1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტეკნიკური მომსახურება.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტეკნიკური მომსახურება-5 ავტომანქანა. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს - 168477 (ას სამოცდარვა ათას ოთხას სამოცდაჩვიდმეტი)ლარს და 60 თეთრს. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის შემცირების შემთხვევაში ფასთა კლება პროპორციულად უნდა აისახოს ფასების ცხრილებში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე,შესაბამისად შეამციროსფასების ცხრილის ჯამური ღირებულებაც. პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამის ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული საქონლის/მომსახურების ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. შეცვლილი ავტონაწილები უნდა იყოს ახალი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება, ან შეცვლილ ნაწილს აღმოაჩნდა წუნი (დეფექტი), მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღისგანმავლობაში. პრეტენდენტის მიერ გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი)თვე. გარანტია არვრცელდებაგარეგანიზემოქმედებისშედეგადმიყენებულზიანზე. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 2 (ორი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება. მიმწოდებელმა შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობსმათრიგგარეშედადაუყოვნებლივმომსახურებას. პრეისკურანტის განფასების ცხრილში რომელიმე დეტალის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთი) სერვისცენტრი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
პრეტენდენტის მიერ გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) თვე. გარანტია არ ვრცელდება გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უნდა ქონდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულებ (ები) და წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტ(ები)ი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ანგარიშფაქტურის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადაა ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე).
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გელა ჩოკორაია, 599856570, safinansochxorocku@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი