1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
HP ბრენდის პრინტერთან თავსებადი ტონერიანი კარტრიჯების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
* კარტრიჯები უნდა იყოს თავსებადი მითითებულ პრინტერებთან და შეესაბამებოდეს საბეჭდ მოწყობილობებს, შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული შეფუთვით მწარმოებლის ბრენდ კოლოფში, რომელზეც დაბეჭდილი (არა დაკრულ სტიკერზე), უნდა იყოს მწარმოებელი, ბრენდი, კარტრიჯის მოდელი (არსებობის შემთხვევაში), პრინტერთან თავსებადობა, გამოშვების თარიღი, მწარმოებლის მისამართი, ქარხნული წესით დატანილი უნდა იყოს შესაბამისი საქონლის შტრიხ-კოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქონლის იდენტიფიცირება GS1 სისტემაში (https://www.gs1.org/services/verified-by-gs1), რომელიც გულისხმობს - საქონლის მწარმოებელი კომპანიის წარმოშობის ქვეყნისა და საქონლის დასახელების დადგენას. ასევე მათ შეფუთვას უნდა გააჩნდეს გაყალბებისგან დამცავი ლოგოტიპიანი 3D ჰოლოგრამა, რომელზეც ასახულია უნიკალური შტრიხ-კოდი, რომელიც განასხვავებს თითოეულ კარტრიჯს ერთმანეთისგან, ასევე უნდა იძებნებოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემოთავაზებული საქონლის სერიული ნომერი ან/და პრინტერებთან თავსებადობა, ბეჭდვის რესურსი და გამოშვების თარიღი. * პრეტენდენტმა, ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ფასების ცხრილის თითოეულ პოზიციაზე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ერთი ერთეული სრულყოფილი ნიმუში. წარმოდგენილი ნიმუშები გადამოწმდება GS1 სისტემაში (https://www.gs1.org/services/verified-by-gs1).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული ვადის დაცვით შესაძლებელია, როგორც ერთიანი, ასევე ეტაპობრივი მიწოდება. მიწოდების ვადის 10 (ათი) სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი ჯარიმის ანაზღაურება.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. * ტონერიან კარტრიჯებზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს გახსნიდან მისი ბეჭდვის რესურსის ამოწურვამდე (სრულ დაცლამდე) ან არანაკლებ 2 (ორი) წელი, რომელიც ადრე შესრულდება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან. ბეჭდვისას არ უნდა გამოვლინდეს ხარვეზები; ზედმეტი წერტილები, ზოლები და ა.შ., ამასთანავე, კარტრიჯიდან არ უნდა იბნეოდეს საღებავი საბეჭდ მოწყობილობაში; არ უნდა იწვევდეს პრინტერის მუშაობის ხარისხის გაუარესებას და პრინტერის დეტალ(ებ)ის დაზიანებას; აღნიშნული და სხვა დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს წარდგენილი პრეტენზია და უზრუნველყოს დეფექტების გამოსწორება ან საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლოს დეფექტური საქონელი საკუთარი სახსრებით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ორგანიზაციის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია; 2. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (1.3 და 2.1.1 პუნქტების გათვალისწინებით); 3. ინფორმაცია მიწოდების ვადის შესახებ (პუნქტი 1.4); 4. ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (პუნქტი 1.7.1).
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვიდან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონლის სრულყოფილი ნიმუში. შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს წარმოდგენილი ნიმუშების ტესტირება პრინტერთან თავსებადობის და ბეჭდვის ხარისხისა დადგენის მიზნით. ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გადამოწმდება წარმოდგენილი ნიმუშები.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა №16.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით, ან/და ინსპექტირების ანგარიშით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (თუ პირი დღგ-ს გადამხდელია) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლეილა სიდამონიძე, 595809080, l.sidamonidze@mof.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). 3. პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დანართი N1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში. 4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში დანართის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი