1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვის ობიექტია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება დანართი №2-ის შესაბამისად.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. ზოგადი პირობები: 1.2.1.1. საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს: ა) ტექნიკურად გამართული, შესაბამისი მოცულობისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება თითოეული მიმართულებისთვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. გ) დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა. დ) მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსტრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა. ე) ავტოსანტრანსპორტო საშუალებებში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პერიოდულად უნდა ხდებოდეს დეზინფიცირება. ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მართავდნენ შესაბამისი მართვის უფლების მქონე მძღოლები. ზ) სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არცერთ მოსწავლეს არ უწევდეს ფეხზე დგომა სატრანსპორტო საშუალებაში საჭირო ადგილების არ არსებობის გამო. თ) საჯარო სკოლის მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სასწავლო დროის დაწყებამდე და დასრულებიდან გონივრულ ვადაში (მოსწავლეთა სკოლაში მიყვანაუნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუადრეს 40 წუთისა. ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან -არაუგვიანეს 40 წუთისა). ი) სასწავლო დღის განმავლობაში ერთი სატრანსპორტო საშუალებით მოსწავლეთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 10 გზისა. კ) დაუშვებელია ერთ გზად 55 ბავშვზე მეტის გადაყვანა. 1.2.1.2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებისას თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის დაზღვევა არანაკლებ 1500 ლარის ოდენობით. 1.2.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2 არის საორიენტაციო ხასიათის და აღნიშნული შესაძლებელია დაკორექტირდეს/დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში. 1.2.1.4 წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით (დანართი №1).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
2026 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დანართ №2-ში მითითებული სასწავლო დღეების ამოწურვამდე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურება გაწეულ უნდა იქნეს წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართი №2-ში მითითებული მარშრუტებისა და მიმართულებების შესაბამისად.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (წარმოდგენილი ინფორმაციით პრეტენდენტი მიუთითებს საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობიდან რამდენი იქნება მის საკუთრებაში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იჯარით/ქირავნობით/თუ სხვა ფორმით სარგებლობაში მომსახურების გაწევის სრული ვადის გათვალისწინებით).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. ბ) მომსახურების ხარჯთაღრიცხვა, Excel-ის ფორმატში, დანართი №2-ის შესაბამისად. მიმწოდებლის მიერ დანართ №2-ში ივსება მხოლოდ სამარშრუტო კილომეტრის ფასი და გზების რაოდენობა. 2.9.2. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მგზავრების (მოსწავლეები) დაზღვევის შესახებ დოკუმენტი (პოლისი), რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის დაზღვევა არანაკლებ 1500 ლარის ოდენობით (აღნიშნული დოკუმენტი დანართის სახით თან უნდა დაერთოს ხელშეკრულებას).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
7886
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
5
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მინიმუმ 2027 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
6.2.4 გარანტიის პირობები
6.2.4.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. 6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, კონკრეტული მიმართულების ერთი გზის ღირებულებისა და ფაქტობრივად განხორციელებული (შესრულებული) გზების რაოდენობის გათვალისწინებით. - ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხელ, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად. - შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა, გამოქვითოს ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან და გადარიცხოს მიმწოდებლის სახელით სახელმწიფო ხაზინის შესაბამის სახაზინო კოდზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნათია ხინთიბიძე, 599133737, nkhintibidze@spa.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის №1575 განკარგულების „ს“ ქვეპუნქტის (2026 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე. 10.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. 10.1.3. კონსოლიდირებული ტენდერის ვაჭრობა იმართება ერთი სამარშრუტო კილომეტრის ღირებულებაზე. ვაჭრობაში დაფიქსირებული ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასის საფუძველზე განისაზღვრება დანართი №2-ში არსებული მიმართულებების ღირებულება. 10.1.4. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.5. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 10.1.6. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ სამარშრუტო კილომეტრის ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 10.1.7. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით. 10.1.8. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 10.1.9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს დროულად, წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. 10.1.10. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე. 10.1.11. წინამდებარე დოკუმენტაციის 10.1.10. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაბარზომიერების პრინციპებით. 10.1.12. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით. 10.1.13. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო მომსახურება და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს. 10.1.14. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის transportation2026@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 10.1.15. პრეტენდენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (გარდა მომსახურების ხარჯთაღრიცხვისა (დანართი №2), რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას excel-ის ფორმატში).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
სატენდერო წინადადების საფასური
500