან; სამშენებლო სამუშაოები ფასადზე მეტალოპლასტმასის ფანჯრის ბლოკების მონტაჟი ორმაგი მინაპაკეტით1,6*2,3*4ც+1,4*1,6*38+0,9*1,5*4ც; ალუმინის ფანჯრის ბლოკის მოწყობა 1,5*1,7*17; მეტალოპლასტმასის შემინული კარის ბლოკების მონტაჟი (აივნებზე) 0,9*2,3*19ც; სადარბაზოს ლითონის კარების ბლოკის დამზადება და მონტაჟი 1,7*2,4*2; ახლად მოწყობილი ფანჯრებისა და კარების გვერდულების შელესვა ცემენტის რთული ხსნარით; აივნების ძირების და შუბლის შელესვა ქვიშა-ცემენტი ხსნარით; შენობის ზეძირკვლის შელესვა ქვიშა-ცემენტის რთული ხსნარით; შენობის კედლების დამუშავება გრუნტის ფენით; შენობის ფასადის დამუშავება წებოცემენტის ფენით, შეფუთვა თბოსაიზოლაციო მასალით xps პენოპოლისტიროლის 5სმ სისქის ლურჯი ფერის ფილებით(სამაგრი დეტალებით)), სამონტაჟო ბადის მოწყობით,წებოცემენტის ფენით დამუშავებით; ფასადების კედლების დამუშავება დეკორატიული ბათქაშით; პარაპეტის ქუდების მოწყობა თუნუქის გლუვი ფურცლით (ფერადი); ლითონის კარის და აივნის მოაჯირების ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული ზეთის საღებავთ; აივნების ძირების,შუბლისა და მოაჯირების ,ასევე აივნების ჩამოხურვის ფილების ზედაპირების მოპირკეთება ალუკაბონდის ფილებით სამონტაჟო დეტალების გათვალისწინებით; შენობის ზეძირკვლის მოპირკეთება დეკორატიული ნაშხეფით "ბრიზგი"; ფასადების,ზეძირკვლის და კარ-ფანჯრების ნაოთხალების შეღებვა წყალემულსიის საღებავით ორჯერ; შესასვლელში კიბის საფეხურებისა და ბაქნის მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტის ფილებით სისქით 2სმ; სადარბაზოს რკინის კარების ელ.საკეტების შეძენა-მონტაჟი. 2) ნინოშვილის ქუჩა N41 დემონტაჟის სამუშაოები ფასადზე ხარაჩოების მოწყობა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დაშლა (დემონტაჟი); შენობის ფასადების გასუფთავება საღებავისაგან და ნაშხეფისაგან; შენობის აივნების ძირებიდან და შუბლიდან დაზიანებული ნალესის ფენის დემონტაჟი; ხის ფანჯრების დემონტაჟი; შენობის ხის კარების დემონტაჟი; სადარბაზოს კარების დემონტაჟი; აივნებიდან პოლიკარბონატის ფილების დემონტაჟი; მინაბლოკის საფარის დემონტაჟი; სამშენებლო ნაგვის დატვირთვა ავტო თვითმცლელზე მანქანა-მექანიზმების დახმარებით; სამშენებლო ნაგვის გატანა ტერიტორიიდან; სამშენებლო სამუშაოები ფასადზე მეტალოპლასტმასის ფანჯრის ბლოკების მონტაჟი ორმაგი მინაპაკეტით1,6*2,3*1ც+1,5*1,6*10+0,9*1,5*2ც; ალუმინის ფანჯრის ბლოკის მოწყობა 1,5*1,7*13ც; მეტალოპლასტმასის შემინული კარის ბლოკების მონტაჟი (აივნებზე) 0,9*2,3*19ც; სადარბაზოს ლითონის კარების ბლოკის დამზადება და მონტაჟი 1,7*2,4*2; ახლად მოწყობილი ფანჯრებისა და კარების გვერდულების შელესვა ცემენტის რთული ხსნარით; აივნების ძირების და შუბლის შელესვა ქვიშა-ცემენტი ხსნარით; შენობის ზეძირკვლის შელესვა ქვიშა-ცემენტის რთული ხსნარით; შენობის კედლების დამუშავება გრუნტის ფენით; შენობის ფასადის დამუშავება წებოცემენტის ფენით,შეფუთვა თბოსაიზოლაციო მასალით xps პენოპოლისტიროლის 5სმ სისქის ლურჯი ფერის ფილებით(სამაგრი დეტალებით)),სამონტაჟო ბადის მოწყობით,წებოცემენტის ფენით დამუშავებით; ფასადების კედლების დამუშავება დეკორატიული ბათქაშით; პარაპეტის ქუდების მოწყობა თუნუქის გლუვი ფურცლით(ფერადი); ლითონის კარის და აივნის მოაჯირების ელემენტების შეღებვა ანტიკოროზიული ზეთის საღებავთ; აივნების ძირების,შუბლისა და მოაჯირების ,ასევე აივნების ჩამოხურვის ფილების ზედაპირების მოპირკეთება ალუკაბონდის ფილებით სამონტაჟო დეტალების გათვალისწინებით; შენობის ზეძირკვლის მოპირკეთენბა დეკორატიული ნაშხეფით "ბრიზგი"; ფასადების შეღებვა წყალემულსიის საღებავით ორჯერ(კარებისა და ფანჯრების ნაოთხალების გათვალისწინებით); შესასვლელში კიბის საფეხურებისა და ბაქნის მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტის ფილებით სისქით 2სმ; სადარბაზოს რკინის კარების ელ.საკეტების შეძენა-მონტაჟი. მიმწოდებელი ვალდებულია: მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული ღონისძიებები: სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისაგან. ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების, შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით. მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე. შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და ნორმები. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონათვალი ასახულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ ხარჯთაღრიცხვაში. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 270 (ორასსამოცდაათი) კალენდარული დღე; 2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი თვეების მიხედვით; 3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ნინოშვილის ქუჩა N39 და N41.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს. 1.2.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით. 1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. 1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. 1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5% არ ანაზღაურდება. 1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 1.1 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 2 259 054 ლარის, მათ შორის ფასადის სამუშაოების არანაკლებ 500000 ლარი. 1.2 პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 40%-ის ოდენობისა. 2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები, ფასადების მოწყობის სამუშაოები. 3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად; 4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 5. სამუშაოები, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სდაგადახდო დავალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას. 6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. შენიშვნა: პირველი პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებად ჩაითვლება, მხოლოდ საქართველოს და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ 1 (ერთი) სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები: 1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს; 2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შპს „ექსპერტ ჰაუსი“; 3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 4. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით); 5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
ვინაიდან შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 18 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად სატენდერო კომისიამ ჩათვალა საჭიროდ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა. 5.1.2 იურიდიული პირისთვის წაყენებული მოთხოვნები (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; (3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; (2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: (1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. (2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
1. საქართველს საწარმოს წარმომადგენელიან/დაფილიალი, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო საწარმოს 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო საწარმოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. 2. თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) დამასთან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია; 2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას; 3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა; 4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფრორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე; 3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 4. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ორგანიზაციის, შპს „ექსპერტ ჰაუსი“-ს(შემდგომში-ზედამხედველი) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე (რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ექსპერტ ჰაუსი“-ს მიერ ფორმა N2-ზე ხელმოწერით). 5. 2025 წელს ანგარიშსწორება განხორციელდება არაუმეტეს 220 100 ლარისა, ხოლო დარჩენილი თანხის ანგარიშსწორება განხორციელდება 2026 წელს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაია სულავა, 591417556, potitenderi2011@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტებმა სატენდერო დოკუმენტაციის მთავარი შემადგენელი დოკუმენტი - ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა განათავსონ Excel-ის ფორმატის დოკუმენტის სახით. ამავდროულად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით, დღგ-ს გარდა. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250009939 30.05.2025 contract signed same category · 40% title match · same buyer · similar size

ქალაქ ფოთის სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო…

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს ჰიდრო ემ 1 bidder 1,089,269 ₾
NAT250007452 14.04.2025 contract signed same category · 50% title match · same buyer

ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა N177-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბ…

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს ჯეოგიდი 3 bidders 575,221 ₾
NAT250007526 15.04.2025 contract signed same category · 49% title match · same buyer

ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩა N144-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის …

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს ჯეოგიდი 2 bidders 585,605 ₾
NAT250007034 08.04.2025 terminated same category · 38% title match · same buyer · similar size

სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის (ს…

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 0 bidders 1,089,269 ₾
NAT260002370 11.02.2026 contract signed same category · 45% title match · same buyer · similar size

ქალაქ ფოთში, გურიის ქუჩა N179-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბ…

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს ბემა 5 bidders 686,594 ₾
NAT260007206 07.04.2026 contract signed same category · 40% title match · same buyer · similar size

ქალაქ ფოთში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე N9-ში არსებული დაზიანებული მრავალბინიანი საცხო…

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 45400000შენობის დასრულების სამუშაოები → შპს არქიტრავი 1 bidder 792,638 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს მშენებელი 2017
შპს ქარდა 701
ინდივიდუალური მეწარმე მიხეილი გურჯიძე
შპს კომპანია GEOSM
ვიქტორია სექიურითი