ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250019064
NAT250019064 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სარგებლობაში არსებული ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე (მის: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. №45ა) შემდეგი სამუშაოების: დემონტაჟის, თავშესაფრის ტერიტორიაზე არსებული საკატის შენობის რემონტის, ტერიტორიის დასუფთავების, 48 (ორმოცდარვა) ერთეული ღია ვოლიერის, სამრეცხაოების, ტექნიკური სათავსოს, ღია და დახურული ავტოსადგომის, საპარკინგე ადგილების, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემის და ბეტონის საფარების მოწყობის, ტერიტორიების შემოღობვის, გამწვანების (CPV45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) სახელმწიფო შესყიდვა

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 17% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N01-295 running 10 amendments Contract PDF ↗
1,040,245 ₾ contract amount 601,650 ₾ (58%) actually paid 17.12.2025 – 15.05.2026
PaymentSourceYear QuarterPaid on
516,902.75 ₾ advance ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2025 Q4 25.12.2025
13,419.46 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q1 17.02.2026
19,691.54 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q1 27.03.2026
7,407.63 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 03.04.2026
16,041.44 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 28.04.2026
11,630.00 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 28.05.2026
9,240.47 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q2 09.06.2026
7,317.07 ₾ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 2026 Q3 02.07.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250019064
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო''
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება1`723`009.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი27.10.2025 19:36
წინადადებების მიღება იწყება16.11.2025 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება21.11.2025 17:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი17`000.00 GEL
გარანტიის ოდენობა17`230 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდი.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (17)

NAT250019064_ამონაწერი.pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 01.12.2025 12:17
NAT250019064_ბიუჯეტი ..pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 01.12.2025 12:19
NAT250019064_ოქმი N3.pdf.pdf ინგა გაბრიაძე 04.12.2025 19:40
NAT250019064_გარანტია.pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 16.12.2025 17:35

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ელიტ ბილდერს გრუპი 1,378,408 1,378,408 won
NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).xlsx.xlsx · NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).pdf.pdf · NAT250019064_დანართიN3-გამოცდილება.pdf.pdf
შპს ტექტონი 1,555,000 1,500,000
NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).xlsx.xlsx · NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა)-signed.pdf.pdf
შპს გრანდ ვილ 1,540,000 1,540,000
NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).pdf.pdf · NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა) (1).xlsx.xlsx
შპს,,ლიმ კონსტრაქშენი" 1,599,267 1,599,267
NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა) 01.11.2025-signed.pdf.pdf · NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა) 01.11.2025.xlsx.xlsx · NAT250019064_დანართი N2 - გამოცდილება (1)-signed.pdf.pdf
ტაო-ტბელი 1,638,009 1,638,009
NAT250019064_გამოცდილება signed.pdf.pdf · NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა) (1).xlsx.xlsx
შპს ბამა 1,654,000 1,654,000
NAT250019064_2 გამოცდილება - დანართი N3-signed.pdf.pdf · NAT250019064_4 დანართი N5 - სპეციალისტი-signed.pdf.pdf · NAT250019064_3 დანართი N6 - გრაფიკი- 91 დღეზე-signed.pdf.pdf · NAT250019064_ახალი ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).xlsx.xlsx · NAT250019064_ახალი ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა)-signed.pdf.pdf
შპს რემონტი2 1,666,000 1,666,000
NAT250019064_გამოცდილება 2022-2025-signed.pdf.pdf · NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).xlsx.xlsx
შპს იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY 1,700,000 1,700,000
NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა) (2).xlsx.xlsx

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 27.10.2025 19:36 Announced
  • 16.11.2025 00:05 Bidding opens
  • 20.11.2025 12:27 First bid placed (8 bidders in total)
  • 21.11.2025 16:57 Last bid activity
  • 21.11.2025 17:00 Bidding closes
  • 27.11.2025 18:00 Buyer published: NAT250019064_ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ-SIGNED.pdf
  • 27.11.2025 18:01 Buyer published: NAT250019064_ოქმი N2 დაზუსტების შესახებ.pdf
  • 01.12.2025 12:16 Buyer published: NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).xlsx (01/12/2025 05:12)
  • 01.12.2025 12:16 Buyer published: NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).pdf (01/12/2025 05:12)
  • 01.12.2025 12:17 Buyer published: NAT250019064_ამონაწერი.pdf
  • 01.12.2025 12:17 Buyer published: NAT250019064_საჯარო სამართლ შეზღუდვა (ყადაღის) არარსებობა.PDF
  • 01.12.2025 12:19 Buyer published: NAT250019064_ბიუჯეტი ..pdf
  • 01.12.2025 12:34 Buyer published: NAT250019064_დანართი-საგარანტიო ვადები.pdf (01/12/2025 05:12)
  • 01.12.2025 17:00 Buyer published: NAT250019064_ცნობა რეორგანიზაცია ლიკვიდაცია.pdf
  • 01.12.2025 17:03 Buyer published: NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).xlsx
  • 01.12.2025 17:03 Buyer published: NAT250019064_ფასების ცხრილი - ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა).pdf
  • 01.12.2025 17:55 Buyer published: NAT250019064_ინფორმაცია საგარანტიო ვადები.pdf
  • 04.12.2025 19:09 Buyer published: NAT250019064_ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ N2.pdf
  • 04.12.2025 19:40 Buyer published: NAT250019064_ოქმი N3.pdf
  • 09.12.2025 12:36 Buyer published: NAT250019064_ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ N2.pdf
  • 15.12.2025 17:17 Buyer published: NAT250019064_ხელშეკრულების შესრულების გარანტია.pdf (16/12/2025 05:12)
  • 16.12.2025 17:35 Buyer published: NAT250019064_გარანტია.pdf
  • 17.12.2025 00:00 Contract signed: N01-295 — 1,040,245 ₾
  • 27.08.2026 06:11 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 29 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სარგებლობაში არსებული ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე (მის: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. №45ა) შემდეგი სამუშაოების: დემონტაჟის, თავშესაფრის ტერიტორიაზე არსებული საკატის შენობის რემონტის, ტერიტორიის დასუფთავების, 48 (ორმოცდარვა) ერთეული ღია ვოლიერის, სამრეცხაოების, ტექნიკური სათავსოს, ღია და დახურული ავტოსადგომის, საპარკინგე ადგილების, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემის და ბეტონის საფარების მოწყობის, ტერიტორიების შემოღობვის, გამწვანების (CPV45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია 1.2. პუნქტში თანდართულ ფაილებში: შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალასა და ხარჯთაღრიცხვაში (დანართი - N1); 1.2.2. მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განახორციელოს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დეფექტური აქტის, პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე; 1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა); 1.2.4. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, ან მოწყობილობა, ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს ხარვეზი, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო, ამასთან მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იქნებიან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში; 1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები შეასრულოს საკუთარი მასალებით, მოწყობილობებით, ხარისხის, სტანდარტების, სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სრული დაცვით. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება; 1.2.6. სამუშაოების შესრულების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას ობიექტზე უკვე განხორცილებული სამშენებლო სამუშაოები, მისგან გამოწვეული ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან/დაზიანებისაგან და მათი დაზიანების შემთხვევაში, სრულად აგებს პასუხს - აღადგენს ან/და აანაზღაურებს შესაბამის ზიანს/ზარალს. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, ზემოაღნიშნულის დარღვევით მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით; 1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით, უზრუნველყოს სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოება/ უსაფრთხოების წესების დაცვა და პასუხისმგებელობა აიღოს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე, უნდა უზრუნველყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი/უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების წარმოებისას, უზრუნველყოს სააგენტოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილება თავშესაფრის შენობებთან. 1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა; 1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია, შეადგინოს ფარული სამუშაოების (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან აღნიშნული სამუშაოები დადასტურებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელი პირების მიერ; 1.2.10. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების წარმოების პარალელურად საკუთარი ხარჯებით, ეტაპობრივად, უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების და ნაგვის მოგროვება და გატანა, სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარებისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან, განახორციელოს კაპიტალური დასუფთავება; 1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე განათავსოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი, მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა/ბანერი ზომით 100სმ X 100სმ, საკუთარი ხარჯებით; 1.2.12. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით; 1.2.13. ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პროცენტული მაჩვენებლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესს (2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №55); 1.2.14. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა ან/და წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა თუ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს (ნულიც ნიშნავს განფასებას) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 1.2.15. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში ერთნაირი დასახელების პოზიციები განაფასოს ერთიდაიგივე ღირებულებით; 1.2.16.შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს და ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ა(ა)იპ „ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ ან აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდი; 1.4.2. მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სამშენებლო სამუშაოების შესრულების ადგილია ქ. თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N45ა (ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორია).
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ პერიოდზე, ქვემოთ მითითებული ვადით: ა) შენობის სახურავი, მონოლითური ბეტონი, რკ/ბეტონი და კონსტრუქციები - არანაკლებ 10 წელი; ბ) წყალ-კანალიზაცია და ელექტროგაყვანილობა - არანაკლებ 5 წელი; გ) ფასადის მოწყობის სამუშაოები - მოსაპირკეთებელი სამუშაოები და გამოყენებული მასალები , სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 3 წელი. 1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი სრულად საკუთარი ხარჯებით, მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ინფორმაციის მიღებიდან არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში. 1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება სამუშაოების დასრულებიდან 1 წლის შემდეგ. 1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელს. 1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5% არ ანაზღაურდება. 1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, ჯამურად შესრულებული (უკვე დასრულებული) არანაკლებ 2 500 000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, დანართი N2-ის შესაბამისად, SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრების მითითებით ან/და წარმოადგინოს შემსყიდველთან ზემოაღნიშნულ პერიოდში სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულებების და მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2, შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები/ანგარიშფაქტურა); 2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. მუხლით მოთხოვნილი, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია; 2.2.1.3. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს, 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, მის მიერ არანაკლებ 900 000.00 (ცხრაასიათასი) ლარის ღირებულების 1 (ერთი) პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია 2.2.1.1. პუნქტში მითითებული ფორმის შესაბამისად; 2.2.1.4. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოსადგენი ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება cpv კოდი: 45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები: შენობების, შენობა-ნაგებობების, კაპიტალური ღობის მშენებლობის, წყალ-კანალიზაციის სისტემის და ელექტროგაყვანილობის სამუშაოების; 2.2.1.5. დანართი N2-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ანალოგიურ სამუშაოებზე ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონულად ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტი/ცნობა, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს; 2.7.1.2. შემსყიდველ ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი სერტიფიკატი მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2.8.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 2.8.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი; 2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს; 2.8.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 2.9.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია; 2.9.3 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის/მიმწოდებელის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). მიმწოდებელს შეუძლია ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით, ან გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2.9.4.პრეტენდენტმა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა ატვირთოს ექსელის (Excel) ფაილის სახით; 2.9.5 სატენდერო კომისიის მიერ, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება (დაზუსტების გარეშე) ტენდერიდან, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს (აუცილებლად განსაფასებელია "0" -იანი გრაფები, ამასთან ნულიც განფასებას ნიშნავს). 2.9.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან პატენტი, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებულია ,,მსგავსისა“ და ,,ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და არ მიუთითებს კონკრეტულ პროდუქციაზე; 2.9.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 2.9.8.წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შედგენილ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებთ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად; 2.9.9. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 2.9.10.ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის/ორგანიზაციის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასად (ხარჯთაღრიცხვის თითოეული ერთეულის ფასისა და ჯამური ღირებულების გათვალისწინებით) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი და თან უნდა ერთვოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა (ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის, 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილების შესაბამისად); 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები; 4.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; (3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; (2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; (3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; (4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ა) საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. ბ) საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით. დ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ვ) შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო - ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას. ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 30 კალენდარული დღით ადრე არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1. სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2025 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხის (516902,75 (ხუთას თექვსმეტი ათას ცხრაას ორი ლარი და 75 თეთრი) ლარი) ანაზღაურება მოხდება წინასწარი ანგარიშსწორების სახით (ავანსი); 7.1.2. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) განხორციელდება საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას); 7.1.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საავანსო საბანკო გარანტია, რომელიც 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 30 კალენდარული დღით ადრე არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე; 7.1.4. ავანსის გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული საავანსო საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში; 7.1.5. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საავანსო საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული შესაბამისი თანხა; 7. 1.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ე.წ. „თეთრ სიაში“, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო საბანკო გარანტია გასაცემი ავანსის ნახევრის ოდენობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვა. 7.1.7. შემსყიდველის 2025 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ავანსად გადარიცხული თანხის დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, კერძოდ, ყოველჯერზე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ღირებულების 70%-მდე ოდენობით, გაცემული ავანსის სრულად ამოწურვამდე; 7.1.8. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად; 7.1.9. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი ანგარისწორების (საავანსო) საბანკო გარანტია, მოთხოვნილი თანხის იდენტურ ოდენობაზე. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას; 7.1.10. საავანსო გადახდამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ; 7.1.11. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე ან/და მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას და მხარეები ვერ თანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დააბრუნოს წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან დაუქვითავი ნაწილი (იგივე ვალდებულება ვრცელდება „თეთრ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებელზე, როგორც არაუზრუნველყოფილ, ასევე, უზრუნველყოფილ საავანსო თანხაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საავანსო საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი თანხის დაბრუნების თაობაზე.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში 2025-2026 წელს, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან: 2025 წელი - 516902,75 (ხუთას თექვსმეტი ათას ცხრაას ორი ლარი და 75 თეთრი) ლარი (ავანსის თანხა); 2026 წელი - სახელშეკრულებო ღირებულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა, ავანსის გამოკლებით; 7.2.2. 2025 წელს ანგარიშსწორება მოხდება ავანსის სახით 516902,75 (ხუთას თექვსმეტი ათას ცხრაას ორი ლარი და 75 თეთრი) ლარის ოდენობით, საბანკო გარანტიის საფუძველზე; 7.2.3. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 2025 წელს ავანსად გადახდის შემდეგ, საავანსო თანხა გაიქვითება 7.1.7. პუნქტში მითითებული ფორმით; 7.2.4. შემსყიდველი შუალედურ ანგარიშსწორებას განახორციელებს ეტაპობრივად, არაუმეტეს თვეში ერთისა, ფარული სამუშაოების ჩატარების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში), ა(ა)იპ ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ინსპეტირების ჯგუფის ან ან სერტიფიცირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში; 7.2.5 შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად; 7.2.6. სამუშაოს ან მისი ნაწილის შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი; 7.2.7. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. შუალედური ანგარიშსწორება განხორციელდება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისის დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში; 7.3.2. შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისის დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ინგა გაბრიაძე, 577665580, gabriadzeinga591@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. პრეტენდენტი უფლებამოსილია წინადადების წარდგენამდე სამუშაოების წარმოების ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას; 10.1.2. პრეტენდენტმა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს დანართი N3-ის ფორმით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250015309 21.08.2025 terminated same category · 100% title match · same buyer · similar size

სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სარგებლობაში არსებული ცხოველთა თავშესაფრის ტერიტ…

NAT260017571 20.08.2026 announced same category · similar size

ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ,,ხრამ-არხის და ახალი სადახლოს სარწყავი სისტემე…

NAT260017010 13.08.2026 announced same category

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული შენობა-ნაგებობების ნანგრევებისა…

NAT260017538 20.08.2026 announced same category · similar size

ქ. მარნეულში ( 9 აპრილის; ჯანდარის; 9 ძმის;) ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა

NAT260017539 20.08.2026 announced same category · similar size

ქ. მარნეულში (ასლანოვის; ახუნდოვის) ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა

NAT260017676 21.08.2026 announced same category · similar size

ქალაქ სიღნაღში სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

"მეგავეტი"
პსპ ფარმა
შპს ედისონ სთორი
შპს საბა
შპს ენჯი მედიქალ