1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ერთი ერთეული სატვირთო მანქანა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სატვირთო მანქანის ტექნიკური პარამეტრები იხილეთ ტექნიკური დავალება დანართ N2-ში. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N1-ში განაფასოს სატვირთოს და მისი გეგმიური ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (სატვირთო და სატვირტოს სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N1-ში განსაზღვროს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება სატვირთოს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. შენიშვნა: თუ მიწოდების ბოლო დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სატვირთო ავტომობილის შემსყიდველის სახელზე სახელმწიფო რეგისტრაცია და შემსყიდველისათვის მფლობელობაში გადაცემა ქ. თბილისში
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
ა) შემოთავაზებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის გარანტია: არანაკლებ 3 (სამი) წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), ასევე არანაკლებ 3 (სამი) წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ სატვირთოზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები). პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატვირთო ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული და დამოწმებული გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ბ) საგარანტიო ვადაში შესყიდვის ობიექტზე გამოვლენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (ან გონივრულ ვადებში, საგარანტიო მომსახურების სპეციფიურობის შესაბამისად) წუნის/დეფექტის/ხარვეზის მქონე საქონელი შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, მწარმოებლის, მოდელის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად. 2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართ N1-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის, მწარმოებლის, მოდელის ან წარმოშობის ქვეყნის ინფორმაცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 2.1.1.3 შემოთავაზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან წიანმდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს 1 (ერთი) ერთეული ავტობუსის ან/და მიკროავტობუსის ან/და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან სხვა დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდების ფაქტი. (იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები სრულად არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR მითითება).
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
ა) პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ ქ.თბილისში, სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა საგარანტიო პირობების შესაბამისად. ბ) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემოთავაზებული სატვირთოს მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი ავტორიზირებული სერვისცენტრის თაობაზე ან/და მწარმოებლის წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს ავტორიზირებული სერვისცენტრის დასახელება და მისამართი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის, სატვირთო სატრანსპორტო საშუალების აქციზის ღირებულების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასი ასევე უნდა ითვალისწინებდეს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან და მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის იმპორტირების, განბაჟების, შემსყიდველის სახელზე სატვირთოს გადაფორმების, შემსყიდველის მიასმართზე სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების ხარჯს.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს) საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარი ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულების ღირებულების 100%-ის ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წინასწარ გადასხდელი თანხის (100%) იდენტური ოდენობის გარანტია. 2. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების დასრულებისათვის განსაზღვრულ ვადას. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში. 3. გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში − ლარში. 4. თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტისთვის მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის N2 ბრძანება "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
წინასწარი ანგარიშსწორება მოხდება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან პაპელიშვილი, 593571571, ketpapelishvili@sps.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით თენგიზ საცერაძეს - 577284857
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატის სახით. 10.1.4 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). 10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. 10.1.6 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.8 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ახალი საქონელი. 10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად. 10.1.10. მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი