1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
რუსული ენის შემსწავლელი კურსის სხვადასხვა საფეხურის წიგნები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ცხრილი #1-ის მიხედვით
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს შემსყიდველის იურიდიული მისამართის მიხედვით - ქ. ბათუმი. ბაგრატიონის #123 მ ე -3 ს ა რ თ უ ლ ი .
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ უნდა იქნას მოწოდებული ფასების ცხრილის მიხედვით - უნდა შეივსოს ფასების ცხრილის შესაბამისი ველები
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანსაკნელი 1 წლის განმავლობაში 21.11.2024 წ-დან 21.11.2025 წ-მდე პერიოდი) შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ან მგსავსი ხასითის საქმიანობა, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1100 ლარისა; პრეტენდენტს დოკუმენტაცია ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ან მგსავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას (სისტემაში ატვირთოს) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების სახით - მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ან სასაქონლო ზედნადებ (ებ)ი).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
ელექტრონული შესყიდვა ტარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში სისტემა) მეშვეობით. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით, დღგ-ს გარეშე; ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში. წინასწარი ანგარისსწორება არ გამოიყენება.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
სატენდერო კომისის მოთხოვნის საფუძველზე ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტმა შემსყიდველს მატერიალური ფორმით უნდა წარუდგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუში, რომელიც შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზვრულ მოთხოვნებს
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივლისის №12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია პრეტენდენტისაგან მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა,უნდა დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან არსებული საგადასახადო ანგარიშფატქურით/სასაქონლო ზედნადებით/მიღება-ჩაბარების აქტით/ინვოისით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვები ს სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივლისის #12 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული წიგნების მიხედვით შედგენილი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გელა გურგენაძე, 595017515, gurgenadze.1976@mail.ru
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი