1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დიდი ტვირთამწეობის ავტომანქანების საბურავები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია, დანართი №1-ის შესაბამისად, წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავების შესახებ ინფორმაცია. 1.2.2. შემოთავაზებული საბურავები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და დამზადებული უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლისა. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (შემოთავაზებულ საბურავებზე შესაძლებელი უნდა იყოს მისი დამზადების თარიღის წაკითხვა). 1.2.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საბურავები უნდა შეესაბამებოდეს დანართი №2-ში წარმოდგენილი ავტომობილების ტექნიკურ მოთხოვნებს და უნდა იყოს აღნიშნულ ავტომობილებთან თავსებადი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი საბურავების გაცემა ან/და მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. 1.4.2 საქონლის მიწოდების საბოლოო ვადა შესაძლებელია სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას (2026 წლის 31 დეკემბერი) აღემატებოდეს არაუმეტეს 90 კალენდარული დღით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების მიწოდება განახორციელოს სავალდებულოდ ქ. თბილისში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საბურავზე საგარანტიო პირობები ვრცელდება: საბურავის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში არანაკლებ 120 000 კმ გარბენზე. საგარანტიო პერიოდში ნორმების დაცვით ექსპლუატაციისას საბურავის გამოყენება არ უნდა იწვევდეს საფრთხის შექმნას მგზავრებისათვის და საბურავმა არ უნდა გამოავლინოს ისეთი დეფექტი, რომელიც ხელს შეუშლის სატრანსპორტო საშუალების ნორმალურ ექსპლუატაციას. 1.7.1.2 საბურავმა საგარანტიო ვადის ამოწურვამდე არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და უნდა ექვემდებარებოდეს ბალანსირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავი უნდა შეიცვალოს იდენტური პარამეტრების მქონე ახალი საბურავით. 1.7.1.3 გარანტია არ ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით დაზიანებულ საბურავებზე: ა) მექანიკური; ბ) გარეგანი ზემოქმედებით (გადახურება/“დაბუქსავება“); გ) ტვირთამწეობის გადაჭარბება; დ) ბორდიურზე მიჯახება; ე) ჩარტყმა; 1.7.1.4 შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად, ასევე საბურავის საგარანტიო ვადის განმავლობაში. კონტროლის აქტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ექსპერტიზა. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შესყიდვის ობიექტი არ შეესაბამება ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში - ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს შემსყიდველი.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საბურავების მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და ბრენდის წარმოშობის ქვეყნის დასახელება უნდა მიუთითოს დანართი N1-ის შესაბამისად. 2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N1-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საბურავების მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და ბრენდის წარმოშობის ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. საბურავების მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და ბრენდის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან თუ საბურავების მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და ბრენდის წარმოშობის ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის და ბრენდის წარმოშობის ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით. 2.1.1.3 შემოთავაზებული საბურავი უნდა იყოს მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არანაკლებ 30 წელი იყიდება. აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავების მწარმოებლის წერილი ან/და მწარმოებლის/ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია. 2.1.1.4 შემოთავაზებული ყველა სეზონის საბურავი უნდა შეესაბამებოდეს საქალაქო მომსახურების MAN-ის მარკის „MAN A21, MAN A47 და ,,BMC PROCITY 12M CNG" მარკის ავტობუსებს, გაძლიერებული კარკასით და ბორტით, დატვირთვის ინდექსი არანაკლებ 150/148 (3350/3150კგ), სიჩქარის ინდექსი არანაკლებ J (100 კმ/სთ). 2.1.1.5 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის/ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი ან მწარმოებლის/ბრენდის კატალოგის შესაბამისი გვერდ(ებ)ი, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მოძიება შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების (მათ შორის საბურავების სეზონურობის შესახებ) სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2.1.1.6 საბურავი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს მეორად გადაკვრას, რის დასტურადაც პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საბურავის ფოტოსურათი (სადაც გამოჩდება შესაბამისი გადაკვრის ნიშანი, საბურავის ბრენდი და მოდელი) ან/და მწარმოებლის/ბრენდის ოფიციალური ვებ-გვერდი ან/და მწარმოებლის/ბრენდის კატალოგის შესაბამისი გვერდ(ებ)ი, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მოძიება მეორად გადაკვრასთან (Retreading) დაკავშირებით;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) საბურავების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები: ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების საბურავების მიწოდების გამოცდილება, ან ბ)- ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა საბურავების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და - სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და -საგადასახოდო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
მიმწოდებელი ვალდებულია საბურავების მიწოდება განახორციელოს სავალდებულოდ თბილისის მასშტაბით.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
შემოთავაზებული საბურავის ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ევროპის ეკონომიკური კომისიის (the Economic Commission of Europe „ECE“) რეგულაციის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ფლობით (სადაც მითითებული იქნება, რომ შემოთავაზებული საბურავი ექვემდებარება მეორად გადაკვრას (Retreading)). აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს უცხოენოვანი და ქართულ ენაზე ოფიციალურად ნათარგმნი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით სატენდერო წინადადებასთან ერთად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები: ა) დანართი #1 (ფასების ცხრილი); ბ) ინფორმაცია საბურავების წარმოების წელის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2 პუნქტის შესაბმისად; გ) ინფორმაცია საბურავის მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.3 პუნქტის შესაბამისად; დ) მიმწოდებლის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად; ე) ინფორმაცია საბურავის ტექნიკური მონაცემების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.4 და 2.1.1.5 პუნქტების შესაბამისად; ვ) შემოთავაზებული საბურავის ფოტოსურათი (სადაც გამოჩდება შესაბამისი გადაკვრის ნიშანი, საბურავის ბრენდი და მოდელი) ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი ან/და მწარმოებლის/ბრენდის კატალოგის შესაბამისი გვერდ(ებ)ი, 2.1.1.6 პუნქტის შესაბამისად რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მოძიება მეორად გადაკვრასთან (Retreading) დაკავშირებით; ზ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული საბურავის ხარისხი უნდა დასტურდებოდეს ევროპის ეკონომიკური კომისიის (the Economic Commission of Europe „ECE“) რეგულაციის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის ფლობით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
10080
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
10
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.2.4 გარანტიის პირობები
6.2.4.1 ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000.00 (ორასი ათასი) ლარს. 6.2.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე. 6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით). 6.2.4.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.2.4.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ; - ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი; - გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან მთლიანად საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების “აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლაშა კირვალიძე, 571255255, lkirvalidze@spa.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის N1575 განკარგულების „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის („2026-2027 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი") საფუძველზე. 10.1.2 სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის მიზნითა და მხოლოდ მის ფარგლებში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დიდი ტვირთამწეობის საბურავების შესყიდვა განახორციელოს კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბურავების შესყიდვის შემთხვევებისა. სხვა მიმწოდებლისაგან შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან საბურავების შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში. 10.1.3 იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, საბურავების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს სატენდერო კომისიასთან შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები. 10.1.4 კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე; 10.1.4.1 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.4.2 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფასი დააფიქსიროს ლარის (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით; 10.1.4.3 ვაჭრობის შედეგად ჯამური ღირებულების კლებამ არ უნდა გამოიწვიოს მის სატენდერო წინადადებაში საბურავის ცალკეულ ზომებზე თავდაპირველად დაფიქსირებული ერთეულის ფასის ზრდა. 10.1.5 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 10.1.6 კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების (მათ შორის დაზუსტებული წინადადების) ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ პრეტენდენტს ეთხოვა დოკუმენტაციის დაზუსტება და იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 10.1.7 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; 10.1.7.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს თარგმნა არ სჭირდება, თუ იგი შედგენილია ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას პრიორიტეტი ენიჭება ქართულ ენას. 10.1.8. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; 10.1.9 ხელშეკრულებების გაფორმების ვადები განისაზღვრება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით (ხელშეკრულების გაფორმების ვადები). 10.1.10 გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საქონლის მიწოდების ვადა გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 90 კალენდარული დღით; 10.1.11 სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 10.1.12 სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის tire2026-2027@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. 10.1.13 სტატისტიკის წარმოების მიზნით, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა ყოველი თვის 10 რიცხვამდე სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესახებ (მათ შორის იმ შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონლის შესახებ, რომელიც შემდგომ შემოუერთდა აღნიშნულ ტენდერს), სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
სატენდერო წინადადების საფასური
1000