1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
გომის დაბალი სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია/მოწყობის სამუშაოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
გომის დაბალი სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია/მოწყობის სამუშაოები მიმწოდებლის მიმართ მოთხოვნები: 1. სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით, დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა; 2. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს; 3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოების შესრულების პროცესში, დააზიანებს შემსყიდველის ქონებას, იგი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შემსყიდველის ქონებისათვის პირვანდელი სახის აღდგენა საკუთარი ხარჯებით; 4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა; 5. მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად. 6. მიმწოდებელი უფლებამოსილია, წინასწარ (ტენდერში წინადადების წარდგენამდე), ადგილზე დაათვალიეროს შესაკეთებელი ობიექტი. 7. სამუშაოს შესრულების ვადაში სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაც უნდა დასტურდებოდეს შემსყიდველის მიერ დაქირავებული საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით/წერილით, მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოებზე დასკვნის მოპოვების მიზნით, დაუყოვნებლივ მიმართოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს ან საქართველოში მოქმედ სხვა აკრედიტირებულ ექსპერტიზის ბიუროს (ასეთ შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული ექსპერტიზის ბიუროს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და შემსყიდველს საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტთან/წერილთან ერთად წარუდგინოს საექსპერტო დაწესებულებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს შესრულებული სამუშაოების, მათ შორის გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობას. აგრეთვე, უნდა მოიცავდეს შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობებისა და ფასების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან. ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. 8. სამუშაოს მიღება განხორციელდება საექსპერტო ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის შესაბამისად, რომლის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული იქნება მიღება-ჩაბარების აქტი. საექსპერტო ბიუროს მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების შესრულების (მიღების) თარიღად ჩაითვლება ის დრო, რა დროც იქნება დაფიქსირებული (მითითებული) საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში/წერილში. საექსპერტო ბიუროს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო სამუშაოს დასრულების ვადიდან საექსპერტო დაწესებულების მიერ დადებითი დასკვნის გაცემის დღემდე პერიოდზე, ექსპერტიზის როგორც პირველ ისე შემდგომ პერიოდზე სანამ მხარეთა შორის არ იქნება გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი. ამ შემთხვევაში, შესრულების (მიღების) თარიღად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი. 9. დასრულებული სამუშოების მიღება-ჩაბარება განხორციელდება სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს ან საქართველოში მოქმედ სხვა აკრედიტირებულ ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 კალენდარული დღის განმავლობაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 წელი. 2. მიმწოდებელმა ზემოხსენებული ვადის დაცვით უნდა გაავრცელოს გარანტია, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და გამოყენებულ მასალას არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში დეფექტ(ებ)ის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯებისა და აღნიშნული დეფექტ(ებ)ის მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორის გარეშე) 2022 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს შენობის მშენებლობის ან სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს საძირკვლის მოწყობისა და რკინა-ბეტონის სამუშაოებს, რკინა-ბეტონის გადახურვის მოწყობის და ელ. გაყვანილობის მონტაჟის სამუშაოებს. რაზედაც უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: SPA, NAT, CMR, MEP, DAP). 2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა, 2.2.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.
2.6.1 მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
პრეტენდენტის მიერ გამოცდილების ნაწილში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულ(ებ)ის მიღება-ჩაბარების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1.პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 1.1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3); - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით; 1.2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.2.1). 1.3. ინფორმაცია პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ (პუნქტი 2.6.1). შენიშვნა: 1. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში. 2. ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.). 2. წინადადების ფასი: 2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. 2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება); 2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად; 2.6 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). - საექსპერტო დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით. შენიშვნა: - ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. - იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; - პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 1.2 ცნობა თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; - აღნიშნული დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს წინამდებარე შესყიდვის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე წინადადების მიღების დაწყების თარიღის შემდეგ; არარეზიდენტმა პრეტენდენტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები; შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის ან/და ლიკვიდაციის ან/და გადახდისუუნარობის (რომ იურიუდიული პირის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა) საქმის წარმოების შემთხვევაში კომისია მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 1.2 ცნობა თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; - აღნიშნული დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს წინამდებარე შესყიდვის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე წინადადების მიღების დაწყების თარიღის შემდეგ; არარეზიდენტმა პრეტენდენტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები; შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის ან/და ლიკვიდაციის ან/და გადახდისუუნარობის (რომ იურიუდიული პირის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა) საქმის წარმოების შემთხვევაში კომისია მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; - ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან პრეტენდენტის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ (აღნიშნული დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს წინამდებარე შესყიდვის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე წინადადების მიღების დაწყების თარიღის შემდეგ; არარეზიდენტმა პრეტენდენტ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაცემული დოკუმენტი) შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის ან/და ლიკვიდაციის ან/და გადახდისუუნარობის (რომ იურიუდიული პირის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა) საქმის წარმოების შემთხვევაში კომისია მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
- ინფორმაცია ან/და მოწმობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო რეგისტრაციის/გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ამხანაგობის შესახებ; - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც ასევე დადასტურებელი იქნება, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესი. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ამხანაგობის თითოეული მონაწილის შესახებ. - ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი მოითხოვება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
არარეზიდენტმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო(ებ)ის მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლებიც უნდა პასუხობდეს 5.1.2-5.1.5 პუნქტებით (იმის გათვალისწინებით, თუ რა სამართლებრივი ფორმა აქვს მონაწილე არარეზიდენტ პრეტენდენტს) მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ის შინაარსს. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესი. შენიშვნა: ტენდერში წარმომადგენლობის/ფილიალის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
მოქმედების ვადა 10%-იანი გარანტიის შემთხვევაში 100 კალენდარული დღით, ხოლო 5%-იანი გარანტიის შემთხვევაში 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია საქართველოს რეზიდენტი საბანკო ან/და სადაზღვევო დაწესებულებიდან აშშ დოლარში (არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების მიერ) ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 5%-ის ოდენობით (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 10%-ის ოდენობით), რომლის მოქმედების ვადა 10%-იანი გარანტიის შემთხვევაში 100 კალენდარული დღით, ხოლო 5%-იანი გარანტიის შემთხვევაში 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას. / ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (გარანტია) ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვის: (შემსყიდველის დასახელება) მხედველობაში ვიღებთ რა, რომ (მიმწოდებლის დასახელება) შემდგომში “მიმწოდებელმა” ტენდერში წარდგენილი თავისი (ტენდერის დასახელება) სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ, გარანტი, თანახმა ვართ გავცეთ პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია. ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელით საერთო თანხაზე აშშ დოლარი და ვკისრულობთ ზემო (თანხა ციფრებით) (თანხა სიტყვებით) აღნიშნული თანხის გადახდას პრინციპალის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნილი თანხა და განმარტებული უნდა იყოს კონკრეტულად პრინციპიალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რა პირობები იქნა დარღვეული პრინციპალის მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერი თხოვნა ან პრეტენზია, წარმოდგენულ უნდა იქნეს გარანტიის ვადის გასვლამდე. (ბანკის/სადაზღვეო კომპანიის დასახელება და მისამართი) გარანტია ავტომატურად უქმდება • საბანკო გარანტიის ვადის გასვლით. • ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე წერილობით უარის თქმისა და გარანტიის ორიგინალის გარანტისათვის დაბრუნებისას. გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი *წინამდებარე გარანტიის მოქმედების ვადა 50 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საბოლოო შესრულები ვადას.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტებისა (მიღება-ჩაბარების აქტი, ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანაზღაურება მოხდება კონსიგნაციის წესით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მედეა ყანჩაველი, 558998566, medea.kanchaveli@railway.ge . სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი: გიორგი გურგენიძე ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: giorgi.gurgenidze@railway.ge; მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-98-27; 593-14-47-21 მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82 მთავარი სპეციალისტი: ესტატე ბაინდურაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 597-77-77-29 ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით თამარ ქაწაშვილს, ტელ: (+995) 599-23-21-31
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სხვა მოთხოვნა: 1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება; 1.2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია; 1.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. 2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის: 2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება. 2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი