1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N487 დადგენილების "საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში სხვადასხვა ინვენტარის შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ეზოს ცოცხი - ეზოს/ქუჩის დასაგველი მრავალჯერადი გამოყენების მინდვრის/ტყის ცოცხი- გამომშრალი, 1 შეკვრა ცოცხი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2-3 მმ სისქის არანაკლებ 45 ღეროსაგან, თითოეულ ღეროს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 8 ძირითადი განშტოება. ცოცხი არ უნდა იყოს მზისგან დამწვარი, ცოცხს გაშრობის შემდეგ შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ყვავილოვანი მასა. სიგრძე არანაკლებ 65 სმ, ცოცხის გარშემოწერილობა ტარის დამაგრების ადგილას არანაკლე 24 სმ. შემდგომში ტარის დამაგრების მიზნით ცოცხს დამატებით უნდა მოჰყვებოდეს 2(±0.2)მმ დიამეტრის გამომწვარი მავთული სიგრძით 2.5 (±0.2)მეტრი - 12,000 ცალი. 2. ეზოს ცოცხის ტარი - გამომშრალი ხის მასალისგან ქარხნულად დამზადებული. დიამეტრი ცოცხთან თავსებადი, სიგრძე 120 (±2სმ). ცალ მხარეს მომრგვალებული თავით. აქვს გლუვი ზედაპირი, არ აზიანებს ხელს - 6,000 ცალი. 3.რკინის აქანდაზი - დამზადებული არანაკლებ 0,6 მმ სისქის, ლითონის მოთუთიებული ფურცლისგან, სიგრძით არანაკლებ 50 სმ, სიგანე არანაკლებ 30 სმ, სახელური დამზადებული ზომით 20X20, არანაკლებ 1.5 მმ მილკვადრატისგან. კიდეების სიმაღლე არანაკლებ 6 სმ, ხოლო სახელურის სიმაღლე არანაკლებ 16 სმ. ყუთის კუთხეები შეკრული და დამაგრებულია მოქლომებით (არანაკლებ 8 მოქლონისა). სახელური დამაგრებული უნდა იყოს ყუთზე მარჯვნიდან და მარცხნიდან არანაკლებ ორ-ორი მოქლონით, ხოლო სახელურის უკანა მხარე ორი თვითმჭრელი შურუპით. აქანდაზის კედლების დაბოლოება შემოკეცილი უნდა იყო, გარდა წინა პირისა (ხელის დაზიანების თავიდან ასაცილებლად და მეტი სიმყარისთვის). რკინის აქანდაზი დაჭრილი უნდა იყოს ლაზერულ დანადგარზე, მოკეცვის ადგილები პერფორმირებული აამავე აპარატით - 6,000 ცალი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 15 დეკემბრამდე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში - ქედა ქობულეთი შუახევი ხელვაჩაური ხულო ლანჩხუთი ოზურგეთი ჩოხატაური ბაღდათი ვანი ზესტაფონი თერჯოლა სამტრედია წყალტუბო ჭიათურა ხარაგაული ხონი ახმეტა გურჯაანი დედოფლისწყარო თელავი ლაგოდეხი საგარეჯო სიღნაღი ყვარელი დუშეთი თიანეთი მცხეთა ყაზბეგი ამბროალური ლენტეხი ონი ცაგერი აბაშა ზუგდიდი მარტვილი სენაკი ჩხოროწყუ წალენჯიხა ხობი ადიგენი ასპინძა ახალქალაქი ახალციხე ბორჯომი ნინოწმინდა ბოლნისი გარდაბანი დმანისი თეთრიწყარო მარნეული წალკა გორი ქარელი ხაშური კასპი (მიწოდების ადგილების კონკრეტული მისამართები მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ) 2. მისაწოდებელი კონკრეტული რაოდენობები მიწოდების ადგილების მიხედვით მიმწოდებელს ეცნობება შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირებისას. 3. შესყიდვის ობიექტის მიწოდება/დაცლა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე. 2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს შესყიდვის ობიექტი ახალი, იდენტური საქონლით (არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში), გარდა იმ შემთხვევისა თუ წუნი/ხარვეზი გამოწვეულია მექანიკური დაზიანებით. 3. მოწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. 4. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას, ინსპექტირების პროცესში მიწოდებულ საქონელზე გამოვლენილი იქნება წუნი/ხარვეზი, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ან შეცვალოს იგი ახალი შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. შენიშვნა: პრეტენდენტმა ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილის შესაბამის ველში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის (ფასების ცხრილის) შესაბამის გრაფაში მითითებით. აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის პირობის შესაბამისი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები თითოეულ პოზიციაზე ერთი ეგზემპლარი.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ნიმუშების წარმოდგენის ადგილია: ქ.თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. #9. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად, ან სრულად შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება, 2025 წლის სახსრებით უნდაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე კუკავა, 595032654, skukava@moh.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 4. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 5. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით. 8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით. 9. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანის, მწარმოებლის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. 10. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტია: 10.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.7 და 2.1.1. პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი