1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის სანიაღვრე არხებისა და ა/ბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (დაექსპერტებით) მოწოდება.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებისა და ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. 1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტების წარმოდგენა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი დასაპროექტებელი სამშენებლო ობიექტის შინაარსიდან გამომდინარე, დეფექტური აქტისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. 1.2.3 დეფექტური აქტი მოიცავს, დასაპროექტებელი ობიექტის დასახელებას, მის ადგილ-მდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითად სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას. 1.2.4 სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 პროექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების ზუსტი ვადები, მომსახურების მიწოდების ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრება კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის - დანართი N2 ის შესაბამისად. 1.4.2. მომწოდებელმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს სიტუაციური გეგმა არაუგვიანეს კალენდარულ გეგმა-გრაფიკში დანართი N2-ში მოცემული ვადების შესაბამისად. 1.4.3 დანართი N2-ში გაწერილი ვადების ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. 1.4.4 სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით) განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 1.5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქართულ ენაზე. 1.5.3. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლიარების რაოდენობა: ა) საპროექტო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-3 და A-4 ფორმატები); ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია _ 3 ეგზემპლიარი ბეჭდური (A-4 ფორმატი); გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 1.5.4. საბოლოო (სრული) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. N25. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ქონდეს განხორციელებული არანაკლებ 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ჯამური (საპროექტო) ღირებულების გზებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება. 2. გზების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშ-ფაქტურები, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა. 3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა: • ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; 2. ძირითად სპეციალისტებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სპეციალისტის მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართით N4 გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ძირითადი სპეციალისტი მიერ. გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადაც არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბერისა. 3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს. 4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით. 5. ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N4-ის შესაბამისად
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულების ვადები უნდა წარმოადგინოს კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის დანართი N2-ის შესაბამისად, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემოთავაზებული თანხები თითოეულ ობიექტზე კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) ფასების ცხრილი დანართი N1- იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან დაზუსტების გარეშე. ბ) კალენდარული და თანხობრივი გეგმა გრაფიკი დანართი N2. გ) ანალოგიური ტიპის, ხასიათისა და სირთულის მომსაურების გამოცდილების დანართი N3. დ) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. ე) ინფორმაცია იმ ძირითადი სპეციალისტების შესახებ დანართი N4, რომლებიც ჩართული იქნებიან მომსახურების მიწოდების დროს. ძირითადი სპეციალისტების მიმართ დადგენილი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტში; 2. მომსახურების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, ექსპერტიზისა და დღგ-ს ჩათვლით. 3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას სხვაენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დანართი N1-ის შესაბამისად. 2. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად. საექსპერტო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებას, მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ხატია ხელაშვილი, 598416711, k.khelashvil@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება; 2. საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს) რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს. 3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 4. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება ან/და განუფასებლად იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი დანართი N1 ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 5. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს PDF ფაილის სახით, რომელიც უნდა დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი