1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სხვადასხვა სახის საბურავები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. თვითმცლელის (AUMAN, BJ-3252 DLPJB-5/BJ-3252 DLPJB-11) საბურავები ზომა 12,00-R20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 38 ცალი. 2. უნაგირა საწევარას (AUMAN, 6340W) საბურავები ზომა 315/80 R22.5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 10 ცალი. 3. სატვირთო ბორტიანი ავტომობილის (DMF, EQ1120GL) საბურავები ზომა 9.00 R20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 16; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 10 ცალი. 4. ექსკავატორის (DOOSAN, SOLAR 210W-V) საბურავები ზომა 10.00-20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 16; დანიშნულება - უგზოობის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 20 ცალი. 5. ექსკავატორის (HENGTE, HT190W) საბურავები ზომა 10.00-20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 16; დანიშნულება - უგზოობის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 8 ცალი. 6. სატვირთო ბორტიანი ავტომობილის (JAC, HFC1053K2T) საბურავები ზომა 7.00 R16; TT; PR ინდექსი არანაკლებ 14; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 16 ცალი. 7. ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB, 3CX) საბურავები (წინა (საჭის)) ზომა 12.5/80-18; TL; PR ინდექსი არანაკლებ 14; დანიშნულება - უგზოობის; მონტაჟის პოზიცია - წინა (საჭის); კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 8 ცალი. 8. ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB, 3CX) საბურავები (უკანა (ამძრავი ხიდის)) ზომა 18.4/26; TL; PR ინდექსი არანაკლებ 14; დანიშნულება - უგზოობის; მონტაჟის პოზიცია - უკანა (ამძრავი ხიდის); კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 10 ცალი. 9. ექსკავატორის (JONYANG, JYL 619 E/JYL 621 ELD) საბურავები ზომა 12.5-20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - უგზოობის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 6 ცალი. 10. ექსკავატორ-დამტვირთველის (LOVOL, FLB 468) საბურავები (წინა (საჭის)) ზომა 14-17,5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 14; დანიშნულება - უგზოობის; მონტაჟის პოზიცია - წინა (საჭის); კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 16 ცალი. 11. თვითმცლელის (MAZ, 551605-280) საბურავები ზომა 315/80-R22,5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 4 ცალი. 12. სპეც. ნახევარმისაბმელის (mod. CIMC ZJV9350TDPRJ) საბურავები ზომა 9.00 R20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 16; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 8 ცალი. 13. სპეც. ნახევარმისაბმელის (QINGTE, QD194021DP) საბურავები ზომა 8.25.R20; TT; PR ინდექსი არანაკლებ 16; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - კი; ფლიპერით კომპლექტში - კი; რაოდენობა - 12 ცალი. 14. სპეც. ნახევარმისაბმელის (STAR YAGCILAR, SYA2K/DA29) საბურავები ზომა 245/70.R17.5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 8 ცალი. 15. სპეც. ნახევარმისაბმელის (YALCIN DORSE, 2LB40) საბურავები ზომა 245/70.R17.5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 4 ცალი. 16. სატვირთო ბორტიანი ავტომობილის ამწის (6ტ) (DONGFENG, K03U) საბურავები ზომა 315/80R22.5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 18; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 4 ცალი. 17. მინი დამტვირთველი (JCB Skid Steer) საბურავები ზომა 10-16.5 L-5; TL; PR ინდექსი არანაკლებ 12; დანიშნულება - გზატკეცილის და გრუნტის გზისთვის; მონტაჟის პოზიცია - უნივერსალური; კამერა კომპლექტში - არა; ფლიპერით კომპლექტში - არა; რაოდენობა - 4 ცალი. დანართი N1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ.თბილისი, ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N26.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საბურავებზე, წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2. პუნქტში ატვირთული ფაილის „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური დავალება" ცხრილის პირველ,მე-2, მე-3, მე-6, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პოზიციებზე, საგარანტიო პირობები ვრცელდება: საბურავის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში 50000 კმ ან 30 (ოცდაათი) თვე, რომელიც უფრო ადრე დადგება. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საბურავებზე, წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2. პუნქტში ატვირთული ფაილის „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური დავალება" ცხრილის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-17 პოზიციებზე, საგარანტიო პირობები ვრცელდება: საბურავის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში 2 000 მტ/სთ ან 30 (ოცდაათი) თვე, რომელიც უფრო ადრე დადგება. საგარანტიო პერიოდში ნორმების დაცვით ექსპლუატაციისას საბურავის გამოყენება არ გამოიწვევს საფრთხის შექმნას მგზავრებისათვის და საბურავი არ გამოავლენს ისეთ დეფექტს, რომელიც ხელს შეუშლის სატრანსპორტო საშუალების ნორმალურ ექპლუატაციას. საბურავი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე არ განიცდის დეფორმაციას და დაექვემდებარება ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავი შეიცვლება იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავით. გარანტია არ ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით დაზიანებულ საბურავებზე: ა) მექანიკური; ბ) გარეგანი ზემოქმედებით (გადახურება/“დაბუქსავება“); გ) ტვირთამწეობის გადაჭარბება; დ) ბორდიურზე მიჯახება; ე) ჩარტყმა. შენიშვნა: პრეტედენტს შეუძლია შემსყიდველს შესთავაზოს ზემოთ აღნიშნულ საგარანტიო ვადაზე მეტი მოქმედების ვადის მქონე, კონკრეტული საგარანტიო ვადა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტში ატვირთული დანართის N2 (ტექნიკური პირობები და საგარანტიო ვადა) საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის, ბრენდის და მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შესახებ. მწარმოებლის, ბრენდის და მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. შემოთავაზებული საბურავის ბრენდი, საერთაშორისო ბაზარზე უნდა არსებობდეს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემის ტექნიკური მახასიათებლების, „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური დავალება“-ის III სვეტით განსაზღვრულ ძირითად მახასიათებლებთან შესაბამისობას. კერძოდ, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ან/და ამონარიდი მწარმოებლის ოფიციალური ინტერნეტ საიტიდან, ინტერნეტ მისამართ(ებ)ის (ლინკი) მითითებით. აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი/ამონარიდი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. შევსებული დანართი N1, Excel ფორმატში. (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი). 2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი). 3. ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის მოდელის ან/და კოდის ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემის ტექნიკური მახასიათებლების, „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური დავალება“-ის III სვეტით განსაზღვრულ ძირითად მახასიათებლებთან შესაბამისობას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით). 4. შემოთავაზებული საბურავის ბრენდის, საერთაშორისო ბაზარზე არსებობის ინფორმაცია არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.1.1 პუნქტი).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს: ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მოცულობის შესაბამისად, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. 2. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 9.3 და 9.5 პუნქტებით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან. 3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნათია დევნოზაშვილი, 597774455, Natia.Devnozashvili@ag.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. - დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ფირმისა და მოდელის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. - ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი. - 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია). - სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი