1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ თბილისში არსებული, დანართი N 4 - მისამართების შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღებში, სამზარეულოს ტექნიკის შეკეთების მომსახურების (დანართი N2 ფასების ცხრილი) პრეისკურანტით შესყიდვა;
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. მომსახურების გაწევის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს. 1.2.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე. 1.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შევსებული ფასების ცხრილი პოზიციების შესაბამისად. 1.2.4. პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ფასი ცხრილში მითითებულ ზღვრულ ფასს. 1.2.5. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 1.2.6 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მოცემული ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს შესყიდვის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე დოკუმენტაციაში (დანართი N2 ფასების ცხრილი პრეისკურანტი) მოცემული ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შესყიდვის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე დოკუმენტაციაში (დანართი N2 ფასების ცხრილი პრეისკურანტი) და შესყიდვის ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე განცხადებაში მოცემულ ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით. 1.2.7 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, აღნიშნული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში. 1.2.8 ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს ყველა დასახელების მომსახურებაზე ან/და სათადარიგო ნაწილზე 1.2.9 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტში რომელიმე განუფასებელი პოზიციის არსებობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ აღნიშნული პოზიციით გათვალისწინებულ მომსახურებას ან/და სათადარიგო ნაწილს პრეტენდენტი შემსყიდველს სთავაზობს უფასოდ. 1.2.10 დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტში მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტის მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობისას დაფიქსირებული დანართი N2 ფასების ცხრილი - პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
„მიმწოდებელმა“ მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს 2026 წლის 1 იანვრიდან, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობითი ან/და ზეპირი დავალების შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით დავალებას უგზავნის ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის (E-mail) საშუალებით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის ადგილი განსაზღვრულია დანართი N4-ით;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1 საგარანტიო პერიოდი ტექნიკის ან/და მისი ნაწილის შეკეთების შემთხვევაში შეადგენდეს 6 (ექვსი) თვეს, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. 1.7.2 საგარანტიო პერიოდი ტექნიკის ან/და მისი ნაწილის შეცვლის შემთხვევაში შეადგენდეს 1 (ერთი) წელს, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. 1.7.3 საგარანტიო პერიოდში წუნის/დეფექტის გამოვლენის ან დაზიანების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, შემსყიდველის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში მაგრამ არაუმეტეს წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. 1.7.4 წუნის/დეფექტის/დაზიანების გამო შეკეთების ან ახლით შეცვლის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ისა. 2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები (იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და ხელშკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მისი წარმოდგენა არ არის სავალდებულო და ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი შესყიდვის სისტემაში რეგისტრაციის უნიკალური ნომერი SPA. NAT, CMR, DAP და ა.შ.) და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები; ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). 2.2.1.3 შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული. შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3–ის შესაბამისად;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელითა (ან/და სასაქონლო ნიშნით) და წარმოშობის ქვეყნით). შენიშვნა: - ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით; - იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; - პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
3 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას;
6.6.5 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%/5%–ის ოდენობით. 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების, ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე;
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება კვარტალში ერთხელ, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან შერგელაშვილი, 599687788, ketishergelashvili20@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასის მიხედვით, დანართი N2 ფასების ცხრილის პრეისკურანტით, გათვალისწინებულ საბოლოო ღირებულებაზე. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 3. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია დანართი N1-ის შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი