ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250024731
NAT250024731 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 156 კმ-ში (კმ155+489), ღელეზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 15% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract Nე.ტ. №16-26 running 1220 days remaining 3 amendments Contract PDF ↗
405,671 ₾ contract amount no payments recorded yet 11.03.2026 – 15.12.2029

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250024731
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება431`500.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი30.12.2025 21:34
წინადადებების მიღება იწყება28.01.2026 00:07
წინადადებების მიღება მთავრდება02.02.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი4`315.00 GEL
გარანტიის ოდენობა4`315 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (13)

NAT250024731_24731 ოქმი N2 და ინტ. კონფლ..pdf.pdf ციცინო ბერიძე 03.02.2026 18:34
NAT250024731_ამონაწერი.pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 10.02.2026 16:10
NAT250024731_ბიუჯეტი.pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 10.02.2026 16:11
NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა.xls.xls ევგენი ჯიხვაძე 10.02.2026 20:34
NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა.pdf.pdf ევგენი ჯიხვაძე 10.02.2026 20:34
NAT250024731_ოქმი N3 NAT250024731.pdf.pdf ციცინო ბერიძე 13.02.2026 17:02
NAT250024731_24731 ოქმი N5 და ინტ. კონფლ..pdf.pdf ციცინო ბერიძე 25.02.2026 18:34

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ელიტ ბილდერს გრუპი 388,277 388,277
NAT250024731_დანართიN3-გამოცდილება.pdf.pdf · NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა NAT250024731.xls.xls · NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა NAT250024731.pdf.pdf
შპს კავკასენერგო 405,672 405,672 won
NAT250024731_ხარჯთაღრიცხვა_NAT250024731-signed.pdf.pdf · NAT250024731_გამოცდილება_კომპანიის გამოცდილება-signed.pdf.pdf · NAT250024731_ხარჯთაღრიცხვა_NAT250024731.xlsx.xlsx
შპს."ბესკო" 425,000 425,000
NAT250024731_დანართი N4-signed.pdf.pdf · NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა.xls.xls
შ.პ.ს. ,,ლაგოდეხავტოგზა" 431,500 431,500
NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა (3) ხიდი.pdf.pdf · NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა (3) ხიდი.xls.xls · NAT250024731_გამოცდილება 23-24-25 წელი.pdf.pdf · NAT250024731_გამოცდილება 23-24-25 წელი.xlsx.xlsx
შპს საქართველოს სამშენებლო კომპანია 431,500 431,500
NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა (156 კმ).xls.xls · NAT250024731_ხარჯთაღრიცხვა (156 კმ)-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 30.12.2025 21:34 Announced
  • 28.01.2026 00:07 Bidding opens
  • 30.01.2026 16:56 First bid placed (5 bidders in total)
  • 02.02.2026 11:27 Last bid activity
  • 02.02.2026 12:00 Bidding closes
  • 03.02.2026 18:34 Buyer published: NAT250024731_24731 ოქმი N2 და ინტ. კონფლ..pdf
  • 10.02.2026 16:10 Buyer published: NAT250024731_ამონაწერი.pdf
  • 10.02.2026 16:11 Buyer published: NAT250024731_ბიუჯეტი.pdf
  • 10.02.2026 16:22 Buyer published: NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა დაზუსტებული.xls (10/02/2026 08:02)
  • 10.02.2026 16:22 Buyer published: NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა დაზუსტებული.pdf (10/02/2026 08:02)
  • 10.02.2026 20:34 Buyer published: NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა.xls
  • 10.02.2026 20:34 Buyer published: NAT250024731_დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა.pdf
  • 13.02.2026 17:02 Buyer published: NAT250024731_ოქმი N3 NAT250024731.pdf
  • 17.02.2026 18:33 Buyer published: NAT250024731_ოქმი N4 და ინტერესთა კონფლიქტი 24731.pdf
  • 19.02.2026 11:55 Buyer published: NAT250024731_ცნობა შემოსავლების სამსახურიდან_ცნობა შემოსავ სამს.pdf
  • 19.02.2026 11:56 Buyer published: NAT250024731_ამონაწერი სამეწ. რეესტრიდან_ამონაწერი.pdf
  • 25.02.2026 18:34 Buyer published: NAT250024731_24731 ოქმი N5 და ინტ. კონფლ..pdf
  • 05.03.2026 11:59 Buyer published: NAT250024731_საბანკო გარანტია_Financial RiskFG26 012076-signed (1).pdf
  • 11.03.2026 00:00 Contract signed: Nე.ტ. №16-26 — 405,671 ₾
  • 27.08.2026 06:39 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 28 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 156 კმ-ში (კმ155+489), ღელეზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: ტექნიკურ დავალებაში, ხელშეკრულების პროექტში და საპროექტო დოკუმენტაციაში; შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და მოცულობა მოცემულია დანართი N4-ში. გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები:
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 (ექვსი) თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით. 2. სამუშაოს შესრულების ადგილია: საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 156 კმ-ში (კმ155+489), ღელეზე, არსებული სახიდე გადასასვლელი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 3 (სამი) წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა. 2. სამუშაოების გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 431 500.00 ლარისა. 1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2021-დან წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს. 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება:საავტომობილო ხიდების მშენებლობა; ან/და რეკონსტრუქცია; ან/და მოდერნიზაცია; ან/და რეაბილიტაცია; 4. საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც, ნათლად უნდა იკვეთებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი, შესრულებული სამუშაოს შინაარსი/დეტალური აღწერილობა და ღირებულება (სამუშაოების შესრულების აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები, ან/და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით. ამასთან: ა) სამუშაოებზე, რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ბ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ ან დამკვეთის მიერ, დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულა პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 5. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი დასრულებილი ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით, არანაკლებ, წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 5.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული, სამუშაოების შესრულების/მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, საიდანაც, ნათლად უნდა იკვეთებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი, შესრულებული სამუშაოს შინაარსი/დეტალური აღწერილობა, ამასთან, უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების დასრულება და დგინდებოდეს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით. 5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით, სრულად, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (თუ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამი განსხვავდება ამ მუხლის 5.1. პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულების/მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში მითითებული ჯამური ღირებულებისგან, გათვალისწინებული იქნება ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის ჯამური ოდენობა, მაგრამ, არაუმეტეს სამუშაოების შესრულების/მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით გათვალისწინებული საერთო ღირებულებისა). 5.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ ან დამკვეთის მიერ, დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულა პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 6. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 4.1 ან/და 5.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: (ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები; (ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი); (გ) ხელშეკრულების ღირებულება; (დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების ვადები; (ე) მხარეთა ხელმოწერები. 7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 7.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 7.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი). 8. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 9. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 9.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. 9.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 9.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება. 10. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი, მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ (მინიმუმ, მათი დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი, მისამართი) მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველისა და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ით განსაზღვრული ფორმის დაცვით შედგენილი, სამუშაოების შესრულების დაზუსტებული გეგმა-გრაფიკის ზედამხედველთან შეთანხმება და შემსყიდველთან წარდგენა. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს თანხობრივი, თვეების ჭრილში. აღნიშნული გეგმა-გრაფიკი დაერთვება ხელშეკრულებას დანართის გაფორმების გზით. შემსყიდველისთვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს შესრულების ვადას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისს სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. 3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2. შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო დავალიანება (ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2. შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო დავალიანება (ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა,საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო დავალიანება (ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ბ) შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება (შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი ფიზიკური პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება (შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება (შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა), პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 39 (ოცდაცხრამეტი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური დოკუმენტის ფორმით (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული) ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რაზედაც, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით. 2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე შემსყიდველის მიერ სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების გაცემის შემდგომ. 2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა. მიმწოდებელს ასევე უფლება არ აქვს მოითხოვოს ავანსი იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 25%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. 3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი არ დააკმაყოფილებს მიმწოდებლის თხოვნას ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 10% ან მეტი. 4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე. გარანტია შედგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად და შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული (ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი). 5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს. 6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების და სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველ თვე შემსყიდველს წარუდგინოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით) საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის მითითებით. 3. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და შემსყიდველის მიერ დასახელებული ზედამხედველის (შემსყიდველის მიერ ზედამხედველის დასახელება მოხდება, სამუშაოების დაწყების თაობაზე, მიმწოდებლისათვის გაცემულ წერილობით დავალებაში) მიერ დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი), შემსყიდველის მიერ გადახდის სერთიფიკატისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 4. მიმწოდებლის სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს შუალედური გადახდები მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შემსყიდველისათვის წარდგენილი მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე. 5. ხელშეკრულების ფარგლებში პირველი შუალედურად შესრულებული სამუშაოების აქტი ექვემდებარება შემსყიდველთან წარმოდგენას და ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება ხელშეკრულების ღირებულების 10% ან მეტი. 6. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლევან ყანდაშვილი, 595517976, levan.kandashvili@georoad.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი შედგენილია და მხარეთა მიერ ხელმოწერილია ელექტრონულად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ეგზემპლარ(ებ)ი, ან მისი დამოწმებული ამონაბეჭდი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 7. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს, შემსყიდველის მიერ, სისტემაში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვის (დანართი N4) შესაბამის გრაფაში დაფიქსირებულ სამუშაოს ერთეულის ზღვრულ ფასებს; 8. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათი ათწილადით გამოსახვის შემთხვევაში, გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს მძიმის შემდეგ ორი ციფრის (მეასედის) სიზუსტით; 9. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს); 10. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი; 11. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სამუშაოების განმახორციელებელი პერსონალის ზედამხედველთან შეთანხმება, შესაბამისი პერსონალის სახელის, გვარის, დაკავებული პოზიციის მითითებით. ზედამხედველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია მიმწოდებლის პერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმებული პერსონალის ცვლილება ასევე შეათანხმოს ზედამხედველთან. 12. პრეტენდენტი ვალდებულია, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ინფორმაცია დაამუშავოს ამავე კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით. 13. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის სატენდერო წინადადებაში მითითებული, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პირი თანახმაა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, ასევე, მიმწოდებლის და შემსყიდველის მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250024730 30.12.2025 contract signed same category · 91% title match · same buyer · similar size

საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის ს…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს კავკასენერგო 4 bidders 734,256 ₾
NAT260007396 08.04.2026 contract signed same category · 37% title match · same buyer · similar size

საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8) ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ს…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს დაგი 2 bidders 508,570 ₾
NAT260007399 08.04.2026 contract signed same category · 31% title match · same buyer · similar size

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს კომპანია ბლექ სი გრუპი 1 bidder 515,268 ₾
NAT250014801 14.08.2025 terminated same category · 37% title match · same buyer

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-89) წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის კ…

NAT250016665 11.09.2025 no result same category · 37% title match · same buyer

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-89) წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის კ…

NAT260003911 26.02.2026 contract signed same category · 37% title match · same buyer

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-89) წალენჯიხა - ობუჯი - ჯიხაშკარის საავტომობილო გზ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრ… 45200000მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები → შპს ნიუ ტრანს როუდი 3 bidders 1,019,731 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ერ ტე დე
შპს ნიუ ტრანს როუდი
,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1"
შპს კავკასენერგო
შპს ელიტ ბილდერს გრუპი